Home » მსოფლიო » ჩინეთმა აშშ-ს მდიდარი ადამიანების რაოდენობით გაუსწრო
ჩინეთმა აშშ-ს მდიდარი ადამიანების რაოდენობით გაუსწრო

ჩინეთმა აშშ-ს მდიდარი ადამიანების რაოდენობით გაუსწრო

ჩინეთმა აშშ-ს მდიდარი ადამიანების რაოდენობით გაუსწრო, ახლა ჩინეთში მსოფლიოს სიმდიდრის 10%-ის მქონე ადამიანთა რაოდენობა აშშ-ში მცხოვრებ მსოფლიოს 10%-ის სიმდიდრის მქონე პირთა რაოდენობაზე მეტია. ამის შესახებ შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის ყოველწლიურ კვლევაში წერია.

ჩინეთში, Credit Suisse-ის თანახმად, 100 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც მსოფლიოს სიმდიდრის 10%-ს ფლობს, ამერიკაში კი ასეთი 99 მილიონი ადამიანია.

თუმცა, აშშ მილიონერთა რაოდენობით ჩინეთს ჯერ კიდევ უსწრებს. ამერიკაში მილიონიან ქონებას, დაახლოებით, 18.6 მილიონი ადამიანი ფლობს, ჩინეთში კი ასეთი 4.4 მილიონი ადამიანია.

ჯამში მსოფლიოში მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ქონებას 46,8 მილიონი ადამიანი ფლობს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჯამური ქონება 158,3 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც მსოფლიოს სიმდიდრის 44%-ია.

imedinews.ge

Share