Home » საზოგადოება » “ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით”
"ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით"

“ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით”

 ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, –  პრემიერ-მინისტრად წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ  ხედვის მთავარი პრინციპები  უკვე წარადგინა.

ფართო პროგრამის წარდგენამდე ახალი პრემიერის მთავარი გზავნილებში პირველი ადგილი საქართველოს საგარეო კურსმა დაიკავა, დაადასტურა, რომ საქართველოს არჩევანი,  ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია მთავარი პრიორიტეტია.

მომავალი პრემიერი  ინოვაციური და ფუნდამენტური რეფორმების გატარების პირობას დებს, რითაც  ჩამოყალიბდება ახალი ეკონომიკური მოდელი, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რამაც თავის მხრივ, უნდა შეამციროს  დისბალანსი დემოკრატიის ხარისხსა და ცხოვრების დონეს შორის.

მთავარ გზავნილებს შორისაა  მცირე მთავრობის კონცეფცია და ინსტიტუციური კონტროლის გაძლიერება.

პროგრამის მოკლე გზავნილებშია  განათლებაზე, ინოვაციასა და ახალგაზრდობაზე აქცენტირება.

“მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და  თავიათ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს,  რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების  მქონე ქვეყნების რიგებში.  სწორედ, ასეთი საქართველოა უალტერნატივო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში  “, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ასევე აღნიშნა, რომ იქნება მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და რომ განათლება არის მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი.

Share