Home » მსოფლიო » „ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო, თავშესაფრის მაძიებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ“
„ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო, თავშესაფრის მაძიებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ“

„ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო, თავშესაფრის მაძიებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ“

„ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო, პოტენციურმა მიგრანტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ“, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთს ეწვია.

„თავშესაფრის მაძიებლები თუ არალეგალური მიგრანტები იქნებიან, ვერ მივიღებთ ვერავის. ჩვენი ქვეყანა გაივსო. მაპატიეთ, მაგრამ ეს ვერ მოხდება. ასეა ეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა სასაზღვრო და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას.

აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამხრეთ საზღვარზე საგანგებო სიტუაციაა, რის გამოც მას საგანგებო მდგომარეობის შემოღება მოუწია.

Share