Home » ახალი ამბები » „ჩვენ მომხრე ვართ მარიხუანას სწორი ფორმით ლეგალიზების, ამით სინთეტიკური ნარკოტიკებისგან ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ“
„ჩვენ მომხრე ვართ მარიხუანას სწორი ფორმით ლეგალიზების, ამით სინთეტიკური ნარკოტიკებისგან ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ“

„ჩვენ მომხრე ვართ მარიხუანას სწორი ფორმით ლეგალიზების, ამით სინთეტიკური ნარკოტიკებისგან ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ“

ჩვენ მომხრე ვართ მარიხუანას სწორი ფორმით ლეგალიზების. ამით სინთეტიკური ნარკოტიკებისგან ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ კანაფის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, მარიხუანა უნდა იყოს ლეგალური და მკაცრად კანონის ფარგლებში მოქცეული, საზოგადოება ამ ფორმით, ბევრი ფატალური შემთხვევის აცილებას შეძლებს.

„აუცილებელია სახელმწიფომ ორგანიზებულ დანაშაულს მარიხუანას ბრუნვისგან მიღებული დაახლოებით 150 მილიონი ლარი წაართვას. დღეს ეს თანხა ორგანიზებული დანაშაულის ხელში, საზოგადოებას მძიმედ გვიბრუნდება. არ შეიძლება ერთი და იგივეზე ვიღაცა ფულს შოულობდეს და მეორე ადამიანს იჭერდე. მარიხუანა უნდა იყოს ლეგალური და მკაცრად კანონის ფარგლებში მოქცეული, შესაბამისად, ასე ჩვენ ავიცილებთ ბევრ ფატალურ შემთხვევას, რასაც სამწუხაროდ ყოველდღიურად, არალეგალური ნარკოტიკების უკონტროლო მოხმარების შედეგად ვხედავთ. წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ ეკონომიკაზე და რაღაც ვირტუალურ სარგებელზეა, ჩვენ კი გვჭირდება ნარკოპოლიტიკის შეცვლა, მისი ლიბერალიზაცია, რასაც „ევროპული საქართველო“ აუცილებლად გააკეთებს“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

Share