Home » მსოფლიო » ცუკერბერგი კონფიდენციალურ და დაშიფრულ Facebook-ს გვპირდება
ცუკერბერგი კონფიდენციალურ და დაშიფრულ Facebook-ს გვპირდება

ცუკერბერგი კონფიდენციალურ და დაშიფრულ Facebook-ს გვპირდება

ფეისბუქის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქის” ტრანსფორმაციას გეგმავს.  ის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მის მფლობელობაში არსებულ საკომუნიკაციო საშუალებებს უფრო კონფიდენციალურსა და დაშიფრულს გახდის.

„ფეისბუქი და ინსტაგრამი დაეხმარა ხალხს მეგობრებთან, საზოგადოებებთან და ინტერესებთან დაკავშირებაში. ეს მოხდა ქალაქის სკვერის ციფრული ექვივალენტის პირობებში. თუმცა ხალხს სურს უფრო კონფიდენციალური კომუნიკაცია, რომელიც შეიძლება მოხდეს მისაღები ოთახის ციფრულ ვერსიაში.  „ფეისბუქი აღარ შეინახავს სენსიტიურ მონაცემებს ისეთ ქვეყნებში, რომელთაც ადამიანების უფლებების დაცვის, კერძოდ პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლების სუსტი ისტორია აქვთ. ამ პრინციპის დაცვის გამო, შესაძლოა ჩვენი სერვისის მიწოდება ზოგიერთ ქვეყანაში დაიბლოკოს. თუმცა ჩვენ გვიღირს ამ კომპრომისზე წასვლა,”- ამბობს მარკ ცუკერბერგი.

ცუკერბერგი განმარტავს, რომ ეს ცვლილებები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება:

„ვფიქრობ უნდა ვიმუშაოთ ისეთი მსოფლიოს შექმნაზე, სადაც ხალხი პირად საუბრებს და თავისუფლად ცხოვრებას შეძლებს ისე, რომ მათი ინფორმაცია იქნება დაცული და მათ მონაცემებს მხოლოდ ისინი ნახავენ, ვინც მათ თავად სურთ. თუკი ჩვენ შევძლებთ, რომ მსოფლიო ამ მიმართულებით წავიყვანოთ, ვიამაყებ ჩვენი ძალისხმევით,”- წერს ფეისბუქის დამფუძნებელი.

Share