Home » საზოგადოება » ჩვენზე თავდასხმა, რუსეთზე თავდასხმაა – ბიბილოვი თბილისს აფრთხილებს
ჩვენზე თავდასხმა, რუსეთზე თავდასხმაა - ბიბილოვი თბილისს აფრთხილებს

ჩვენზე თავდასხმა, რუსეთზე თავდასხმაა – ბიბილოვი თბილისს აფრთხილებს

“შემთხვევითი არ არის, რომ თბილისი უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერისგან”, – აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ცხინვალში სამხედრო აღლუმზე გამოსვლის დროს.

დე ფაქტო რესპუბლიკა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დამოკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, “რესპუბლიკის დაფუძნების” 29-ე წლისთავს აღნიშნავს.

“სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებებით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია რუსეთზე თავდასხმის ტოლფასი იქნება. ჩვენი მტრები სამხრეთ ოსეთის მიწაზე ასე მარტივად ვერ ისეირნებენ, დღეს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს ღირსეული პასუხი გავცეთ პოტენციულ აგრესორს”, – ამბობს ბიბილოვი.

“ნეტგაზეთი”

Share