Home » საზოგადოება (page 371)

საზოგადოება

“ფონდი ქართუს” საჩუქარი ურეკის წვერმაღალას დასახლებას – საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო

"ფონდი ქართუს" საჩუქარი ურეკის წვერმაღალას დასახლებას - საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო

ურეკის დასახლება წვერმაღალას “ფონდმა ქართუმ” საბავშვო ბაღი აუშენა. 25 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით. რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღმა სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო. “ფონდი ქართუს” დაკვეთით წვერმაღალას საბავშვო ბაღის მშენებლობა შეასრულა ასოციაცია “ატუ”-მ, რომლისთვისაც ეს პროექტი განსაკუთრებულად გამორჩეულია. “ფონდი ქართუს” ცნობით, “ატუ”-მ საბავშვო ბაღის მთელი კომპლექსი ააშენა მშენებლობის ...

Read More »

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “იაპონური ბაღი” საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “იაპონური ბაღი” საზეიმოდ გაიხსნა

ბაღი ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილზე, 250 კვ.მ ფართობზე მოეწყო და მასში იაპონური ხელოვნების ისეთი თვალსაჩინო ნიმუშებია განთავსებული, როგორებიცაა ტორიის ჭიშკარი (Torii Gate), ალისფერი ჭიშკარი, რომელიც იაპონური სილამაზის ერთ-ერთი სიმბოლოა, ტასოტოს (Tasoutou) სტილის ქვის კოშკი, რომელიც ბედნიერებისა და იღბლის მომტან სკულპტურად ითვლება. ამასთანავე, აღსანიშნავია კასუგას სტილის ქვის ლამპარი (Kasuga Style stone lantern) და ტრადიციული იაპონური ალისფერი ხიდი. ბაღის ერთგვარი სიმბოლოა ფუჯის მთის ...

Read More »

“რატომ აირჩია რულოვსმა სამეგრელო? იმიტომ, რომ იქ ეგულება „ნაციონალების” ბუდე”

"რატომ აირჩია რულოვსმა სამეგრელო? იმიტომ, რომ იქ ეგულება „ნაციონალების" ბუდე"

„რატომ ჩადის მაინცდამაინც სამეგრელოში სანდრა რულოვსი? იმიტომ, რომ იქ არის ბუდე ახალაიების, კოდუების, მეგის ქარდავების და სწორედ სამეგრელოში უნდა მას ქაოსის შექმნა”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხაინდრავა რულოვსის სამეგრელოში წამოწყებულ საარჩევნო კამპანიას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს. „რატომ აირჩია რულოვსმა სამეგრელო? იმიტომ, რომ იქ ეგულება „ნაციონალების” ბუდე – კოდუების, ახალაიების მხარდამჭერები, ასევე მეგის ქარდავების. იქ ...

Read More »

თბილისში მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერები განთავსდება

თბილისში მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერები განთავსდება

“თბილსერვის ჯგუფი” მომავალი წლიდან თბილისში მიწისქვეშა კონტეინერებების განთავსებას გეგმავს. ამის შესახებ თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ  ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა. ”ნაგვის ურნებისთვის ქალაქში ადგილი აღარ მოიძებნება.  არც პარკინგის ადგილია. დაპარკინგების მიზნით ზოგიერთ ადგილებში ადამიანები ურნებს თავად გადაადგილებენ და ზოგჯერ შუა ქუჩაში დგამენ. ჩვენი ქალაქისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა. ადგილი მცირეა, ვერც მანქანას გააჩერებ და ვერც ნაგვის ურნას ...

Read More »

„ახალ პარლამენტში ბოკერიასა და მისნაირებს აღარ „ვაბლატავებ”

„ახალ პარლამენტში ბოკერიასა და მისნაირებს აღარ „ვაბლატავებ!"

„როგორც ვიცი, ახალ პარლამენტში აღარ იქნებიან ის ნაციონალები, რომლებიც სისხლიანი რეჟიმის სათავეებთან იდგნენ და საქართველოს დიდი გამყიდველები არიან!” – აღნიშნული განცხადება ემზარ კვიციანმა „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში გააკეთა. „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” გააგრძელებს ოპონენტებისათვის „რუსეთის აგენტის” იარლიყის მიწებებას. „ახალ პარლამენტში ბოკერიასა და მისნაირებს აღარ „ვაბლატავებ”! ნაციონალები ვეღარ გააგრძელებენ ოპონენტებისათვის „რუსეთის აგენტის” იარლიყის მიწებებას, რადგან ნაცების ლიდერებზე, ვითომ პროდასავლურები რომ ...

Read More »

„ლიტვური საცხობის“ განმარტებით, შავ-თეთრი პური წარმოების პროცესში დაშვებული შეცდომაა

„ლიტვური საცხობის“ განმარტებით, შავ-თეთრი პური წარმოების პროცესში დაშვებული შეცდომაა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც „ლიტვური საცხობის“ შავ-თეთრი პურია ასახული დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებელთა ერთი ნაწილი საცხობს პურის შეღებვაში ადანაშაულებდა, ნაწილი კი ბრენდის მიმართ საკუთარ ლოიალურ დამოკიდებულებაზე მიუთითებდა. საკითხის გასარკვევად, „ბიზნესპრესნიუსი“ „ლიტვურ საცხობს“ დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფოტოზე ასახული პური მათი საცხობიდანაა, თუმცა შეღებილი არ არის. „წარმოების პროცესში, ადამიანური ფაქტორით გამოწვეულმა შემთხვევამ, ე.წ ცომის საჭრელ დანადგარში, თეთრი და რუხი ცომის ...

Read More »

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული სეზონი შეაჯამა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული სეზონი შეაჯამა

 დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენმა 2016 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა და 9 თვის ანგარიში წარმოადგინა. დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს აჭარაში უცხოელი ტურისტების ზრდის ტენდენციასა და სამიზნე ქვეყნების ბაზრების დივერსიფიკაციაზე ესაუბრა. ის ასევე შეეხო რეგიონის მიმართულებით გაზრდილი ფრენების რაოდენობასა და მზარდ სასტუმრო ინფრასტრუქტურას. თავმჯდომარემ ყურადღება დეპარტამენტის მიერ რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით ჩატარებულ პიარკამპანიებსა და სერვისის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა. შეხვედრას ...

Read More »

ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს

ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს

ანაკლიაში, მშენებარე პორტის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ორი ძლიერი კულტურული ფენა, რომელიც წმინდა კოლხურ ნამოსახლარს წარმოადგენს და ძვ. წ.აღ. VI-IV საუკუნეებით თარიღდება. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს. არქეოლოგიური კვლევა-ძიება ე.წ. ლაზიკის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. აღნიშნულ ექსპედიციას არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. ზუგდიდის გამგეობის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას ინფორმაციით,   კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 4 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული. “დაფიქსირდა ბათქაშებით წარმოდგენილი ძელურ-ბათქაშიანი შენობის ნანგრევები ...

Read More »

თბილისის ყველა ავტობუსი უფასო Wifi სისტემით აღიჭურვება

თბილისის ყველა ავტობუსი უფასო Wifi სისტემით აღიჭურვება

თბილისის ყველა ავტობუსი, შესაძლოა, უფასო Wifi სისტემით აღიჭურვოს. მიკროავტობუსების შემდეგ დედაქალაქის მერიამ უფასო ინტერნეტი სატესტოდ რამდენიმე ავტობუსში დაამონტაჟა. როგორც „ბიზნესკონტრქტთან“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ნუგზარ ჭეიშვილი აცხადებს, ამჟამად ინტერნეტი აეროპორტისკენ მიმავალ 3 ავტობუსშია დამონტაჟებული. თუ სატესტოდ დაყენებული Wifi მგზავრების მხრიდან მოთხოვნადი იქნება, სამომავლოდ ინტერნეტი ყველა ავტობუსში დამონტაჟდება. კონკურსი ტრანსპორტში ინტერნეტის სისტემების დამონტაჟებაზე 2 თვეში გამოცხადდება.

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი – ონლაინ-სესხებზე საკანონმდებლო პაკეტი ახალ პარლამენტში იქნება წარდგენილი

დიმიტრი ქუმსიშვილი - ონლაინ-სესხებზე საკანონმდებლო პაკეტი ახალ პარლამენტში იქნება წარდგენილი

ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი ახალ პარლამენტში იქნება წარდგენილი, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ის პირადად იცნობს და მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს. „ონლაინ სესხებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი ახალ პარლამენტში იქნება წარდგენილი. მე პირადად ვიცნობ და მხარს ვუჭეს ამ პროექტს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა. ონლაინ სესხებთან დაკავშირებით საკანონმდბელო პაკეტზე საქართველოს ...

Read More »