Home » საზოგადოება » ცესკო-ს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს
ცესკო-ს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

ცესკო-ს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

რვა ხმით ცესკო-ს თავმჯდომარედ მეორე ვადით თამარ ჟვანია აირჩიეს.

კენჭისყრაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხრა წევრი მონაწილეობდა.

თამარ ჟვანია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა. როგორც მან სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყვნენ, მან სხდომის წაყვანასადა კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ასევე კენჭისყრაში არ მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირთაძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე კიდევ ორი კანდიდატი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია და „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე იყვნენ წარდგენილნი.

ბოჟაძემ ერთი ხმა მიიღო, შელეგიამ არც ერთი.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

Share