Home » ბიზნესი » “ჩისტაია ლინია”, “გარნიე”… რუსული პროდუქცია, რომლებიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს – საგანგაშო კვლევა
"ჩისტაია ლინია", "გარნიე"... რუსული პროდუქცია, რომლებიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს - საგანგაშო კვლევა

“ჩისტაია ლინია”, “გარნიე”… რუსული პროდუქცია, რომლებიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს – საგანგაშო კვლევა

40 სახეობის ჰიგიენური საშუალება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ავთვისებიანი სიმსივნის, ასთმისა და სხვა დაავადებების გამომწვევი იყოს, ქართულ ბაზარზე იყიდება.
ორგანიზაცია “მომხმარებელი.ჯი” აქვეყნებს კვლევის საგანგაშო შედეგებს.

როგორც გაირკვა, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს იწვევს რუსული და უცხოური წარმოების თმის საღებავები, შამპუნები, საცხები და სხვადასხვა პროდუქტები.

ორგანიზაციამ საფრანგეთში ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად ყველა ის პროდუქტი გაგზავნა, რომლებსაც საქართველოში ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

თავად “მომხმარებელი.ჯის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ახდენდეს ბაზარზე არსებული საშუალებების კონტროლს, თუმცა მნსგავსი კონტროლის მექანიზმი დღეს საქართველოში არ არსებობს.

“ჩვენ 40 სხვადასხვა დასახელების პროდუქცია შევამოწმეთ და ყველაში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და სხვა მძიმე დაავადებებს იწვევს. პარფიუმერულ-კოსმეტიკური ნაწარმი საქართველოში არ მოწმდება, მხოლოდ მეწარმეთა კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებული” – აცხადებს კვლევისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე.

Share