Home » საზოგადოება » ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა ქართულ საზოგადოებას წლიური ანგარიში გააცნო
ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა ქართულ საზოგადოებას წლიური ანგარიში გააცნო

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა ქართულ საზოგადოებას წლიური ანგარიში გააცნო

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციას სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა“ უმასპინძლა.

ღონისძიებაში, რომელსაც ჩინეთის სამხრეთს ავიახაზების, სინძიანის ფილიალის გენერალური დირექტორი ცაი ვენსი უძღვებოდა, მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის კონსულმა საქართველოში ეკონომიკური და კომერციული საკითხებში ვან ლიანპომ , საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ გივი დავითაშვილმა, ასევე TAV Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მეთ ერკალიმ.

ცაი ვენსიმ საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფლოტი სიდიდით პირველია აზიის მასშტაბით, ხოლო მესამეა მსოფლიოში. 2018 წლის მიწურულისთვის ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფრენებმა  39 ქვეყანა, 69 ქალაქი და 172 მიმართულება მოიცვა ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის (BRI) ფარგლებში.

ცაი ვენსიმ აღნიშნა, რომ ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს ყოველწლიურად თხუთმეტ მილიონზე მეტი ტურისტი გადაყავს, რითაც ხელს უწყობს საჰაერო კორიდორის შექმნას ეკონომიკური თანამშრომლობისა და კოოპერაციისთვის.

საქართველოში ჩინეთის კონსულმა ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებში ვან ლიაპომ პრეზენტაციაზე შეკრებილთა საყურადღებოდ  აღნიშნა, რომ ჩინურ-ქართული ურთიერთობები შეუქცევადად ვითარდება და იზრდება და მან მიმდინარე წელს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თვალსაჩინოდ გაიზარდა და გაძლიერდა თანამშრომლობა პრაქტიკულად ყველა სფეროსა და  მიმართულებაში. ვითარდება  ხალხთა შორისი და კულტურული კავშირები.

ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. მას შემდეგ, რაც 2011 წელს თბილისი-ურუმქის გზა(ფრენა, რეისი, მიმართულება) გაიხსნა, ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა შექმნა მოხერხებული ხიდი საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად.

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს აქვს ყველაზე მეტი ჩინური სატრანსპორტო თვითმფრინავი, ასევე ყველაზე განვითარებული სამარშრუტო ქსელი, უსაფრთხო და ყველაზე დიდი მგზავრთბრუნვა წელიწადში, რომელმაც 2018 წელს 140 მილიონს მიაღწია.

Share