Home » მსოფლიო » ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი უმაღლესი დონის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ
ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი უმაღლესი დონის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი უმაღლესი დონის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი მიმდინარე წლის განმავლობაში უმაღლესი დონის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა მიეძღვნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70-ე წლისთავს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ შეთანხმებას 31 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებებისას მიაღწიეს ფხენიანში. მხარეები შეთანხმდნენ გაააქტიურონ ურთიერთობები უმაღლეს დონეზე და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

ლავროვთან შეხვედრისას კიმ ჩენ ინმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის მისწრაფება ბირთვული განიარაღებისკენ უცვლელია. მან ასევე გამოხატა სურვილი, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი შეერთებულ შტატებთან როგორც აღნიშნულ, ისე ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის.

შეხვედრა ლავროვსა და კიმ ჩენ ინს შორის სეულსა და ფხენიანს შორის ბოლო დროს გააქტიურებული დიალოგის ფონზე გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა დაადასტურა, რომ კიმ ჩენ ინს ლავროვმა ვლადიმერ პუტინის გზავნილი გადასცა.

ipn

ემხრობით თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებას?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
Share