Home » საზოგადოება » „ჩვენ ვართ სუფთა არამარტო ამ საქმეში, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ ბიზნეს ვაკეთებთ“
„ჩვენ ვართ სუფთა არამარტო ამ საქმეში, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ ბიზნეს ვაკეთებთ“

„ჩვენ ვართ სუფთა არამარტო ამ საქმეში, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ ბიზნეს ვაკეთებთ“

ჩვენ ვართ სუფთა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მე, ბადრი და მთელი ჩვენი გუნდი ბიზნეს ვაკეთებთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ არც მას და არც ბადრი ჯაფარიძეს ბრალი არ მიუძღვით.

„არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა არასდროს, ჩვენ ვართ სუფთა არამარტო ამ საქმეში, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ ბიზნეს ვაკეთებთ.  ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან, მის კერძო ადვოკატთან, რომელიც დღეს დანიშნულია მთავარ პროკურორად, უდიპლომო და უცოდინარ ადვოკატთან. ასეთივე უცოდინარი პროკურორები, ურცხვად ითხოვდნენ იმ მტკიცებულებების ამოღებას, რომელიც მოიპოვეს ჩვენმა ადვოკატებმა, ეს ხალხი არ არის ღირსი, რომ საქართველოს ემსახუროს, არ არის ღირსი ჩვენი ქვეყანა, რომ ესეთი სამართალი ქონდეს და ჩვენ ამ სიტუაციას შევცვლით, დავტოვებთ ღირსეულ ადამიანებს. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ღირსეული იურისტები, ღირსეული მოსამართლეები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Share