Home » საზოგადოება » ჩინეთიდან გამოსული სატვირთო მატარებელი, რომელმაც საქართველო უკვე გაიარა, ევროპას უახლოვდება
ჩინეთიდან გამოსული სატვირთო მატარებელი, რომელმაც საქართველო უკვე გაიარა, ევროპას უახლოვდება

ჩინეთიდან გამოსული სატვირთო მატარებელი, რომელმაც საქართველო უკვე გაიარა, ევროპას უახლოვდება

ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალმა პირველმა სატვირთო მატარებელმა ბოსფორის სრუტის ქვეშ გვირაბი უკვე გაიარა.

ჩაინა რეილვეი ექსპრესის“ მატარებელი ჩინეთის ქალაქ შიანიდან გამოვიდა. მის შემადგენლობაში 21 ვაგონია. შემადგენლობის საერთო სიგრძე კი, 820 მეტრია. მატარებელს 42 კონტეინერი გადააქვს.

​12 დღის განმავლობაში, სატვირთო მატარებელმა 10 ქვეყანა უნდა გაიაროს და 11.5 ათასი კილომეტრი უნდა დაფაროს. დანიშნულების პუნქტი ჩეხეთის დედაქალაქი პრაღაა.

შემადგენლობამ ჩინეთის შემდეგ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიები გაიარა. აღნიშნული მარშრუტი „რკინის აბრეშუმის გზის“ სახელითაა ცნობილი, რომლის შემადგენლობაშია ბაქო-თბილისი-ყარსის ბოლო წლებში აშენებული სარკინიგზო ხაზიც.

პროექტის მიზანი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირებისას ხარჯების და დროის შემცირებაა.

1tv.ge

Share