Home » საზოგადოება (page 5)

საზოგადოება

ლუდის, ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმლის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება დროებით იკრძალება

მთავრობის 30 მარტის დადგენილების მიხედვით, ლუდის, ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმლის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება დროებით იკრძალება. დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

Read More »

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში დღეიდან 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

საქართველოში დღეიდან 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აკრძალვა საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა და ის არ ეხება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული. მისივე თქმით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება.

Read More »

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 21 ადამიანია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დისრექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანია, რომელიც სავარაუდოდ დღეს გაეწერება. ქვეყანაში კი ჯამში 21 გამოჯანმრთელებული ადამიანია. „ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს ერთი პაციენტი, რომელთანაც გუშინ გვიან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტი დღეს დატოვებს ალბათ ჩვენს ცენტრს,“- განაცხადა მარინა ეზუგაბაიამ. ამასთანავე, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობას 31 პაციენტი გადის, ...

Read More »

ჯიპიაი ჰოლდინგის საბაზისო კლინიკა “კურაციო” დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

ნებისმიერი ექიმი-სპეციალისტის დისტანციურ მომსახურებას ყველა დაზღვეული თანაგადახდის გარეშე, 100%-იანი დაფინანსებით მიიღებს ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა და კოვიდ-19 ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლასთან  დაკავშირებით, კლინიკა “კურაციო” მუშაობის რეჟიმს ცვლის. კლინიკა კურაციო ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მომსახურების საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. მკაცრად იცავს, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, ასევე სრული სიზუსტით მიჰყვება  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ ახლად დამტკიცებულ გაიდლაინებს . ...

Read More »

შესაძლოა, COVID-19-ის სამკურნალოდ, გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა გამოვიყენოთ – ინფექციონისტი

როდესაც ადამიანი გადაიტანს ამ დაავადებას, მას ექნება ანტისხეულები ამ დაავადების წინააღმდეგ”-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმმა, ინფექციონისტმა რეზი მეჭურჭლიშვილმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა. „ჯერჯერობით ისევ ის პრეპარატები რჩება მკურნალობის ტაქტიკაში რაც იყო ყველაზე ეფექტური აქამდე, თუმცა არის უკვე რაღაც ექსპერიმენტული კვლევები, რომ შეიძლება გამოვიყენოთ მაგალითად თუნდაც პლაზმა გამოჯანმრთელებული პაციენტისგან. ზოგადად ინფექციური დაავადების გადატანისას, წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც იბრძვიან ამ ვირუსის ...

Read More »

ლევან ვასაძემ კორონავირუსთან ბრძოლის დასახმარებლად კიდევ 250 000 ლარი გადარიცხა

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კორონავირუსთან ბრძოლის დასახმარებლად მის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე კიდევ 250 000 ლარი გადარიცხა. მანამდე მან ამავე ანგარიშზე 50 ათასი ლარი ჩარიცხა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს კარანტინისთვის საკუთარი შენობები შესთავაზა. ლევან ვასაძე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც ფონდში თანხა გადარიცხა. მისი თქმით, ამ დროისთვის, ასეთი 439 ადამიანია. კორონავირუსთან ბრძოლის დასახმარებლად ლევან ვასაძის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ნებისმიერ მსრუველს ...

Read More »

გახარია: 24 საათიან რეჟიმში მომუშავე დაწესებულებები სპეციალური საშვებით ისარგებლებენ

ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, ექნება სპეციალური საშვები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მიმართა და მოუწოდა, ისარგებლო ნომრით – 144, რომ მედიას არ ჰქონდეს არანაირი პრობლემა ფუნქციონირებაში. „საგანგებო მდგომარეობის პირობები დაიწყება ხვალ დილის 08:00 საათიდან, ხოლო ...

Read More »

ქალაქიდან ქალაქში გამგზავრება მხოლოდ მანქანით და 06:00-დან 21:00 საათის პერიოდში იქნება ნებადართული

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება. მისი თქმით, დასაშვებია დილის 6-დან 21:00 საათამდე პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, თუ მანქანაში 3 ადამიანი იქნება. „დასაშვებია დილის 6 საათიდან საღამოს ცხრა საათამდე ნებისმიერ სახის პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, რომ მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი და მათ შორის სატვირთო მოძრაობაც ...

Read More »

გიორგი გახარია – ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია

ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს ინფიცირების სამი შემთხვევა, როცა დაავადების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება. „დღეს საბოლოო მონაცემებით, ჩვენ საქართველოში გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. იმის მიუხედავად, რომ ამასთან ერთად გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი. დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. მოგეხსენებათ, ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით 100 ინფიცირებულია

საქართველოს კორონავირუსით უკვე 100 ინფიცირებული ჰყავს, მათ შორის, 1 ექიმია, – ამის შესახებ პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, 3 შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება. პრემიერმა ღონისძებების გამკაცრების შესახებ განაცხადა, თქვა, რომ მოსახლეობის ნაწილის ვითარების სიმძიმე გათვითცნობიერებული არ აქვს.ის დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ქალაქებში ვხედავთ არის მიუღებელი, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს არსებული ვითარების სიმძიმეს, – განაცხადა პრემიერმა გახარიამ. ...

Read More »