Home » ბიზნესი » Cavea-მ რუსულენოვანი სეანსები შეწყვიტა
Cavea-მ რუსულენოვანი სეანსები შეწყვიტა

Cavea-მ რუსულენოვანი სეანსები შეწყვიტა

კინოთეატრების ქსელმა Cavea-მ 20 ივნისიდან რუსულენოვანი სეანსები კინოჩვენებიდან ამოიღო. Cavea-ში ტაბულას დაუდასტურეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთანაა კავშირში და სოლიდარობის გამოხატულებაა. კომპანიაში არ აკონკრეტებენ, როდემდე არ იქნება ნაჩვენები რუსულენოვანი სეანსები და გაგრძელდება თუ არა საერთოდ.

Cavea საქართველოში კინოთეატრების ყველაზე დიდი ქსელია. Cavea-ს კინოთეატრები განთავსებულია თბილისში, Galleria Tbilisi-ში, Tbilisi Mall-სა და East Point-ში.

Tabula.ge

Share