Home » საზოგადოება (page 2)

საზოგადოება

„შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას, ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში არ შედის“

„შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას, ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში არ შედის“

შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის შეყვანა ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა. კალაძის თქმით, ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაწერილი რეგულაციები. „მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი. პირველი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობაში ...

Read More »

“ქვეყანაში ინჟინრების საკეთებელ საქმეს “აკეთებენ” იურისტები, ექიმები, ფილოლოგები, მუსიკოსები და ა.შ.”

"ქვეყანაში ინჟინრების საკეთებელ საქმეს “აკეთებენ” იურისტები, ექიმები, ფილოლოგები, მუსიკოსები და ა.შ."

“ქვეყანაში ინჟინრების საკეთებელ საქმეს “აკეთებენ” იურისტები, ექიმები, ფილოლოგები, მუსიკოსები და ა.შ.”, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა წერს. “ზოგადად უსაფრთხოების საკითხებისადმი სახელმწიფოს მხრიდან არაჯეროვანი ყურადღების უამრავი ფაქტი გვაქვს ქვეყანაში: ესაა ქვანახშირის შახტები სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი დაიღუპა. ესაა ვერის ხეობაში წყალდიდობა და უსაფრთხოების რისკების იგნორირება, პროექტირების პერიოდში, ესაა შუახევი ჰესის გვირაბის ჩამონგრევა სადაც საბედნიეროდ ადამიანები ...

Read More »

პროექტები, რომლებიც დაფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 13 მილიარდიდან საქართველოში

პროექტები, რომლებიც დაფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 13 მილიარდიდან საქართველოში

რომელი პროექტები დაფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 13 მილიარდიდან საქართველოში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა წარადგინა ახალი პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში საინვესტიციო პროექტებს 13 მილიარდი ევროთი დააფინანსებს. ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საინვესტიციო პაკეტში შედის 4800 კილომეტრის საგზაო მაგისტრალის აშენება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, 6 პორტის პროექტის განვითარება და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა. საინვესტიციო თანხა უკრაინაზე, მოლდოვაზე, ბელორუსზე, საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე ...

Read More »

მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, ექსპულატაციაში მიღებული არ ყოფილა

მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, ექსპულატაციაში მიღებული არ ყოფილა

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ დიდ დიღომში, კორპუსი, რომელშიც გუშინ აფეთქება მოხდა, ექსპულატაციაში მიღებული არ ყოფილა. როგორც პირველ არხს მერიაში განუცხადეს, ჩაუბარებელ კორპუსში ცხოვრება სამართალდარღვევად არ ითვლება. „2009 წლამდე კორპუსში, რომელიც ექსპულატაციაში არ იყო მიღებული, ცხოვრება სამართალდარღვევად ითვლებოდა, თუმცა კანონი შეიცვალა და ეს კანონდარღვევად აღარ ითვლება“, – განაცხადეს მერიაში. ამასთან, მერიაში აცხადებენ, რომ „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფს“, რომელმაც კორპუსი ააშენა, ექსპულატაციაში ...

Read More »

სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საჩივარი დაუშვებლად ცნო

სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საჩივარი დაუშვებლად ცნო

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ორგანიზაცია ავრცელებს. “უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება. თითქმის 5 წლიანი სასამართლო დავის შედეგად, ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას ...

Read More »

საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, 2017 წელს „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფმა“ ააშენა

საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, 2017 წელს „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფმა“ ააშენა

თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, სადაც წუხელ აფეთქება მოხდა, 2017 წელს აშენდა. როგორც პირველმა არხმა გაარკვია, კორპუსი შპს „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფმა“ ააშენა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2016 წლის ოქტომბერშია რეგისტრირებული. საქმიანობის პროფილი კი, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაა. რაც შეეხება მფლობელს, დაარსების დღიდან კომპანიის მფლობელი და დირექტორი, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გრიგოლ ჭანტურიაა. ასევე, მის სახელზე  ფიქსირდება კიდევ ერთი ...

Read More »

“რომელი ნებისმიერი ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტაზეა საუბარი, როცა მთავრობაში წამყვან თანამდებობაზე ეკონომისტები უბრალოდ არ არიან”

"რომელი ნებისმიერი ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტაზეა საუბარი, როცა მთავრობაში წამყვან თანამდებობაზე ეკონომისტები უბრალოდ არ არიან"

“რომელ სიღარიბის დაძლევაზეა საუბარი, როდესაც მთავრობაში, უკანასკნელი მოჰიკანი, რომელიც ეკონომისტი იყო, არის ნოდარ ხადური”. ამის შესახებ ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „სიღარიბის დაძლევისთვის საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს შესაბამისი ხედვა, რომელსაც მთავრობის მიერ მიღებული ყველა სამთავრობო გადაწყვეტილება დაექვემდებარება. მაგრამ ასეთი ხედვა ჯერ არ არსებობს. სიღარიბე არის სოციალური პრობლემა, საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური საფუძვლებით და როდესაც პრობლემას ეკონომიკური საფუძველი აქვს, ეკონომიკური ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: პრობლემური სესხების პატიების პროექტი წარმატებით დასრულდა

ლაშა ხუციშვილი: პრობლემური სესხების პატიების პროექტი წარმატებით დასრულდა

„პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემური სესხების პატიების პროექტი წარმატებით დასრულდა“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა პრობლემური სესხების განულების პროექტის შედეგების შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად, საიტზე vali.ge უკვე 609 ათასზე მეტი ფიზიკური პირის 1,360, 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ არის მონაცემები ატვირთული, ხოლო ჯამური დავალიანების თანხა შეადგენს 4,027,099,783 ლარს. „პრობლემური სესხების უდიდესი ნაწილის გამოსყიდვა მოხდა ...

Read More »

დიდ დიღომში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მერიამ 27 დაზარალებული დააბინავა

დიდ დიღომში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მერიამ 27 დაზარალებული დააბინავა

დიდ დიღომში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ სასტუმროებში მოთავსებულია 27 დაზარალებული ადამიანი. „ყველა, ვინც მოგვმართა, უზრუნველყოფილია საკვებითა და თავშესაფრით. სასტუმროებში გამგეობების თანამშრომლები მორიგეობენ“, – აცხადებენ თბილისის მერიაში. მათივე ინფრმაციით, აფეთქებული კორპუსიდან საკუთარი ნივთების გამოტანა 46–მა დაზარალებულმა შეძლო. დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს ...

Read More »

თუ კი საპენსიო შენატანს თავს აარიდებთ, 500 ლარით დაჯარიმდებით

თუკი საპენსიო შენატანს თავს აარიდებთ, 500 ლარით დაჯარიმდებით

დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა ორმაგდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ნორმა შარშან შევიდა და „დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ“ კანონთან ერთად ამოქმედდა. საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თვითდასაქმებულის დაჯარიმებასაც. შეგახსნებებთ, რომ პირველი იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდა საქართველოში დასაქმებული ყველა მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის ...

Read More »