Home » მსოფლიო (page 30)

მსოფლიო

გერმანიას სამუშაო ადგილების შესავსებად წლიურად 146 ათასი ემიგრანტი სჭირდება

გერმანიას სამუშაო ადგილების შესავსებად წლიურად 146 ათასი ემიგრანტი სჭირდება

„ბერტელსმანის ფონდის“ მიერ ორგანიზებული კვლევა აჩვენებს, რომ გერმანიას ევროკავშირის გარედან, წლიურად დაახლოებით 146 ათასი შრომისუნარიანი იმიგრანტი დასჭირდება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე არსებული მოთხოვნები სრულად შეავსოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ბერდება და საკუთარი რესურსით, სამუშაო ადგილებზე არსებულ მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, კვლევა აჩვენებს, რომ 2060 წლამდე გერმანიას ვაკანტური სამუშაო ადგილების შესავსებად, წლიურად 260 ათასი იმიგრანტი დასჭირდება. აქედან ...

Read More »

მაკედონია ოფიციალურად გახდა ჩრდილოეთ მაკედონია

მაკედონია ოფიციალურად გახდა ჩრდილოეთ მაკედონია

მაკედონია ოფიციალურად გახდა ჩრდილოეთ მაკედონია მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილება ქვეყნის სახელის შეცვლაზე ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნდა. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, საბერძნეთსა და მაკედონიას შორის მაკედონიის სახელთან დაკავშირებით დავა არსებობდა. ოფიციალური ათენი ქვეყნის სახელის შეცვლას მოითხოვდა. აღნიშნულის გამო საბერძნეთი მაკედონიის ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას ბლოკავდა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელის შეცვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა, ნატო-ს 29 წევრმა ...

Read More »

ტაილანდში პირველი მაღაზია გაიხსნა პერსონალის გარეშე

ტაილანდში პირველი მაღაზია გაიხსნა პერსონალის გარეშე

ტაილანდის ქალაქ ფხუკეტში ქვეყნის უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა AIS-იმ (ეი აი ეს) მაღაზია პერსონალის გარეშე გახსნა. ამის შესახებ გაზეთი Bangkok Post-ი იტყობინება. გამოცემის ცნობით, კომპანიამ ამ მაღაზიის შექმნაზე 20 მილიონი ბატი ანუ დაახლოებით, 635 ათას 800  დოლარი დახარჯა. მასში არ არის რიგები, არ არის პერსონალი და არც ნაღდი ფულია საჭირო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ახალ მაღაზიაში  „რობოტი ლიზა“ მუშაობს, რომელიც  ხელოვნური ...

Read More »

„ბლუმბერგი“: სამუშაო კვირის შემცირება ეკონომიკას წაახალისებს

„ბლუმბერგი“: სამუშაო კვირის შემცირება ეკონომიკას წაახალისებს

სტაბილური მომავალის გასაღები არის სამუშაოს მოცულობის კოლექტიური შემცირება და არა მუშაობის გახანგრძლივება. ასეთ დასკვნამდე ცნობილი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია „აუტონომი“ ბოლო კვლევის შემდეგ მივიდა. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. „აუტონომის“ საქმიანობის მთავარი თემა სწორედ მუშაობა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკაა. კომპანიის კვლევის მიხედვით, სამუშაო კვირის შემცირებას შეუძლია ეკონომიკის წახალისება, რადგან ანალიზმა აჩვენა, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი ხანგრძლივ სამუშაო საათებსა და პროდუქტიულობას შორის. ...

Read More »

მზარდი საგარეო ვალის გამო, იტალია სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული 1.8 მლრდ უძრავი ქონების გაყიდვას აპირებს

მზარდი საგარეო ვალის გამო, იტალია სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული 1.8 მლრდ უძრავი ქონების გაყიდვას აპირებს

 როგორც Bloomberg-ი წერს, იტალია სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული მილიარდ 800 მილიონი ევროს ღირებულების უძრავი ქონების გაყიდვისთვის ემზადება. ხელისუფლება ამას მზარდი საგარეო ვალის გამო აკეთებს. სააგენტოს ინფორმაციით, ძირითადად, საუბარია, ყაზარმებზე, საავადმყოფოებსა და საოფისე შენობებზე, რომლებიც აღარ გამოიყენება. სამწლიანი საბიუჯეტო გეგმა, რომელიც დეკემბერში დამტკიცდა, უძრავი ქონების გაყიდვიდან 2019 წელს 950 მილიონი ევროს;  ხოლო ყოველ მომდევნო წელს დამატებით 150 მილიონის შემოსავლებს ითვალისწინებს. იტალიის სახელმწიფო ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით შეთანხმდნენ

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეგულირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. „რაც შეეხება გაზის დირექტივას, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს შესაძლებელი გახდა იმის დამსახურებით, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა მჭიდროდ ითანამშრომლეს“, – აღნიშნა მერკელმა. თუმცა, მას მიღწეული კომპრომისის შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბერლინი და პარიზი შეთანხმდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებებს გერმანია მიიღებს.

Read More »

დევიდ მელპასი – მსოფლიო ბანკმა უნდა შეწყვიტოს დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დაკრედიტება

დევიდ მელპასი – მსოფლიო ბანკმა უნდა შეწყვიტოს დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დაკრედიტება

მსოფლიო ბანკი ჩინეთისა და სხვა დიდი ქვეყნების დაკრედიტებას შეამცირებს და სახსრებს განვითარებადი ქვეყნებისკენ მიმართავს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე დევიდ მელპასი, რომელიც დონალდ ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა, მიიჩნევს, რომ ბანკმა უნდა შეწყვიტოს დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნების დაკრედიტება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ მაღალი შემოსავალი ფიქსირდება. პირველ რიგში, ეს შეეხება ჩინეთს. მელპასის აზრით, ამის ნაცვლად, ეს სახსრები მსოფლიო ბანკმა განვითარებადი ...

Read More »

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიზისშია – გზის გასაყარზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიზისშია - გზის გასაყარზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ერთწლიანი არჩევნების ჩატარებას შეუდგა ახალი გენერალური დირექტორის დასანიშნად 8.000 კაციანი ორგანიზაციის მართვისთვის. არჩეულ პირს შესაშური სამსახური სულაც არ ექნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ბრალს სდებენ გამჭვირვალობის არარსებობაში, კორუფციასა და პრესის თავისუფლების ჩახშობაში, რაც მკაცრად ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას. მისი მეგობრებიც კი მწვავე კომენტარებს აკეთებენ… “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ურთიერთობას მის წევრ სახელმწიფოებთან საფუძვლად უდევს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაპირებების შესრულების ...

Read More »

ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად დევიდ მელპასი წარადგინა

ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად დევიდ მელპასი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატი წარადგინა. ის დევიდ მელპასია. წარდგენა რუზველტის დარბაზში შედგა. „მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს კანდიდატს, ბატონ დევიდ მელპასს“, – განაცხადა ტრამპმა. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ იონ კიმი თანამდებობიდან 1 თებერვალს, უფლებამოსილების ამოწურვამდე 3 წლით ადრე გადადგა. მის მოვალეობას ამჟამად აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა ასრულებს. კანდიდატების შერჩევა თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, შერჩეულ კანდიდატს ...

Read More »

ბოლო 3 თვეში იაპონიის საპენსიო ფონდმა $136 მილიარდი დაკარგა

ბოლო 3 თვეში იაპონიის საპენსიო ფონდმა $136 მილიარდი დაკარგა

ბოლო სამი თვის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება $136 მილიარდით შემცირდა. ამ პერიოდში ფონდის მოცულობა 9,1 პროცენტით შემცირდა. 14 ტრილიონი იენი, რომლითაც ფონდის საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულება შემცირდა, ყველაზე დიდი ვარდნაა, ორგანიზაციის ისტორიაში. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს. 2018 წლის ბოლო კვარტალში ფონდის აქტივები 3,4 პროცენტით გაიზარდა. აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე ტარიფების ომის ფონზე მსოფლიოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჯამური ...

Read More »