Home » მსოფლიო » ჩინეთში მეტრო წაგებაზე მუშაობს
ჩინეთში მეტრო წაგებაზე მუშაობს

ჩინეთში მეტრო წაგებაზე მუშაობს

ჩინეთში მეტროს სისტემის გაფართოებამ ახალ ზღვარს მიაღწია – 1969 წელს პეკინში პირველი მეტროს გახსნიდან დღემდე ქვეყანაში 4 ათას 600 კილომეტრი სიგრძის სისტემაა შექმნილი.

ამის შესახებ 21st Century Business Herald-ი იუწყება. ჯამში,  ჩინეთის 33 მეტროს მქონე ქალაქიდან 13-ში მეტროს ხაზის სიგრძე 100 კმ-ზე მეტია.

მიუხედავად ამისა, სისტემა მთლიანობაში წაგებაზე მუშაობს და მხოლოდ რამდენიმე ქალაქმა შეძლო ამის თავიდან არიდება.

28 ქალაქიდან მიღებული მონაცემებით გაირკვა, რომ დანახარჯსა და შემოსავალს შორის სხვაობამ  78% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით  8 პუნქტით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით დადებით ბალანსს მხოლოდ ოთხი ქალაქი – პეკინი, ცინდაო, ხანჩჟოუ და შენჟენი აფიქსირებენ.

palitranews

Share