Home » ბიზნესი » ჭიათურაში მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა ოქტომბერში გაიხსნება
ჭიათურაში მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა ოქტომბერში გაიხსნება

ჭიათურაში მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა ოქტომბერში გაიხსნება

ჭიათურაში მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა 3 ოქტომბერს გაიხსნება, ამის შესახებ გადაცემაში “საქმის კურსი“ “ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ეს იქნება გერმანული, უახლესი ტექნოლოგიის ქარხანა, რომელშიც გათვალისინებულია შრომის უსაფრთხოების ყველა ნორმა, სამუშაო ინსტრუქციებს კი თავად გერმანული მხარისგან მიიღებენ.

“ეს ქარხანა ბევრ რამეს შეცვლის, როგორც საწარმოო-ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური კუთხით. ქარხანაში იქნება დახურული ციკლი და დაბინძურებული წყალი მდინარე ყვირილაში არ მოხვდება“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ქარხნის მშენებლობაში 22 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

bm.ge

Share