Home » საზოგადოება (page 546)

საზოგადოება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები ამოქმედდება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები, ახლო მომავალში ამოქმედდება. სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2 ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი, რის შემდეგაც რეგულაციები ამოქმედდება. “მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი არსებობდა, (თუ არ ვცდები 2010 წლიდან) არ იყო განსაზღვრული ამ კონტროლის ადმინისტრირების საკითხები. ამ მხრივ, რამდენიმე ათეული, შეიძლება 100-მდე საკითხი იყო დასაზუსტებელი – ვის, როგორ, გარდამავალი ...

Read More »

პედაგოგებს ხელფასი გაეზარდათ

პედაგოგებს ხელფასი გაეზარდათ

აპრილის ბოლოს პედაგოგები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.  როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, კარიერული სქემის ფარგლებში, პედაგოგებს ხელფასი 1-ელი აპრილიდან გაეზარდათ. მისივე განმარტებით, საბაზო ხელფასიც გაიზრდება კიდევ 50 ლარით, როგორც ეს შეთანხმებული იყო და შესაბამისად, გაიზრდება დანამატები საფეხურების მიხედვით. „2012 წელს, ჩვენ ჩავიბარეთ საბაზო ხელფასი, რომელიც იყო 245 ლარი. დღევანდელი ცვლილების შედეგად, საბაზო ხელფასი 405 ლარი ...

Read More »

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება

აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის იზრდება, იკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია. 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრა. ამას მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. “საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს მთავრობა ახალი ავტომობილების იმპორტის წახალისებისა და ...

Read More »

პირველი მაისიდან ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანაზე შეღავათები ამოქმედდება

პირველი მაისიდან ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანაზე შეღავათები ამოქმედდება

ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტისას აქციზის გადასახადი 50%-ით შემცირდება. შესაბამისმა ინიციატივამ, რომელიც პარლამენტის „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციას ეკუთვნის, საკანონმდებლო ორგანოში ორი მოსმენა გაიარა და სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში საბოლოოდ დამტკიცდება. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტით, შეღავათი მიმდინარე წლის პირველი მაისიდან უნდა ამოქმედდეს. შეღავათი 0-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზე გავრცელდება და არა ყველა ტიპის ავტომობილზე. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისკენ გადადგმულ ...

Read More »

გაზგასამართ სადგურებზე გაზი გაიაფდა

გაზგასამართ სადგურებზე გაზი გაიაფდა

გაზგასამართ სადგურებზე კომერციული გაზი გაიაფდა. საკუთარ ქსელში გაზის ტარიფი გააიაფეს ბუნებრივი გაზის რეალიზატორმა კომპანიებმა. როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”ნეოგაზში” განუცხადეს, მათ ქსელში გაზის ტარიფი 1,30 ლარი იყო, დღეის მდგომარეობით კი ფასები 1,10-დან 1,20 ლარამდე მერყეობს. მათივე ცნობით, კომპანია საქართველოს მასშტაბით 19 ავტოგაზგასამართ სადგურს ფლობს და ბუნებრივი გაზი სახვადასხვა სადგურში სახვადასხვა ფასით იყიდება. გაზის ტარიფი გააიაფა ”გამაგაზმაც”. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათ ქსელში ბუნებრივი გაზი 1,22 ...

Read More »

თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა იწყება

თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა იწყება

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუს” სრული დაფინანსებით, თბილისში საფუძველი ჩაეყრება ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას. ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. პარალელურად, ინსტიტუტის მაგისტრებთან და დოქტორანტებთან ერთად, შეიქმნება თანამედროვე ექსპერიმენტული ბაზა ფუნდამენტური მეცნიერებებისათვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს ექნება ...

Read More »

“2017 წელს თბილისში 13 ბაღი აშენდება”

"2017 წელს თბილისში 13 ბაღი აშენდება"

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს თბილისში 13 ახალი ბაღი აშენდება. როგორც ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ საკითხს დედაქალაქის მთავრობა დღეს განიხილავს და დაამტკიცებს. „საბავშვო ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენი ინტენსიური ტემპი არათუ შენელდება, არამედ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. 2017 წლისთვის 30 ახალი საბავშვო ბაღი უნდა ჩავაბაროთ ქალაქს. 7 ბაღის მშენებლობა დავიწყეთ გასულ წელს, 10-ის მიმდინარე წელს და მომავალ ...

Read More »

ნიკო ლეკიშვილი, შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს

ნიკო ლეკიშვილი შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს

ბატონ ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერობა რთულ დროს მოუწია. ალბათ, გახსოვთ ის პერიოდი: უშუქობა, გაზის დეფიციტი, პურის გრძელი რიგები, ქუჩებში ათასი ჯურის შეიარაღებული ადამიანები… ორი წლის დაძაბული მუშაობის შემდეგ ლეკიშვილმა ქალაქში ნაწილობრივი წესრიგის დამყარება მოახერხა. ამის შემდეგ ამ თანამდებობაზე რამდენიმე ადამიანი გამოიცვალა, მაგრამ თბილისელებს ლეკიშვილი დღემდე ახსოვთ. ამის ნათელი დადასტურებაა ის გამოკითხვა, რომელიც ერთ-ერთმა ქართულმა გაზეთმა ჩაატარა და ბატონმა ნიკომ “თბილისის ...

Read More »

“ბინა უნდა მიიღოს ყველა დევნილმა, – მათ შორის, ვისაც შეიძლება ძალიან კარგი ბინა აქვს”

"ბინა უნდა მიიღოს ყველა დევნილმა, - მათ შორის, ვისაც შეიძლება ძალიან კარგი ბინა აქვს"

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 144 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ თბილისში დამატებით 600 ბინის გადაცემაა დაგეგმილი. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპზე ბინა დევნილთა 10-მა პროცენტმა მიიღო. ინტერვიუ დევნილთა და განსახლების მინისტრთან, სოზარ სუბართან – ბატონო სოზარ, როგორ მიმდინარეობს განაცხადების შევსაბა და როდემდეა ვადა? – შარშან პირველად მოხდა, ...

Read More »

,,ბოლო 5 თვის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასები 23%–ზე მეტით შემცირდა”

,,ბოლო 5 თვის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასები 23%–ზე მეტით შემცირდა"

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – ,,აფბამ’‘ ,,ფანასკერტელის ინდექსის’‘ მარტის თვის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ინდექსი წინა თვის მონაცემთან შედარებით 12,5%–ით არის შემცირებული და 11.1 პუნქტს შეადგენს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ  მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია. კვლევასთან დაკავშირებით ვესაუბრებით ,,აფბას’‘ პრეზიდენტ შოთა გულბანს. – თქვენი კვლევა უკვე მე–5 თვეა მიმდინარეობს, ამ პერიოდის განმავლობაში მედიკამენტების ფასებზე უმნიშვნელო, თუმცა მუდმივი კლება ...

Read More »