Home » მსოფლიო (page 8)

მსოფლიო

1992 წლის შემდეგ პირველად თურქმენეთში მოსახლეობას გაზი, ელექტროენერგია და მარილი უფასო აღარ ექნება

1992 წლის შემდეგ პირველად თურქმენეთში მოსახლეობას გაზი, ელექტროენერგია და მარილი უფასო აღარ ექნება

თურქმენეთის ხელისუფლება 2019 წლიდან მოსახლეობას გაზს, ელექტროენერგიასა და მარილს უფასოდ აღარ მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქმენეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება თურქმენეთის ეკონომიკაში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს. დოკუმენტში ასევე წერია, რომ რეგულაციის ცვლილების მიზანი სახელმწიფოს სისტემური განვითარება, საბაზისო რესურსების რაციონალური გამოყენება და სოციალური კეთილდღეობის შემდგომი გაუმჯობესებაა. ბუნებრივ აირს, ელექტროენერგიასა და წყალს თურქმენეთის მოსახლეობა 1992 ...

Read More »

„ამიერიდან დახმარებას მხოლოდ მათ გავუწევთ, ვინც პატივს გვცემს და ჩვენი მეგობარია“

„ამიერიდან დახმარებას მხოლოდ მათ გავუწევთ, ვინც პატივს გვცემს და ჩვენი მეგობარია“

ვაშინგტონი ამიერიდან მხოლოდ იმ ქვეყნებს დაეხმარება, ვინც აშშ-ს მეგობარია, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართული პოლიტიკური დისკუსიების დროს განაცხადა. ტრამპის თქმით, როდესაც საუბარია აშშ-ს უცხოურ დახმარებაზე, აშშ დიდი ოდენობის დახმარებას გასცემს. „აშშ გაარკვევს ემთხვევა თუ არა ამერიკის ინტერესებს იმ ქვეყნების ინტერესები, რომელსაც ვაშინგტონი ეხმარება. ამიერიდან დახმარებას მხოლოდ იმათ გავუწევთ, ვინც პატივს გვცემს ...

Read More »

ნავთობის ფასი ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასმა დღეს ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია. ანალიტიკოსები ფასის ზრდის მთავარ მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანზე ეკონომიკური სანქციების განახლებას ასახელებენ. სიტუაციას მათი აზრით ისიც ართულებს, რომ ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელს „ოპეკსა“ და სხვა მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, არ სურთ წარმოების მოცულობის გაზრდა. წარმოების ზრდას ბაზარზე ირანული ნავთობის დანაკლისი შეუძლია შეავსოს, რაც დარგის ექსპერტების პროგნოზით, დეკემბრამდე არ მოხდება. ბრენტის ...

Read More »

იარსებებს თუ არა რუსეთი პუტინის შემდეგ და მოსალოდნელია თუ არა კავკასიაში “დიდი გადატრიალება”

იარსებებს თუ არა რუსეთი პუტინის შემდეგ და მოსალოდნელია თუ არა კავკასიაში "დიდი გადატრიალება"

აქვს თუ არა აშშ-ს მკაფიოდ გამოხატული და გრძელვადიანი გეგმა რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში? აშშ-ს ქცევიდან და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ამ კითხვაზე პასუხი დადებითი უნდა იყოს. რაც არ უნდა გასაიდუმლოებული იყოს ეს გეგმა, მისი კონტურები და გარკვეული დეტალები მაინც შეინიშნება. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე მსოფლიოში სრულად ვერაფერს გაასაიდუმლოებ. აგენტების გამოაშკარავება და ჰაკერული თავდასხმებიც კი აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი იმის დასადგენად, თუ რა გეგმები ...

Read More »

დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა

დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა

დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ნარკოტიკებთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „ეს პრობლემა მსოფლიოს ყველა ერს ეხება. ნარკოტიკები აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავ სიცოცხლეს ღუპავს. დღეს პირობას ვდებთ, რომ ამ საფრთხეს ერთად შევებრძოლებით“, – განაცხადა ტრამპმა. ამასთან, გაეროს 129 წევრმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მიერ მომზადებულ ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ...

Read More »

Bloomberg: რუსმა ბიზნესმენებმა საერთაშორისო აქტივების რუსეთში გადატანა დაიწყეს

Bloomberg: რუსმა ბიზნესმენებმა საერთაშორისო აქტივების რუსეთში გადატანა დაიწყეს

აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწსებულმა მკაცრმა ეკონომიკურმა სანქციებმა  რუსი ბიზნესმენები იძულებული გახადა აქტივები საზღვარგარეთიდან სამშლობლოში გადაიტანონ, – წერს სააგენტო Bloomberg. სააგენტო აღნიშნავს, რომ ასეთი ტენდენცია აპრილში დაწესებული უმკაცრესი სანქციების შემდეგ შეიმჩნევა. გარდა ამისა, რუსი ექსპორტიორები, რომლებიც აქამდე ანგარიშსწორებისთვის აშშ დოლარს იყენებდნენ, ცდილობენ ეს ვალუტა ჩაანაცვლონ, რადგან თვლიან, რომ დოლარი მათთვის სახიფათოა. მსხვილი რუსული კომპანიები ცდილობენ, რომ ამერიკული ვალუტა ევროთი ან ...

Read More »

დღეიდან აშშ 200 მილიარდის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 10%-იან ტარიფს უწესებს

დღეიდან აშშ 200 მილიარდის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 10%-იანი ტარიფს უწესებს

 დღეიდან აშშ 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე 10%-იან ტარიფებს აწესებს. სანქციები შეეხება ჩინური საკვების სანელებლებს, სამრეწველო დანადგარებსა და სხვა პროდუქციას. ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს უსამართლო სავაჭრო პრაქტიკაში ადანაშაულებს, რაც მაგალითად ინტელექტუალური საკუთრების ქურდობას მოიცავს. ჩინეთში ვაშინგტონის ბრალდებებს უარყოფენ და ტრამპის ადმინისტრაციას პროტექციონიზმში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თუ პეკინი საპასუხო ზომებს მიიღებს, ჩინეთის წინააღმდეგ  267 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე დამატებითი ტარიფები დაწესდება.

Read More »

„ევროპა რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ხაფანგში მოხვდება, თუ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობას განაგრძობს“

„ევროპა რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ხაფანგში მოხვდება, თუ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობას განაგრძობს“

ევროპა რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ხაფანგში მოხვდება, თუ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობას განაგრძობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გერმანულ გამოცემა Rheinische Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პოროშენკოს აზრით, აღნიშნულ პროექტს არანაირი ეკონომიკური დატვირთვა არ აქვს. „პუტინს პირველ რიგში სურს დასავლეთ ევროპაზე გეოპოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი მიიღოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ „რუსეთი რამდენიმე წლის წინ აშანტაჟებდა უკრაინას“. „მხოლოდ შემიძლია ...

Read More »

სამხრეთ აფრიკაში მარიხუანას მოხმარება-კულტივაცია ლეგალური გახდა

სამხრეთ აფრიკაში მარიხუანას მოხმარება-კულტივაცია ლეგალური გახდა

სამხრეთ აფრიკაში, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანაფის პირად სივრცეში მოხმარება და პირადი მოხმარებისთვის კულტივაცია ლეგალური გახდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის მტავრობა ამ გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგი იყო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის მთავრობას 24 თვიანი პერიოდი მისცა კანონმდებლობის შესაცვლელად. ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში აფრიკის კონტინენტზე ზიმბაბვე გახდა მეორე ქვეყანა, ლესოთოს შემდეგ, სადაც სამედიცინო მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. internationalhighlife.com სანდრო პირველი

Read More »

კანაფის შემფასებლის ვაკანსია, რომელიც საათში 50 დოლარით ანაზღაურდება

კანაფის შემფასებლის ვაკანსია, რომელიც საათში 50 დოლარით ანაზღაურდება

კანადა ერთადერთი ქვეყანაა დიდი შვიდიანის ქვეყნებიდან, სადაც მარიხუანას კულტივაცია ოფიციალურად დაკანონდა. კანადური კომპანია “Toronto Company”, რომელმაც რეალიზაციაზე ლიცენზია მოიპოვა, კანაფის შემფასებელს ეძებს. ვაკანტურ ადგილზე იმ ადამიანებს იწვევენ, ვინც კანაფის ხარისხში კარგად ერკვევა და არც მისი შეფასება გაუჭირდება. ვაკანტურ ადგლზე 19 და მეტი ასაკის მქონე პირებს შეეძლებათ დასაქმება. საკონსულტაციო კომპანია “დელოიტი” პროგნოზს აკეთებს, რომ რამდენიმე წელიწადში ეს სექტორი 150 000-ზე მეტ ...

Read More »