Home » გალერეა » ცხოვრების საუკეთესო ხარისხის მქონე ქალაქების TOP10-დან 3 შვეიცარიული და 3 გერმანული ქალაქია
ცხოვრების საუკეთესო ხარისხის მქონე ქალაქების TOP10-დან 3 შვეიცარიული და 3 გერმანული ქალაქია

ცხოვრების საუკეთესო ხარისხის მქონე ქალაქების TOP10-დან 3 შვეიცარიული და 3 გერმანული ქალაქია

ცხოვრების საუკეთესო ხარისხის მქონე ქალაქების TOP10-დან 3 შვეიცარიული და 3 გერმანული ქალაქია

მაღალკვალიფიცური კადრების მოზიდვა კომპანიებს უადვილდებათ თუ ქალაქში, სადაც ისინი უნდა დაასაქმონ ცხოვრებისათვის კარგი პირობებია. ამის შესახებ BusinessInsider-ი წერს.

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mercer-მა კვლევა ჩაატარა მსოფლიოს 230 ქალაქში, რათა დაედგინა იმ ქალაქების სია, სადაც ცხოვრების საუკეთესო ხარისხია.  კომპანიამ იხელმძღვანელა შემდეგი კრიტერიუმებით –  საცხოვრებელი პირობები, განათლება, საზოგადოებრივი მომსახურება და ტრანსპორტი, ბუნებრივი გარემო, დასვენება, პოლიტიკური და სოციალური გარემო. შედეგად, შეარჩია ტოპ10 ქალაქი, სადაც ცხოვრების დონის მაღალი ხარისხია.

ბაზელი

ბაზელი სიდიდით შვეიცარიის მესამე ქალაქია. მდებარეობს მდინარე რეინზე. ის ცნობული ჩოგბურთელის, როჯერ ფედერერის მშობლიური ქალაქია.

10. Basel

ჟენევა

ჟენევა სიდიდით შვეიცარიის მეორე ქალაქია, გაშენებული ამავე სახელობის მდინარეზე. საოცარი ხედებით. ის მულტინაციონალური კომპანიების ქალაქია, მათ შორის კომპანია Rolex-ის.

9. Geneva

კოპენჰაგენი
დანიის დედაქალაქი – ისტორიული ეკლესიებითა და შენობა-ნაგებობებით. აქ მდეობარებს ისეთი კომპანიების სათაო ოფისები, როგორიცაა – Danske Bank, Maersk, Netto და Pandora.
8. Copenhagen

ფრანკფურტი

გერმანული ქალაქი ფრანკფურტი, ევროპის ქვეყნების ფინანსური ცენტრია. აქ მდებარეობს European Central Bank, the Frankfurt Stock Exchange, Deutsche Bank, Commerzbank და სხვა ფინანსური ინსტიტუტები.
7. Frankfurt

დიუსელდორფი

გერმანული ქალაქი დიუსელდორფი ევროპაში, ფრანკფურტის მსგავსად, ასევე საერთაშორისო ბიზნესისა და ფინანსური სექტორის ჰაბია. ქალაქში მდებაორებს Henkel-ის, Trivago-ს და Vodafone Germany-ის სათაო ოფისები. გარდა ამისა, ქალაქი ცნობილია თავისი უნივერსიტეტებით და გალერიებით.

6. Dusseldorf

ოკლენდი

ახალი ზელანდიის ეს ქალაქი ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს საშუალებას მოინახულონ უამრავი ვულკანი და კუნძული, ისიამოვნონ ადგილობრივი საკვებითა და ღვინით. ასევე, ქალაქი თავს იწონებს გალერიებითა და მუზეუმებით.

T=3. Auckland

მიუნხენი

გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი ისტორიული შენობებით, ცნობილი მუზეუმებითა და რაღა თქმა უნდა უგემრიელესი გერმანული ლუდით.  ქალაქში სათაო ოფისები აქვთ განთავსებული ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Allianz, BMW.

T=3. Munich

ვანკუვერი

კანადური ქალაქი, უზარმაზარი მთებით, განვითარებული სანაოსნო ზოლით და ტროპიკული ტყით. ტურისტებს შეუძლიათ დაკავდნენ თევზაობით, ფრინველებზე დაკვირვებით, კემპინგითა და სნოუბორდინგით. აქ სათაო ოფისები აქვთ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Lululemon, Sony Pictures Imageworks და PlentyOfFish.

T=3. Vancouver

ციურიხი

შვეიცარიის უდიდესი ქალაქი. ცნობილი თავისი მუზეუმებით, ისტორიულად ძველი ნაგებობებითა და სანაპიროთი. ქალაქში სათაო ოფისები აქვთ განთავსებული Credit Suisse, UBS და FIFA-ს.

2. Zurich

ვენა

ავსტრიის დედაქალაქი სიაში პირველ ადგილზეა ცხოვრების ხარისხის დონის მიხედვით. ქალაქში არის ბაროკოს სტილის ციხე-სიმაგრეები, ულამაზესი ბაღები, ისტორიული ეკლესიები. ქალაქი ასევე ცნობილია ცნობილი მუსიკოსების ბეთჰოვენის და მოცარტის მშობლიური ქალაქის სახელითაც.

1. Vienna

 

ბაჩო ჯინჭარაძე

Share