Home » მსოფლიო (page 4)

მსოფლიო

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა. ქვეყანაში მოქმედი საომარი მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული აკრძალვა 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს შეეხებათ. უკრაინის სასაზღვრო სამსახური გამონაკლისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ კონკრეტულ პირს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა „ჰუმანიტარული მიზნით“ ენდომება. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განმარტებით, აკრძალვის მიზანი, რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეა. „უკრაინის გადაწყვეტილების მიზანია, ...

Read More »

გერმანია თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში

გერმანია თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში

გერმანია თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში გერმანია-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გერმანიის კანცლერმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე არგენტინაში რუსეთის პრეზიდენტთან ქერჩის სრუტეში უკრაინის უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს. „თუკი შეხედავთ რუსეთის სამეზობლოს, საქართველოში არის „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი, ...

Read More »

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირდა

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირდა

მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე, 2018 წლის 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობის ფასი შემცირდა. ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 62,53 (- 4,26) აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) კი, Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი კი, ბარელზე 53,43 (- 3,77) აშშ დოლარს შეადგენს.

Read More »

თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი – აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო კავშირებმა სტრატეგიულ დონეს მიღწია

თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი - აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო კავშირებმა სტრატეგიულ დონეს მიღწია

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო კავშირებმა სტრატეგიულ დონეს მიღწია – ამის შესახებ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. აზერბაიჯანის დედაქალაქში საქართველოსა და თურქეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბების ხელმძღვანელები აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ. იაშარგიულერის თქმით, მხარეები სამხედრო კავშირებს წარმატებით აფართოებენ, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება. „როგორც სამი მოძმე და მეგობარი ქვეყნის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები, ბაქოში მნიშვნელოვან შეხვედრას ვმართავთ. ორმხრივ და სამმხრივ ...

Read More »

2050 წლისთვის, შესაძლოა, დედამიწიდან შოკოლადი გაქრეს

2050 წლისთვის, შესაძლოა, დედამიწიდან შოკოლადი გაქრეს

2050 წლისთვის, არსებობს საფრთხე, რომ დედამიწაზე კაკაოს პლანტაციები ვეღარ გაიხარებს. მიზეზი ჰაერის გამოშრობა და გლობალური დათბობაა. შედეგად, ჩვენი პლანეტიდან შოკოლადი გაქრება. პრობლემა ის არის, რომ კაკაო ტროპიკული ტყეში, ვიწრო ზოლებად მოდის, ანუ იმ ადგილებში, სადაც მაღალი ხეები და სხვადასხვა სახის ტროპიკული მცენარეები ხარობს. იქ ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და წვიმა მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ერთნაირია. გლობალური დათბობისა და დედამიწაზე ჰაერის გამოშრობის ...

Read More »

არის თუ არა ნავთობზე ფასის მკვეთრი დაცემა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის სიგნალი?

არის თუ არა ნავთობზე ფასის მკვეთრი დაცემა მსოფლიო ეკონომიკური კრიზის სიგნალი?

ნედლი ნავთობის ფასის ვარდნა შესაძლოა სრულიად არ იყოს განგაშის საფუძველი ან ეს შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, რომ მსოფლიოს ეკონომიკაში კრიზისული ნიუანსები შეიმჩნევა. ნავთობის ფასის კლება შეიძლება გამოწვეული იყოს ენერგეტიკულ პროდუქტზე მოთხოვნის სწრაფი კლების გამო, რაც ინვესტორთათვის ცუდი სიგნალი აღმოჩნდა. მსგავს სიტუაციაში ინვეტორები 2015 წლის მიწურულსა და 2016 წლის დასაწყისშიც იყვნენ. Citigroup-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ კორბატის განცხადებით, ფიქსირდება ისეთი სიგნალები ბაზარზე, ...

Read More »

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა „ბრექსიტის“ შესახებ პროექტი დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა „ბრექსიტის“ შესახებ პროექტი დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა. „მინისტრთა კაბინეტის კოლექტიური გადაწყვეტილება ის არის, რომ მთავრობა უნდა დაეთანხმოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების პროექტის პირობებს და შესაბამის პოლიტიკურ დეკლარაციას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, შეთანხმების აღნიშნული პროექტი საუკეთესოა. „ეს გადამწყვეტი ნაბიჯია, რაც საშუალებას გვაძლევს წინ წავიწიოთ და ...

Read More »

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი წლის მინიმუმს გაუტოლდა

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი წლის მინიმუმს გაუტოლდა

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი მკვეთრად გაუფასურდა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, WTI-ისა და Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბოლო 24 საათში, წლის მინიმუმს გაუტოლდა. „შავი ოქროს“ ღირებულების მკვეთრი შემცირება OPEC-ის პროგნოზს, ნავთობზე მოთხოვნის ზრდასა და დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდება. კონტინენტთაშორისი ბირჟა ICT-ზე ვაჭრობის დასრულებისას, WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 7,1 %-ით, ხოლო Brent-ის 6,6 %-ით დაეცა. ასეთი მკვეთრად ნავთობი 2015 წლის სექტემბრის შემდეგ არ გაუფასურებულა. დღის განმვლობაში ორივე მარკის ნავთობის 1 ბარელის ღირებულება 55,69 დოლარის ფარგლებში იყო, დღის ...

Read More »

ვაშინგტონი რუსეთთან მიმართებაში სანქციებს აფართოებს

ვაშინგტონი რუსეთთან მიმართებაში სანქციებს აფართოებს

ვაშინგტონი რუსეთთან მიმართებაში სანქციებს აფართოებს შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის საზიანო ქმედებების საპასუხოდ დამატებითი სანქციები შეიმუშავა. საქმე ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება. შეზღუდვები რუსეთისა და უკრაინის იმ მოქალაქეები და იურიდიული პირები შეეხება, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ქმედებასთან არიან დაკავშირებული. ახალი შეზღუდვები 9 იურიდიულ პირს, ასევე უკრაინის ორ და რუსეთის ერთ მოქალაქეს შეეხება.

Read More »

კვლევა – გენდერული დისკრიმინაციის გამო, ამერიკელი ქალები წლიურად 500 მილიარდი დოლარით ზარალდებიან

კვლევა - გენდერული დისკრიმინაციის გამო, ამერიკელი ქალები წლიურად 500 მილიარდი დოლარით ზარალდებიან

შშ-ში დასაქმებული ქალები წლიურად 500 მილიარდი დოლარით ნაკლებს იღებენ, ვიდრე მათი კოლეგა მამაკაცები. სახელფასო დისკრიმინაცია განსხვავებულია რეგიონის, რასისა და პროფესიის მიხედვითაც. ასეთ დასკვნას ამერიკის ქალთა უნივერსიტეტის ასოციაციის ახალი კვლევა აკეთებს. კვლევის მიხედვით, ქალი საშუალოდ 20 პროცენტით ნაკლებს იღებს, ვიდრე მისი კოლეგა მამაკაცი, თუმცა ეს სხვაობა პროფესიების მიხედვითაც იყოფა. ამერიკის ქალთა უნივერსიტეტის ასოციაციის ხელმძღვანელის, კიმ ჩერჩის განმარტებით, ხელფასის გენდერული დისკრიმინაცია უკვე ოცი წელია ...

Read More »