Home » მსოფლიო » COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთმა ვაქცინამ ტესტირების ბოლო ეტაპს მიაღწია

COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთმა ვაქცინამ ტესტირების ბოლო ეტაპს მიაღწია

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში ახალ ვაქცინაზე მუშაობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ამერიკულმა ბიოტექნოლოგიების კომპანიამ, Moderna-მ სამშაბათს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, COVID-19-ის მის მიერ დამზარებული ვაქცინის ტესტირების ბოლო (მესამე) ეტაპი 27 ივლისს დაიწყება.

ამჯერად ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობას 30 ათასი ადამიანი მიიღებს. მათგან ნახევარს 100 მიკროგრამის დოზა შეხვდება, მეორე ნახევარს კი უბრალოდ პლაცებო.

ტესტირების ბოლო ეტაპზე მეცნიერები განსასზღვრავენ, რამდენად შეუძლია ახალ ვაქცინას COVID-19-ის პრევენცია და ამასთანავე, შეუძლია თუ არა უკვე ინფიცირებულ ადამიანებში სიმპტომების გამოჩენის შეფერხება.თუმცა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინამ COVID-19-ის მძიმე შემთხვევები შეამსუბუქა, ის წარმატებულად ჩაითვლება.

ვაქცინის შემოწმების მესამე ფაზა 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე Moderna-ს ვაქცინა ერთადერთია, რომელმაც ტესტირების მესამე ეტაპს მიაღწია. კვლევის ჯერ კიდევ პირველი ეტაპისას, როცა ვაქცინა 45 მოხალისეზე გამოსცადეს, ანტისხეულები ყველა მათგანმა გამოიმუშავა.

ჩინეთში შემუშავებული ვაქცინა, SinoVac ამჟამად ტესტირების მეორე ფაზაში იმყოფება. ვაქცინაზე მუშაობს რუსეთის სააგენტო TASS-იც, თუმცა მას შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირველი ვაქცინა, რომელიც ბაზარზე გავა, ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო არ იქნება. თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მაინც ჩაითვლება, რადგან პირველი ვაქცინა სიტუაციას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. 

წყარო: on.ge

Share