Home » საზოგადოება » „ჩემი სურვილია, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ერთიან სახელმწიფო სივრცეში დაბრუნება მოხდეს ჩემი პრეზიდენტობის ვადაში“
„ჩემი სურვილია, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ერთიან სახელმწიფო სივრცეში დაბრუნება მოხდეს ჩემი პრეზიდენტობის ვადაში“

„ჩემი სურვილია, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ერთიან სახელმწიფო სივრცეში დაბრუნება მოხდეს ჩემი პრეზიდენტობის ვადაში“

მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას, – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ “დამოუკიდებლობის” აღიარებას ეხმაურება.

პრეზიდენტის თქმით, „ქართველთა გარეშე აფხაზთა და ოსთა ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა ვერ მოხდება“.

„დღევანდელ დღეს, 11 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” აღიარებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები. საქართველოს არცერთი ხელისუფლება, არც მოქმედი, არც მომავალი, სანამ არ აღდგება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დარღვეული მთლიანობა, არ და ვერ შევეგუებით ამას ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ვინც არ მიიღო ეს ფაქტი, დაგმო და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა. დღეს, რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო, აფხაზურ და ოსურ კულტურას, ენას, ზოგადად იდენტობას კიდევ უფრო მძიმე საფრთხე ემუქრება – გაქრობის წინაშეა. ჩვენი ერთობლივი ისტორია კი სწორედ იმის დასტურია, რომ ქართველთა გარეშე აფხაზთა და ოსთა ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა ვერ მოხდება“, – წერს პრეზიდენტი.

Share