Home » ახალი ამბები » ,,ციფრული მენეჯმენტი” და ორმაგი დიპლომი გერმანიის უნივერსიტეტთან ერთად
,,ციფრული მენეჯმენტი" და ორმაგი დიპლომი გერმანიის უნივერსიტეთან ერთად

,,ციფრული მენეჯმენტი” და ორმაგი დიპლომი გერმანიის უნივერსიტეტთან ერთად

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში Fresenius უნივერსიტეტის ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა დაინერგება,ხოლო სტუდენტები ორმაგ დიპლომს მიიღებენ.

შეთანხმება გერმანიაში,კიოლნში, Fresenius Ochschule University of Applied Scines-ის ოფიციალური მიწვევით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის დავით ჩერქეზიშვილის და ვიცე-რექტორის შალვა მაჭავარიანის ვიზიტის ფარგლებში მოხდა. კიოლნში ასევე გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება,რომლის სამოქმედო გეგმის მიხედვით,აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ქართველი პედაგოგების გადამზადება,საქართველოში აკრედიტებული გერმანული კომპანიების ჩართულობით მოხდება.

გარდა ამისა გერმანული მხარე, EEU-ს ბიბლიოთეკისთვის საჭირო ლიტერატურას გადასცემს და აღნიშნული პროგრამის აკრედიტაციის პროცესის გავლის მიზნით,სხვა ერთობლივად განსახორციელებელ საკითხებში ჩაერთვება. ხელშეკრულების თანამხად ციფრული მენჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლებისას მაგისტრანტი ერთი სემეტრის განმავლობაში Fresenius-ის უნივერსიტეტში (კიოლნი) ისწავლის,დანარჩენი პერიოდი კი საქართველოში,ხოლო სამაგისტრო თემის დაცვას შეეძლებს,როგორც გერმანიაში, ისე,ჩვენს ქვეყანაში.

პროგრამას ერთობლივად ქართველი და გერმანელი პედაგოგები განახორციელებენ. ხელშეკრულებას ხელი Fresenius Ochschule University of Applied Scines-ის პრეზიდენტმა ტობიას ენგელსბენმა და EEU-ს რექტრომა დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს. Fresenius Ochschule University of Applied Scines არის გერმანიაში ყველაზე ძველი და პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი,სადაც 20000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს და ფლობს კამპუსებს კიოლნში, მიუნხენსა და ბერლინში. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გერმანული მხარის ვიზიტი და EEU-ს აკადემიურ პერსონალთან პირველი სამუშაო შეხვედრები გაიმართება 11-14 აპრილს არის დაგეგმილი.

Share