Home » საზოგადოება (page 288)

საზოგადოება

2004 – 2015 წლები – “რუსთავი 2”-ის მფლობელობის ისტორია

For.ge-ს ინფორმაციით, სააკაშვილმა ყარამანიშვილებს „რუსთავი 2“-ის წილების განკარგვის მინდობილობა გვარამიაზე გადააფორმებინა

მსოფლიო ტელემედიის ისტორიაში, “რუსთავი 2” მფლობელების რაოდენობით, აშკარად რეკორდსმენია. 2004-2012 წლებში “რუსთავი 2”-ის მფლობელობა თითქმის 20-ჯერ შეიცვალა. როგორც არაერთ კვლევაშია მითითებული, ამ პროცესში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავრობასთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ. ყველაზე დეტალური კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ჯერ კიდევ 2013 წლის 2 აგვისტოს გამოაქვეყნა. “დღეს, “რუსთავი-2” ოპოზიციასთან ასოცირებული ერთადერთი მსხვილი ტელეარხია. “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა” (NDI) და “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) უკანასკნელი ...

Read More »

ილია მეორე: ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინება და სიმშვიდე

ილია მეორე: ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინება და სიმშვიდე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიმართავს ყველას, საკითხები განიხილონ არა ქუჩებში, არამედ დარბაზებში. როგორც პატრიარქმა დღეს, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ერში და პოლიტიკურ პარტიებს შორის არის დაპირისპირება. ილია მეორე ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. “ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემაა. არის დაპირისპირება ერში, პოლიტიკურ პარტიებს შორის. მინდა ყველას ვთხოვო, რომ ამა თუ იმ საკითხის განხილვა არ უნდა იყოს ...

Read More »

“ბიზნესს სესხის 10%-ს ვუფარავთ ბანკებში, უფასოდ ვაძლევთ მიწას, ქარხნებს, მეტი რა შეიძლება გაუკეთოს მთავრობამ”

ვუფარავთ ბანკებში. გარდა ამისა, ჩვენ ვაძლევთ აბსოლუტურად უფასოდ მიწას ქარხნებს, რომლებიც იყო წლების განმავლობაში დაკეტილი. ასევე ვაძლევთ გარანტიას, რომ აიღონ სესხი ბანკებიდან. მეტი

ჩვენი დაპირება რაც იყო, რომ იაფი ფინანსების უზრუნველყოფას მოვახდენდით, ეს არის შესრულებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესმენი, ფერმერი, გლეხი სესხში იხდის 1 ან 2 პროცენტს, როცა ევროპაში არის 3-4 პროცენტიანი სესხები. “ჩვენ გვაქვს უნიკალური პროგრამა “აწარმოე საქართველოში”. რა შეიძლება მთავრობამ გააკეთოს ბიზნესისთვის, ჩვენ ბიზნესს ვუფინანსებთ სესხს, ანუ ვასუბსიდირებთ. 10%-ს ვუფარავთ ბანკებში. ...

Read More »

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და დიპკორპუსს ღია წერილით მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და დიპკორპუსს ღია წერილით მიმართავს

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ორგანიზებით, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამართლის სპეციალისტების, მედია-სფეროს ექსპერტებისა და კონსტიტუციონალისტების სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ,,რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარე საზოგადოებრივი მოვლენების შეფასებას დაეთმო. შეხვედრაზე მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე დიპლომატიური კორპუსის მიმართ, ერთობლივი განცხადებაც მიიღეს, სადაც შექმნილი ვითარების საზოგადოებრივი, სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო შეფასდა. “ახალგაზრდა ადვოკატები” სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად ...

Read More »

ქიბარ ხალვაში: პრეზიდენტი უნდა შემხვდეს მეც

ქიბარ ხალვაში: ტელე–დებატებში მხოლოდ მიშა სააკაშვილთან დავჯდები

მივესალმები, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩაერთო რუსთავი 2–თან დაკავშირებული დავის საკითხში და მოკლე დროში რამდენიმე შეხვედრა გამართა. შეხვდა დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს – ძირითადად, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ შექმნილებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, ძირითადად, ერთკაციან პარტიებს, და პრაქტიკულად დავის მხარეს – ნაციონალურ მოძრაობას. მე ველოდი, რომ პრეზიდენტი, როგორც მიუკერძოებელი არბიტრი ჩვენს ქვეყანაში, შეხვედრაზე მიმიწვევდა ასევე მეც. ამ წუთამდე ...

Read More »

“არჩევნების წაგება “ნაცმოძრაობის” მიერ, ამ სისტემური დანაშაულისთვის, არასაკმარისი საზღაურია”

"არჩევნების წაგება "ნაცმოძრაობის" მიერ ამ სისტემური დანაშაულისთვის, არასაკმარისი საზღაურია"

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელების მომხრეა. მისი აზრით, ეს კადრები საზოგადოებამ უნდა ნახოს. “არამზადები სამოთხეში! მეფისტოფელის აჩრდილი საქართველოში „მეფისტოფელმა რომ ეს და სხვა მრავალი საშინელება ნახა, შეწუხებულმა – ადამიანები ჯოჯოხეთსაც წაბილწავენო, შემზარავი ხმით იკივლა: – სამოთხეში, სამოთხეში ეგ არმზადები“ ფაშისტების მიერ საკონცენტრაციო ბანაკებსა და სხვაგანაც ადამიანის დამცირება – წამების, სულიერი და ფიზიკური განადგურების ჯერ არნახული და ...

Read More »

„გარე ძალების ჩარევის გარეშე საქართველოში დესტაბილიზაცია გამორიცხულია“

„გარე ძალების ჩარევის გარეშე საქართველოში დესტაბილიზაცია გამორიცხულია“

მას შემდეგ რაც „რუსთავი 2“- ის გარშემო სასამართლო დავა დაიწყო, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა პროცესში არ ჩართულიყო, თუმცა გვარამიას განცხადების შემდეგ – მისი დაშანტაჟების შესახებ, – გაისმა მოწოდებები კონკრეტული სახელმწიფო ჩინოვნიკების მიმართ, რომ გამოეხატათ საკუთარი პოზიცია. მართლაც, მოვისმინეთ ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, ცალკეული დეპუტატების თუ მინისტრების პოზიციები. მოახერხა თუ არა, „რუსთავი 2“-მა პოლიტიკოსების ჩათრევა პროცესში და ვისთვის არის მოვლენათა ამგვარი განვითარება ხელსაყრელი, ...

Read More »

საერთაშორისო პიარ ექსპერტი საქართველოს პიარის შესახებ

საერთაშორისო პიარ ექსპერტი საქართველოს პიარის შესახებ

საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოსული ჰოლანდიელი პიარ ექსპერტი სანდერ  შხრუვერსი ქართველ კოლეგებს ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს.. გამოცდილებას, რომელიც 25 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე დააგროვა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის: ტოკიო, მილანი, მაიამი, პარიზი, ბერლინი, ამსტერდამი, ბრიუსელი.. სხვადასხვა ქვეყნებში პიარის განვითარების ხელშეწყობისთვის კი 80-მდე წიგნი დაწერა, რომელშიც საერთაშორი გამოცდილება მოაქცია. სანდერ შხრუვერსი საქართველოში არსებულ რეალობას აფასებს და საინტერესო რჩევებზე საუბრობს: –  მისტერ სანდერ, მადლობა ინტერვიუზე დათანხმებისთვის. მოკლედ, რომ ...

Read More »

რომელი უმაღლესი სასწავლებელი და მიმართულება ლიდერობს 2015 წელს – მაგისტრების არჩევანი

რომელი უმაღლესი სასწავლებელი და მიმართულება ლიდერობს 2015 წელს – მაგისტრების არჩევანი

მაგისტრობის მსურველებმა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შემდეგ უნივერსიტეტებში შიდა მისაღები გამოცდებიც ჩააბარეს და სწავლაც დაიწყეს. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის  ინფორმაციით, მონაცემები, ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად, რამდენმა აპლიკანტმა მოიპოვა სახელმწიფო გრანტი, ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება. ცნობილია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტი მაგისტრობის მსურვლი წელს დაფიქსირდა. გამოცდაში მონაწილეობა 11 559-მა კანდიდატმა მიიღო. 2015 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აპლიკანტთა 23,92%-მა ...

Read More »

ვერეს ხეობაში დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები სრულდება

ვერეს ხეობაში დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები სრულდება

მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დასასრულს უახლოვდება, თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ და მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ მოინახულეს. მზიურის მიმდებარედ, დაზიანებულ მონაკვეთზე, ხიდის მშენებლობა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში ნოემბრის პირველ რიცხვებში შევა. „სამუშაოები, ფაქტობრივად, 24 საათიან რეჟიმში ...

Read More »