Home » საზოგადოება » ჩემი ინფორმაციით, შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა – დიმიტრი გაბუნია
ჩემი ინფორმაციით, შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა - დიმიტრი გაბუნია

ჩემი ინფორმაციით, შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა – დიმიტრი გაბუნია

„ადმინისტრაციაში არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. ჩემი ინფორმაციით, ის თავიდან ბოლომდე, თვეების განმავლობაში დაკავებული იყო ამ სიის შედგენით“, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პარლამენტში მისვლისას ჟურნალისტებთან  განაცხადა.

მისი თქმით, დასამალი არაფერი აქვს.

„როგორც კი გამოძიების მხრივ დამიძახებენ, შესაბამის განცხადებას გავაკეთებ. პრეზიდენტმა ჩემ ნაწილთან დაკავშირებით ნათლად ისაუბრა, მაგრამ ინტერესიდან გამომდინარე, მეც ვუპასუხებ. მივესალმები პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას – როცა დამიძახებენ, ვითანამშრომლებ. მეც მაინტერესებს კონკრეტულად ვინ შეადგინა ეს სია და პრეზიდენტს ვინ დაუდო. კატეგორიულად მიუღებელია თითის შვერა მდივნისკენ, რომელსაც არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ამის უფლებამოსილებაც არ მაქვს. ამისთვის არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელიც დაკავებული იყო ამ სიის შედგენით. მეც თქვენთან ერთად გავიგე სახელები მედიიდან და მეც მაინტერესებს, ვინ შეადგინა ეს სია და ვინ დაუდო პრეზიდენტს ის. ველი თადუმაძის უწყებაში მისვლას. რაც შეეხება ქოიავას საქმეს – ვის დასჭირდა ჩემი სახელის გათხვრა, ეს უკვე მე მაინტერესებს და ჩემი მოთხოვნით, დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება მიმდინარეობს. ამ საკითხს ასე არ დავტოვებ – ოჯახის წევრები და სამეგობრო განადგურებულები ვართ. არ არის გამორიცხული პროკურატურას მივმართო, რომ გამოიძიონ. ცამდე მართალი ვარ და საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი“, – განაცხადა გაბუნიამ.

Share