ბიზნესმენის და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის „ზედაზენის“ დამფუძნებლის განცხადებით, აქციზის საკითხი მხოლოდ ქართული ლუდის წარმოების არა, ეს ზოგადად ინდუსტრიის პრობლემაა. ამის შესახებ ცეზარ ჩოჩელმა „კომერსანტის“ გადაცემაში „შენობით ბიზნესთან“ განაცხადა.
„ ლუდის ტრადიციულ მწარმოებელ ქვეყნებში გერმანიასა და ჩეხეთში აქციზი გაცილებით დაბალია ვიდრე საქართველოში. არადა, ჩვენი მოსახლეობა ნამდვილად გაცილებით დაბალშემოსავლიანია,“ – განაცხადა ჩოჩელმა.
როგორც ზედაზენის დამფუძნებელი აცხადებს, საქართველოში ლუდის ინდუსტრიისთვის აქციზის და დღგ-ს გადასახადი ძალიან მაღალი. ეს კი აზარალებს როგორც ინდუსტრიას, ისე მომხმარებელს.
“კომერსანტი”