Home » გალერეა » ჩინეთში სანიუანის ხიდი 43 საათში ააშენეს (ვიდეო)

ჩინეთში სანიუანის ხიდი 43 საათში ააშენეს (ვიდეო)

ჩინეთში სანიუანის ახალი ხიდი 43 საათში აღადგინეს. 1984 წელს, მისი აშენებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, ხიდის კონსტრუქციამ შესუსტება დაიწყო. ჩინეთის ხელისუფლებამ მისი ხელახლა აშენების ბრძანება გასცა.

ხიდის ხელახლა აშენების პირვანდელ დროდ 24 საათი განისაზღვრა, თუმცა სამუშაო პროცესში იმაზე დიდი დაზიანებები გამოიკვეთა, ვიდრე წინასწარი შესწავლისას. ამიტომ, ხიდის ხელახლა აშენებას 43 საათი დასჭირდა.

ხიდის დემონტაჟს 24 საათი დასჭირდა, 19 საათი კი ხელახალი კონსტრუქციის აგებას. მძღოლებს ხიდით სარგებლობა უკვე 2 დღის შემდეგ შეეძლოთ.

ჩვეულებრივ, ხიდების დემონტაჟსა და მის ხელახლა აშენებას რამდენიმე თვე ან წელი სჭირდება, თუმცა სანიუანის ხიდის შემთხვევაში, ჩინელებმა ინოვაციური ინტეგრირების მეთოდის გამოყენებით, ყველაფრის მოსწრება 43 საათში მოახერხეს.

Share