Home » მსოფლიო (page 20)

მსოფლიო

„აშშ და რიგი ევროპული ქვეყნები რუსეთის განვითარებას დაბრკოლებებს უქმნიან“

„აშშ და რიგი ევროპული ქვეყნები რუსეთის განვითარებას დაბრკოლებებს უქმნიან“

აშშ და რიგი სხვა ქვეყნები დაბრკოლებებს უქმნიან რუსეთის განვითარებას, თუმცა დანარჩენებს ესმით, რომ სანქციები ყველას ავნებს, – ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსული ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს სურთ რუსეთში ინვესტიციების დაბანდება და თავიანთი ბიზნესის განვითარება. „არიან მთავრობები, რომლებიც დაბრკოლებებს უქმნიან რუსეთს. დასამალი არაფერია, ეს აშშ-ს ადმინისტრაციაა და რიგი ევროპული ქვეყნები. თუმცა, სხვა ქვეყნებიცაა, რომლებიც გაცილებით ...

Read More »

ლუქსემბურგი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

ლუქსემბურგი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

ლუქსემბურგი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება. ამის შესახებ “ევრონიუსის” ცნობით, გეგმები პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელის კოალიციურმა მთავრობამ წარადგინა. როგორც დაგეგმილია, მომავალი წლის ზაფხულიდან ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით, ტრამვაითა და ავტობუსით მგზავრობას მგზავრები უფასოდ შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ქსავიე ბეტელმა პრემიერის პოსტი მეორე ვადით დაიკავა, მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი ნაწილი სწორედ გარემოსდაცვითი საკითხებს ეთმობოდა. ამჟამად ლუქსემბურგში ...

Read More »

მსოფლიოს 190 უნივერსიტეტი 600 უფასო ონლაინ კურსს გვთავაზობს

მსოფლიოს 190 უნივერსიტეტი 600 უფასო ონლაინ კურსს გვთავაზობს

უნივერსიტეტები მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ კურსებს უფასოდ გვთავაზობენ (ან ნაწილობრივ უფასოდ). ამ კურსებს MOOC ეწოდება, ანუ მასიური ღია ონლაინ კურსები. ბოლო 6 წლის განმავლობაში, დაახლოებით 800-მა უნივერსიტეტმა შექმნა 10,000-ზე მეტი ონლაინ კურსი. მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში, 190-მა უნივერსიტეტმა 600 უფასო ონლაინ კურსი გამოაცხადა. კურსები მოიცავს სხვადასხვა საგანს, მათ შორის: კომპიუტერულ მეცნიერებებს, მათემატიკას, პროგრამირებას, ჰუმანიტარულსა და სოციალურ მეცნიერებებს, განათლებასა და სწავლებას, მედიცინას, ბიზნესს, ინჟინერიას, ხელოვნებასა და ...

Read More »

დონალდ ტრამპი – თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ადამიანი ვარ

დონალდ ტრამპი - თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ადამიანი ვარ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ტარიფების ადამიანია“ და ყოველთვის მზად არის ჩინეთის წინააღმდეგ ახალი ტარიფები დააწესოს. „ჩინეთთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ეს მოლაპარაკებები არგენტინაში ჩემი და პრეზიდენტ სის შესანიშნავი და ძალიან თბილი შეხვედრიდან 90 დღეში დასრულდება“, – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ის „ტარიფების ადამიანია“. „თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ...

Read More »

Reuters – საფრანგეთის მთავრობა საწვავზე ფასებს აღარ გაზრდის

Reuters - საფრანგეთის მთავრობა საწვავზე ფასებს აღარ გაზრდის

საფრანგეთის მთავრობა საწვავზე ფასების ზრდის გადაწყვეტილების გაუქმებას გეგმავს. სააგენტო Reuters-ისაფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ საწვავის ფასებზე განცხადების გაკეთებას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ფილიპი გეგმავს. საწვავზე ფასების გაზრდის გეგმამ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოწვია. ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებაში არაერთხელ გადაიზარდა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა საფრანგეთის მთავრობასთან 4 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმეს. მთავრობამ საწვავზე ფასების გაზრდის გადაწყვეტილება გარემოსდაბინძურებასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო. მასშტაბური ...

Read More »

ყატარმა OPEC-ი დატოვა

ყატარმა OPEC-ი დატოვა

ყატარმა OPEC-ი დატოვა ყატარი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას, OPEC-ს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად შერიდა ალ-ქააბიმ დაადასტურა. მისივე თქმით, „აღნიშნული გადაწყვეტილება ასახავს კატარის სურვილს ძალისხმევა გაამახვილოს ბუნებრივი აირის წარმოების განვითარებასა და გაზრდაზე მომდევნო წლების განმავლობაში“. არსებული ინფორმაციით, კატარი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას 2019 წლის 1-ელ იანვარს დატოვებს.

Read More »

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა

94 წლის ასაკში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია აშშ-ს 41-ე პრეზიდენტის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი 1989-1993 წლებში იყო „რესპუბლიკური“ პარტიიდან. 1971-1973 წლებში ის აშშ-ს ელჩი იყო გაერო-ში. 1976-1977 წლებში ჯორჯ ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ხოლო რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში კი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. აღსანიშნავია, ...

Read More »

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა. ქვეყანაში მოქმედი საომარი მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული აკრძალვა 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს შეეხებათ. უკრაინის სასაზღვრო სამსახური გამონაკლისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ კონკრეტულ პირს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა „ჰუმანიტარული მიზნით“ ენდომება. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განმარტებით, აკრძალვის მიზანი, რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეა. „უკრაინის გადაწყვეტილების მიზანია, ...

Read More »

გერმანია თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში

გერმანია თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში

გერმანია თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში გერმანია-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გერმანიის კანცლერმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე არგენტინაში რუსეთის პრეზიდენტთან ქერჩის სრუტეში უკრაინის უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს. „თუკი შეხედავთ რუსეთის სამეზობლოს, საქართველოში არის „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი, ...

Read More »

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირდა

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირდა

მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე, 2018 წლის 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობის ფასი შემცირდა. ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 62,53 (- 4,26) აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) კი, Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი კი, ბარელზე 53,43 (- 3,77) აშშ დოლარს შეადგენს.

Read More »