Home » ეკონომიკა » “ჩვენ შევძლებთ აბრეშუმის გზის პროექტის რეალობად ქცევას”
"ჩვენ შევძლებთ აბრეშუმის გზის პროექტის რეალობად ქცევას"

“ჩვენ შევძლებთ აბრეშუმის გზის პროექტის რეალობად ქცევას”

აბრეშუმის გზის ფორუმი დღეს სრულდება. ფორუმს ესწრებოდა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ვენჩაი ჟანგი. ADB-ის ვიცე-პრეზიდენტი საუბრისას აცხადებს, რომ აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანას საერთო ინტერესი აქვს. მისი თქმით, ფორუმის მთავარი მიზანი აღნიშნული ქვეყნების დაახლოვება და გამოცდილების გაზიარებაა.

“აბრეშუმის გზას სამომავლოდ საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს. პირველ რიგში, პოლიტიკური კონსესუსი უნდა იყოს მიღწეული, ამის შემდეგ დავინახავთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. აბრეშუმის გზის ფორუმი ყველა დაინტერესებულო პირს დიდ შესაძლებლობას აძლევს, იმისთვის რომ გაიცნონ ერთმანეთი და მოლაპარაკებები აწარმოონ. საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და მთავრობების კოოპერაცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ფინანსური რესურსი მოვიზიდოთ,  ასევე უნდა დავინახოთ ის სირთულეები რომლებიც გვაქვს, – რამდენიმე მათგან გახსნით პანელზეც დავინახეთ. ეს არ ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ თანამშრომლობასაც. ჩვენ უნდა გადავწვიტოთ თუ როგორ მოვხსნათ ბარიერები, იმისთვის რომ ვაჭრობა და ინვესტირება გამარტივდეს. ფორუმზე ხდება გამოცდილების გაზიარება, იმისთვის, რომ გავზარდოთ თანამშრომლობა აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. ჩემმა კოლეგებმაც აღნიშნეს, რომ აბრეშუმის გზის ასაშენებლად დრო დაგვჭირდება.

ჩვენ ყველას საერთო მიზანი გვაქვს, ჩვენ გვაქვს ოცნება.  ერთ დღეს შევძლებთ ამ ოცნების ახდენას”

– აცხადებს ADB-ის ვიცე-პრეზიდენტი.

Share