Home » საზოგადოება (page 3)

საზოგადოება

TI – საპარტნიორო ფონდს კანონით უნდა აეკრძალოს ოფშორული კომპანიების დაფინანსება

TI - საპარტნიორო ფონდს კანონით უნდა აეკრძალოს ოფშორული კომპანიების დაფინანსება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ’’ სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტები შეისწავლა. „საპარტნიორო ფონდი” 2011 წელს დაარსებული სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც სრულად სახელმწიფო საკუთრებაშია. „ფონდის” პორტფელში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 2.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, საიდანაც „ფონდის” ინვესტიციების წილი 330 მლნ დოლარია. „ფონდის” საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: ა) აქტივების მართვა და ბ) საინვესტიციო საქმიანობა.„საპარტნიორო ფონდის” შემოსავლების ძირითად ნაწილს ხუთი სახელმწიფო კომპანიის ...

Read More »

ზურაბიშვილი – საჭიროა, საქართველოს ეკონომიკა მოვარგოთ ევროკავშირის ერთიან საბაზრო წესებს

ზურაბიშვილი - საჭიროა, საქართველოს ეკონომიკა მოვარგოთ ევროკავშირის ერთიან საბაზრო წესებს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღმა საქართველოს ეკონომიკისთვის საჭიროა ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება, რათა უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს ევროპას. „ვხედავ სამ გზას: ამისათვის მნიშვნელოვანია, უფრო მეტად მოხდეს საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირის პოლიტიკებში, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკასთან, ტრანსპორტთან, კომუნიკაციებთან, რეგიონულ განვითარებასთან, უსაფრთხოებასთან ჩვენი ცალმხრივი საგზაო რუკის შესაბამისად. ჩვენ ასევე გვჭირდება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვრული ფინანსური მექანიზმის დაწესება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაზე, ჩვენს ღირსებებზე და მიღწევებზე იქნება დაფუძნებული. ახლა ...

Read More »

ნათია თურნავა – რუსული ემბარგოს შემთხვევაში, მთლიანი ზიანი 4 მილიარდ ლარს მიაღწევდა

ნათია თურნავა - რუსული ემბარგოს შემთხვევაში, მთლიანი ზიანი 4 მილიარდ ლარს მიაღწევდა

რუსეთის მიერ სრულყოფილი ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, საქართველოს ზიანი 4 მილიარდ ლარს მიაღწევდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. „რომ დაწესებულიყო ემბარგო, რაც არ განხორციელდა საბედნიეროდ, მთლიანი ზიანი მიაღწევდა 4 მილიარდ ლარს. ეს არის პირველ რიგში 750 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 2 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი ტურისტებისგან, რაც უნდა მიგვეღო წლის ბოლომდე. ეს არის 600 მილიონი დოლარის ფულადი გადმორიცხვები, რაც ...

Read More »

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ჩავდეთ”

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ჩავდეთ”

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში ჩადო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა განუცხადა. „ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ბანკია. ჩვენ ვმოქმედებთ ევროკავშირის სტრატეგიის შესაბამისად. ჩვენთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. 9 მილიარდი ევრო ჩავდეთ ამ ქვეყნებში ბოლო 10 წელიწადში. საქართველო კი, ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციებით პირველ ადგილზეა. აქ ჩავდეთ თითქმის ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკს უმასპინძლა

ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკს უმასპინძლა

ევროკომისიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი: ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას – ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს „დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს“, – ამ სიტყვებით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. მმართველი პარტიის ლიდერმა სტუმარს ბათუმში უმასპინძლა. ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოს მეგობრობისთვის ...

Read More »

სერგეი გავრილოვი – საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს

სერგეი გავრილოვი - საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეებმა დაგმეს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები, რომლებმაც დაუშვეს რადიკალების პროვოკაცია ასამბლეის სესიის დროს, – განაცხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის კომისიის სხდომაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „არანაირი ბოდიში არც რუსეთს და არც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში შემავალი სხვა ქვეყნების დელეგაციებს საქართველოსგან არ მიუღიათ“, – თქვა რუსმა დეპუტატმა. გავრილოვმა ...

Read More »

საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის ყოველთვიური აბონიმენტების შეძენა იქნება შესაძლებელი

საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის ყოველთვიური აბონიმენტების შეძენა იქნება შესაძლებელი

დედაქალაქის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადასახდელად ყოველთვიური აბონიმენტების შეძენა შეეძლება. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ერთთვიანი აბონიმენტის დანერგვა 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი. „სქემა ისე უნდა აეწყოს, რომ პატარა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დიდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომის ძალიან კომფორტული მოდელი გვქონდეს, მათ შორის, გადახდის სისტემასთან დაკავშირებითაც. ადამიანს ექნება ან აბონიმენტი, ან დილით აიღებს ბილეთს, რომელიც დაფარავს როგორც მეტროს, ასევე ...

Read More »

საქართველოსა და ბულგარეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები შესრულდეს

საქართველოსა და ბულგარეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები შესრულდეს

საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, – ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზაჰარიევამსაქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში არსებულ მიღწევებს, საქართველო-ბულგარეთის ორმხრივ ურთიერთობებსადა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა. ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში, რომელიც აპრილში გაიმართა. ...

Read More »

ადგილობრივმა ავიაციამ რუსეთი მთლიანად ევროპით უნდა ჩაანაცვლოს

ადგილობრივმა ავიაციამ რუსეთი მთლიანად ევროპით უნდა ჩაანაცვლოს

ადგილობრივმა ავიაციამ რუსეთი მთლიანად ევროპით უნდა ჩაანაცვლოს რვა ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში ავიამიმოსვლა იკრძლება. კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, აღნიშნული პერიოდიდან შეაჩერონ მომსახურების გაწევა. რა ზარალს მოუტანს ეს ყოველივე საქართველოს ავიაინდუსტრიას და რა კონტრზომები იგეგმება ამ მიმართულებით? ერთ-ერთი იდეა ეს არის ქართული ავიაკომპანიისთვის შეღავათების დაწესება, რასაც “ჯორჯიან ეარვეიზი” (“აირზენა”) წლებია ითხოვს. საქმე ეხება მთავრობის მხრიდან სუბსიდირების დაწესებას. ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ...

Read More »

დონალდ ტუსკი – როცა ვამბობ სიტყვა „საქართველოს“, ვგულისხმობ „თავისუფლებას“, „სიამაყეს“, „მამაცობას“

დონალდ ტუსკი - როცა ვამბობ სიტყვა „საქართველოს“, ვგულისხმობ „თავისუფლებას“, „სიამაყეს“, „მამაცობას“

მე მოგმართავთ თქვენ, არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, – ამ სიტყვებით მიმართა ქართველ ხალხს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“. თავისი გამოსვლის დასკვნით ნაწილში დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეუძლებელი შეძლო და ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდა. „გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, მე როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და როგორც პოლონელმა: ჩემთვის საქართველო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ...

Read More »