Home » საზოგადოება (page 634)

საზოგადოება

ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლად და სერვისდეფიციტურ რეგიონებში 91%-მდე გაიზრდება

ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლად და სერვისდეფიციტურ რეგიონებში 91%-მდე გაიზრდება

ფონდ “ქართუს” ხელშეწყობით ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლად და სერვისდეფიციტურ რეგიონებში 91%-მდე გაიზრდება. სსიპ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ინფორმაციით, რეგიონების ინტერნეტით დაფარვის გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გასავითარებლად უპრეცედენტო, მასშტაბური საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ქვეშ შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი OpenNet. ...

Read More »

“პოლიციური გზით გამოსახლებები აიკრძალება”

"პოლიციური გზით გამოსახლებები აიკრძალება"

“პოლიციური გზით გამოსახლება აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რათა გაჩნდეს უფლების დაცვის მეტი შესაძლებლობა” უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, სასამართლომ განაცხადა, რომ სასესხო ურთიერთობისას, კრედიტორმა არ უნდა გამოიყენოს მისი დომინირებული მდგომარეობა ბოროტად და უნდა გაითვალისწინოს მსესხებლის ინტერესებიც. ასევე, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც უნდა აიკრძალოს პოლიციური გამოსახლებებები. რას გულისხმობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რამდენად მიზანშეწონილია პოლიციური გზით გამოსახლებების აკრძალვა, ამ და სხვა ...

Read More »

ჯარჯი აქიმიძე: რუსთავი 2 არის პირადად მიშას ტელევიზია

„რუსთავი 2“ დღეს არის პირადად მიშას ტელევიზია, მის საკუთრებაში მყოფი პარტიული ტელევიზია, რომელიც საზრდოობს ძირითადად, მათი ფულით, ასრულებს მათ ამოცანებს. ოღონდაც, დღეს, ალბათ, უკვე ცუდად ასრულებს ამ ამოცანებს, რადგან, თუკი ადრე ცდილობდნენ, რომ ეს ნაცრისფერი ძაფით მაინც ყოფილიყო ნაკერი, ეს ძაფი გაღიავდა და ალაგ-ალაგ გაირღვა კიდეც”, – აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას „რუსთავი 2“ -ის ერთ-ერთი ყოფილი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე. ჯარჯი აქიმიძე ...

Read More »

რუსთავი 2 ის ნომინალურ მეწილეებს დღეს ბიძინა ივანიშვილიც ეძებდა

რუსთავი 2 ის ნომინალურ მეწილეებს დღეს ბიძინა ივანიშვილიც ეძებდა

“ქიბარ ხალვაში სასამართლოში სარჩელით შედის და ნახეთ რა ამბავი დატრიალდა, როგორ გაბედა და შეიტანა სარჩელი, როგორ გაბედა მოსამართლემ და ამას სასამართლო იხილავს. ჯერ არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება და ატეხეს აჟიოტაჟი.” – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. “იყო მესაკუთრეებში ქიბარ ხალვაში? იყო და მთელმა საქართველომ იცის. შეიძლება მას ჰქონდეს პრეტენზია? – შეიძლება ჰქონდეს. ...

Read More »

“ცოლიკაური” ბრიტანულმა გამოცემამ წლის საუკეთესო ღვინოებს შორის დაასახელა

"ცოლიკაური" ბრიტანულმა გამოცემამ წლის საუკეთესო ღვინოებს შორის დაასახელა

ნიკოლაძეების მარნის ცოლიკაური ბრიტანულმა გამოცემამ წლის საუკეთესო ღვინოებს შორის დაასახელა. “ქარვისფერ-მოთეთრო ღვინო, ისევე, როგორც სხვა ტრადიციული ქართული ღვინოები, ქვევრშია დამზადებული. ღვინო ეგზოტიკური არომატით, ენერგიით გავსებთ”, – ახასიათებს გამოცემა 2013 წელს იმერეთში ჩამოსხმულ ღვინოს. ღვინო ნიკოლაძეების მარანს ეკუთვნის და ის სოფელ ნახშირღელეშია მოყვანილი. გამოცემის რეიტინგში ქართული ღვინო, კარლა კაბალტომ დაასახელა – ცნობილმა მოგზაურმა, რომელმაც  საქართველო გასულ თვეს მოინახულა.

Read More »

“დღეს “ახალი მემარჯვენეები” ისევე ფილიალად მოიხსენიებიან “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც – “ლეიბორისტები”

"დღეს "ახალი მემარჯვენეები" ისევე ფილიალად მოიხსენიებიან "ნაციონალური მოძრაობის", როგორც - "ლეიბორისტები"

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს, რომელიც ფიქრია ჩიხრაძემ მიიღო, გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელია ელოდებოდნენ , – ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადა. ივანიშვილმა ისაუბრა ე.წ. ფსევდოოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს არსებობდნენ და ახსენა, რომ მაგალითად, გიორგი თარგამაძეს სინდისი ეყო და წავიდა პოლიტიკიდან, ისევე როგორც პოლიტიკიდან წავიდა “ახალი ...

Read More »

მომხმარებელთა 83 პროცენტი არ არის ინფორმირებული ჯენერიკების შესახებ

მომხმარებელთა 83 პროცენტი არ არის ინფორმირებული ჯენერიკების შესახებ

ლარის კურსის დევალვაციის გამო, მედიკამენტებზე ფასების ზრდა მძიმე ტვირთად აწვება სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას. ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ფასების შემცირებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებით გეგმავს. და მაინც რა არის ჯენერიკი და რითი განსხვავდება ბრენდული მედიკამენტისგან? ფარმაციაში “ორიგინალური ბრენდი – ინოვაციური სინთეზირებული ფორმულაა, რომლის შექმნას, კვლევას და ბაზარზე პირველად შესვლას დაახლოებით 10-12 წელი და ძვირადღირებული კვლევები სჭირდება, ასეთი წამლები ...

Read More »

ქიბარ ხალვაში: ტელე–დებატებში მხოლოდ მიშა სააკაშვილთან დავჯდები

ქიბარ ხალვაში: ტელე–დებატებში მხოლოდ მიშა სააკაშვილთან დავჯდები

საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან დღევანდელმა ჩემმა შეხვედრამ მედიაში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, რომ ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და შეგვხვდა. ჩვენ მას მოვუყევით ყველაფერი, რაც საქმის სამართლებრივ მხარეს ეხება, ვთხოვეთ, რომ დააკვირდეს სასამართლოს პროცესს, რამდენადაც ფაქტია, სასამართლო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არნახულ ზეწოლას განიცდის და არის მცდელობა, რომ ნაციონალური მოძრაობის წრეგადასულმა ქმედებებმა ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოს საქმიანობაზე. პრეზიდენტს ...

Read More »

გამოიყენებს თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობა” ეროვნულ ბანკს ,,რუსთავი2″-ის შესანარჩუნებლად

გამოიყენებს თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობა" ეროვნულ ბანკს ,,რუსთავი2"-ის შესანარჩუნებლად

რა მიზნით დატოვა სააკაშვილმა ეროვნულ ბანკში ქადაგიძე, რომელსაც გადადგომა ჰქონდა გადაწყვეტილი ქართული ეკონომიკისთვის პოლიტიკური არასტაბილურობა უცხო არ არის. მეტნაკლები დოზით პოლიტიკური ფაქტორი ყოველთვის იყო და არის ქართული ბიზნესგარემოს მდგენელი. ამჯერადაც ასეა, თუმცა, ტემპერატურა შედარებით მაღალია. ფაქტობრივი თვალსაზრისით პოლიტიკური დაპირისპირების ფაქტებს ადგილი არ აქვს, მაგრამ განცხადებების და ინფორმაციების გავრცელების დონეზე, საკმაოდ მწვავე სიტუაციაა. გასულ კვირაში უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებაც კი დაიწყო სახელმწიფო ...

Read More »

მოლდავეთი სეტყვისგან ვენახების დაცვას “დელტას” სთხოვს

მოლდავეთი სეტყვისგან ვენახების დაცვას "დელტას" სთხოვს

სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის კახეთში გამოყენებით საზღვარგარეთაც დაინტერესდნენ გავრცელებული ინფორმაციით მოლდავეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაინტერესდა კახეთში “დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის გამოყენებით და შეიძლება, “დელტას” სპეციალისტებმა მომავალ წელს მოლდავური ყურძნის დაცვაზეც იზრუნონ. მოლდავური მხარისა და “დელტას” ოპერატიულად დამაკავშირებელი ერთ-ერთ რგოლი სწორედ ამ სტატიის ავტორი გახლდათ. ყველაფერი კი მოლდაველი მეღვინის კახელ კოლეგასთან სტუმრობით დაიწყო. მას მასპინძლებმა სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის მუშაობა აჩვენეს. ...

Read More »