Home » მსოფლიო » ჩიკაგოში პირველად მერად ღიად ლესბოსელი შავკანიანი ქალი აირჩიეს
ჩიკაგოში პირველად მერად ღიად ლესბოსელი შავკანიანი ქალი აირჩიეს

ჩიკაგოში პირველად მერად ღიად ლესბოსელი შავკანიანი ქალი აირჩიეს

აშშ-ს ქალაქ ჩიკაგოში პირველად მერად შავკანიანი ქალი აირჩიეს, რომელიც, ამავე დროს, იქნება პირველი ღიად გეი, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს. ყოფილი ფედერალური პროკურორი ლორა ლაიტფუტი სიდიდით მესამე ქალაქის მერი იქნება.

2 აპრილის არჩევნებში 56 წლის ლაიტფუტმა ტონი პრექვინკლი დაამარცხა, რომელიც, ასევე, შავკანიანი ქალია. აქამდე ის სახელმწიფო თანამდებობაზე არასდროს არჩეულა. მას ჰყავს ცოლი და ერთი შვილი.

“დღეს თქვენ გააკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ისტორია. თქვენ შექმენით მოძრაობა ცვლილებებისთვის”, — განაცხადა ახლადარჩეულმა მერმა.

ლორა ლაიტფუტი უფლებამოსილების შესრულება 20 მაისს შეუდგება და იმ შვიდ შავკანიან ქალს შეუერთდება, რომლებიც ამჟამად მსხვილი ქალაქების მერები არიან, მათ შორის ატლანტასა და ახალ ორლეანში.

On.ge

Share