Home » საზოგადოება » „ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება“
„ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება“

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება“

ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, რეფორმების ნაწილი შემოდგომაზე გაჟღერდება.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა არის განსაკუთრებული შემთხვევა, ის არის გრძელვადიანი, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული და ასევე ახალი რეფორმები, რომელსაც გავაჟღერებთ შემოდგომაზე, თითოეული მათგანი დაინერგება 2018-2019 წლებში. შესაბამისად, ამ რეფორმების კოორდინაციას და მის დანერგვას სჭირდება სისტემური მენეჯმენტი, ეფექტური სამთავრობო რგოლები, ეფექტური კადრებით დაკომპლექტებული და აქედან გამომდინარე მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია. დარწმუნებული ვარ, კახა კახიშვილი ამ ფუნქციას შეასრულებს“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა. ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახა კახიშვილი დანიშნა.

Share