Home » ბიზნესი » Caucasus Online-ი “ბილაინმა” იყიდა
Caucasus Online-ი "ბილაინმა" იყიდა

Caucasus Online-ი “ბილაინმა” იყიდა

Caucasus Online-ი “ბილაინმა” იყიდა. ინფორმაციას სააგენტო GBC  ავრცელებს და წერს, რომ საკომუნიკაციო ბაზარზე ამ  მსხვილ გარიგებას  რამდენიმე თვეა  ელოდებოდნენ, მას შემდეგ რაც Caucasus Online  -მა  შეთავაზება  გააკეთა.

აქტიური მოლაპარაკებები  თავდაპირველად „მაგთიკომსა“ და „სილქნეტთან“ მიმდინარეობდა.  მოგვიანებით  გავრცელდა ინფორმაცია, რომ  აღნიშნულ აქტივს „მაგთიკომი“ ყიდულობდა, რომელმაც მარეგულირებელის ნებართვაც მოიპოვა.

„ბილაინის“ ინფორმაციით მხარეებს შორის გარიგება შედგა, პროცედურა დაწყებულია და მარეგულირებლის საბოლოო ნებართვას ელოდებიან.

რუსული „ვიმპელკომის“ შვილობილი საცალო მიმართულების ყველა აქტივს ყიდულობს (ინტერნეტი,  IPTV-ი; VOIP…) გარდა შავი ზღვის ოპტიკური კაბელისა.

შეგახსენებთ,  რომ  თავდაპირველად, Caucasus-ის შერწყმა „სილქნეტს“ სურდა, მათ კომუნიკაციების კომისიაში ერთობლივი განაცხადიც შეიტანეს, თუმცა კომისიამ განაცხადა, რომ წარდგენლი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი და ბაზრის მოკვლევა არ განხორციელდა. მაშინ „სილქნეტის“ მენეჯმენტმა დოკუმენტაციის ხელმეორედ წარდგენა დააანონსა.

ამასობაში კი მოლაპარაკებები  „ვიმპელკომთან”  დაიწყო და  ვიზირებისთვისაც უფრო ნაკლები დოკუმენტაციაა საჭირო, ისევე როგორც “მაგთიკომისთვის”, რადგან მობილური ოპერატორია და არა ინტერნეტ-პროვაიდერი.

მობილური ოპერატორის ცნობით, საბოლოოდ არჩევანი  შეთავაზებულმა ფასმა განაპირობა.

Share