Home » ახალი ამბები » ჭორვილამ 2018 წლის “სუფთა სოფლის” სტატუსი მოიპოვა, „სუფთა ქალაქის“ სტატუსი კი ზუგდიდმა
ჭორვილამ 2018 წლის “სუფთა სოფლის” სტატუსი მოიპოვა, „სუფთა ქალაქის“ სტატუსი კი ზუგდიდმა

ჭორვილამ 2018 წლის “სუფთა სოფლის” სტატუსი მოიპოვა, „სუფთა ქალაქის“ სტატუსი კი ზუგდიდმა

2018 წლის „სუფთა რეგიონის“ დაჯილდოების ფარგლებში სულ 7 გამარჯვებული გამოვლინდა.  ნუსხა ასე გამოიყურება:

  • ნომინაცია „სუფთა რეგიონი“ -კახეთი;
  • ნომინაცია „სუფთა ქალაქი“ – ზუგდიდი;
  • ნომინაცია „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
  • ნომინაცია „სუფთა სოფელი“ – სოფ. ჭორვილა (საჩხერე);
  • ნომინაცია „ლამაზი აივანი“ – ფატმან გრიგოლავას სახლის აივანი (ქ. ქუთაისი);
  • ნომინაციაში „ლამაზი ეზო“  პირველი ადგილი სამმა გამარჯვებულმა დაიკავა.  “ლამაზი ეზო” გამარჯვებულია აკაკი გედენიძე (ხონის მინიციპალიტეტი); ნომინაცია “კორპუსის ეზო” გამარჯვებულია ქ.ზუგდიდი, ქუჯის ქუჩა; ნომინაცია “იურიდიული პირის ეზო” გამარჯვებულია ღვინის კომპანია GWS თელავი.

კონკურსის ორგანიზატიორების განცხადებით პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რაზეც მასში მონაწილეების დიდი აქტივობა და დაინტერესება მეტყველებს. „სუფთა რეგიონმა“  ქვეყნის მასშტაბით შეამცირა სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვი და გაიზარდა საზოგადოების ინტერესი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. 2012-13 წლებში საქართველოში აღირიცხებოდა 1357 სტიქიური ნაგავსაყრელი, რომელთა რიცხვიც, ღონისძიების ორგანიზატორის თქმით, დღეისათვის 333-მდეა შემცირებული.

დაჯილდოება, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას შვედეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი წრებოდა.

Share