Home » მსოფლიო » ჩინეთში ციფრული დიქტატურა მყარდება – მთავრობა ყველა მოქალაქის ქცევას გააკონტროლებს
ჩინეთში ციფრული დიქტატურა მყარდება - მთავრობა ყველა მოქალაქის ქცევას გააკონტროლებს

ჩინეთში ციფრული დიქტატურა მყარდება – მთავრობა ყველა მოქალაქის ქცევას გააკონტროლებს

ჩინეთში ციფრული დიქტატურა მყარდება. ასე აფასებენ ექსპერტები ჩინეთის მიერ შემუშავებულ ახალ სოციალურ პროექტს.  პროექტის სახელი “სოციალური კრედიტია”.

პროექტის მიხედვით, ისინი ვინც მეტ ქულას დააგროვებენ, მეტი პრივილეგიების მიღებას შეძლებენ, დაბალი ქულების შემთხვევაში კი საპირისპირო სიტუაცია იქნება.

ჩინეთი თავის მილიარდ 400 მილიონ მოქალაქეს ვიდეოთვალებით დააკვირდება. მოქალაქეები ნაწილი ამას პრობლემად არ მიიჩნევს.

პრიორიტეტებში იგულისხმება VIP სერვისებით სარგებლობა, კოლეჯებსა და სკოლებში ჩარიცხვის პრიორიტეტი, სასტუმროსა და მომსახურების სფეროში პრიორიტეტით სარგებლობა და სხვა.

ყველა, ვინც დაბალ ქულას დააგროვებს, საზოგადოებისგან გარიდებული იქნება, ვერ დაინიშნება კარგ სამსახურში მოწინავე პოციზიაცე, შეუმცირდება წვდომა ინტერნეტსა და სხვა მომსახურებებზე.

დაკვირვება მოხდება, მაგალითად თუ როგორ იცავს მოქალაქე რიგს, რამდენად ეთიკურად იქცევა საზოგადოებაში, ეწევა თუ არა არამოსაწევ ადგილზე, ყიდულობს თუ არა ბევრ ვიდეო თამაშს, პოსტავს თუ არა ფეიკ ნიუსებს სოციალურ ქსელში და სხვა.

აღსანიშნავია, რომ გაკონტროლდება სმარტფონებიც. ჩინეთის მთავრობა დაკვირვებას 400 მილიონი ვიდეოკამერით განახორციელებს. პროექტი უკვე მიმდინარეობს ჩინეთის რამდენიმე რეგიონში და სამომავლოდ მთლიანად ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდება.

სანდრო პირველი

Share