Home » საზოგადოება (page 30)

საზოგადოება

დავით სერგეენკომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

დავით სერგეენკომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არ უარყოფს ინფორმაციას, რომ მას შესაძლოა დღეს თანამდებობა დაატოვებინონ. განცხადება სერგეენკომ “რუსთავი2”-თან გააკეთა. სერგეენკო ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები პრემიერის პრეროგატივაა და მას ამის გაცხადების შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ. “ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ-მინისტრი პრეროგატივა მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადოს და ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ იმის გათვალისწინებითაც კი, ...

Read More »

„არ შეიძლება ამხელა პორტი 100% უსაფრთხოების მოტივით კეთდებოდეს, იქ ბიზნესკომპონენტიც უნდა არსებობდეს“

„არ შეიძლება ამხელა პორტი 100% უსაფრთხოების მოტივით კეთდებოდეს, იქ ბიზნესკომპონენტიც უნდა არსებობდეს“

მხოლოდ უსაფრთხოების კომპონენტი არ არის მთავარი, აუცილებელია, ანაკლიის პროექტს ბიზნესკომპონენტიც ჰქონდეს – სტრატეგიული პროექტის შესახებ მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, ამჯერად ფინანსთა მინისტრი პასუხობს. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. „ანაკლიის პროექტს აქვს მთავრობის სრული მხარდაჭერა. ერთადერთი, რაც დარჩა და ჩვენ თავს ვიკავებთ ეს არის ტვირთების დაზღვევა. ეს უსულოდ ბიზნესმოდელშიშესვლაა და მთელი რისკების მთავრობაზე გადმოტანაა,“-აცხადებს მაჭავარიანი. მისი თქმით, ფოთის პორტის მშენებლობაზე საუბარს ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მისი მომავალი კრემლიდან არ განისაზღვრება

მამუკა ბახტაძე - საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მისი მომავალი კრემლიდან არ განისაზღვრება

საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მისი მომავალი კრემლიდან არ განისაზღვრება,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ჟურნალისტის მიერ გრიგორი კარასინის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. პრემიერის თქმით, რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ცდილობს თავისი პროპაგანდით შექმნას ერთგვარი განცდა, რომ სწორედ რუსეთს აქვს ვეტოს უფლება საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბოლო განცხადებებიც ამ მცდელობის ნაწილია. „კიდევ ერთხელ ...

Read More »

„ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება“

„ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება“

ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში. მან ასევე ფოთის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით გაცემულ ბრძანებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. “გაიცა მიწათსარგებლობის რაღაც ნებართვა, რომელიც საშუალებას იძლევა დაიწყოს შესწავლა მიწის, ნიადაგის, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გახდეს, ან არ ...

Read More »

„თუ სახელმწიფოსთვის ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მაშინ მთავრობამ ტვირთრუნვის რისკები უნდა დააზღვიოს“

„თუ სახელმწიფოსთვის ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მაშინ მთავრობამ ტვირთრუნვის რისკები უნდა დააზღვიოს“

“თუ სახელმწიფოსთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მაშინ მთავრობამ ანაკლის განვითარების კონსორციუმს ტვირთრუნვის რისკები უნდა დაუზღვიოს“, – ასე უპასუხა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bm.ge-ის შესაბამის კითხვას. როგორც ცნობილია, მთავრობა ამტკიცებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და დიდი მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებისგან, მაგრამ უშუალოდ ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევაზე უარს ამბობს. „ორი მომენტია – როგორც მხოლოდ ბიზნეს პროექტი არ უნდა დააზღვიოს, მაგრამ პოლიტიკური და ...

Read More »

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი – „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“ „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებას გეგმავს. კერძოდ, კომპანიის გადაწყვეტილებით, „სამეთვალყურეო საბჭოს“ წევრად ოთხი წლის ვადით გიორგი კალანდარიშვილს აირჩევენ. „გიორგი კალანდარიშვილის ყოველთვიური ანაზღაურება დარჩეს უცვლელი და განისაზღვროს გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის თარიღისთვის არსებული ოდენობით“-აღნიშნულია ბანკის აქციონერის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კალანდარიშვილმა წინა თვეში ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის ...

Read More »

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება. უმრავლესობის დეპუტატთა მიერ ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანონში თამბაქოს ახალი ნაწარმისა და ელექტრონული სიგარეტის ცნებები ჩნდება. პროექტის თანახმად, განისაზღვრა თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების თაობაზე შეტყობინების წესი. თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი ხდებიან შეატყობინონ სამინისტროს ნებისმიერი თამბაქოს ახალი ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც ისინი გეგმავენ. შეტყობინება ...

Read More »

ქობულეთში მდებარე ტექსტილის საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ხორციელდება

ქობულეთში მდებარე ტექსტილის საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ხორციელდება

აჭარაში, ქობულეთში მდებარე ტექსტილის საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ხორციელდება.  ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საწარმოს გაფართოების მიმდინარე სამუშაოები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საწარმოს გაფართოებით ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიონი ლარით გაიზრდება და დამატებით 500 მდე ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ...

Read More »

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას ვინც, საქართველოს სათავეშია მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ“

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას ვინც, საქართველოს სათავეშია მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ“

ბრძანების გამცემს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ, – ასე მიმართავს ბიზნესმენი ლევან ვასაძე „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს თბილისში დაგეგმილ „თბილის პრაიდის“ ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით. როგორც ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, ის და მისი თანამოაზრეები არ დაუშვებენ, რომ დედაქლაქაში ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილი ღონისძიება „თბილისი პრაიდი“ გაიმართოს. მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმაზე კვირას, 16 ივნისს შეთანხმდებიან. ...

Read More »

იმ ქვეყნის დროშის აღმართვა, ვისთანაც კონფლიქტი გვაქვს, შესაძლოა აიკრძალოს

იმ ქვეყნის დროშის აღმართვა, ვისთანაც კონფლიქტი გვაქვს, შესაძლოა აიკრძალოს

შესაძლოა, უახლოეს პერიოდში, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ რეგულაციები შეიმუშაოს, რომლის მიხედვითაც  საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესი განისაზღვრება. ინფორმაციას ინტერპერსნიუსი ავრცელებს. საინფორმაციო პორტალის ცნობით, სხვადასხვა ქვეყნის დროშის აღმართვა-გამოფენა, რომელთანაც საქართველოს კონფლიქტი აქვს ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება. „ეს მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან ...

Read More »