Home » მსოფლიო (page 170)

მსოფლიო

აშშ-ში 18 წლამდე პირებისთვის ელექტრონული სიგარეტის მიყიდვა აიკრძალა

აშშ-ში 18 წლამდე პირებისთვის ელექტრონული სიგარეტის მიყიდვა აიკრძალა

აშშ-ის მთავრობამ ახალი ფედერალური წესი შემოიღო, რომელიც 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ელექტრონული სიგარეტის მიყიდვას კრძალავს. გარდა ამისა, ელექტრონული სიგარეტის მწარმოებლები ვალდებული ხდებიან თავიანთი პროდუქცია საკვების და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოში წარადგინონ. აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტების მიერ ელექტრონული სიგარეტის გამოყენების მაჩვენებელი 2011 წელს 1.5% იყო და 2015 წელს 16%-მდე გაიზარდა. ასევე აკრძალული იქნება ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა ავტომატების საშუალებით.

Read More »

“მდიდრებისთვის, ვფიქრობ რომ გადასახადები გაიზრდება”

"მდიდრებისთვის, ვფიქრობ რომ გადასახადები გაიზრდება"

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი მდიდრებისთვის გადასახადებს გაზრდის. ამის შესახებ მან „ენბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა. „მდიდრებისთვის, ვფიქრობ რომ გადასახადები გაიზრდება, ეს ნამდილად ასე უნდა მოხდეს. როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, საშუალო კლასის წარმომადგენლებზე უფრო მეტად ვწუხვარ, ვიდრე მდიდრებზე“, – განაცხადა ტრამპმა. დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრამპს სინამდვილეში მდიდრებისთვის გადასახადის გაზრდის განზრახვა არ ამოძრავებს.

Read More »

მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ოფშორული ზონების ლიკვიდაციას ითხოვენ

მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ოფშორული ზონების ლიკვიდაციას ითხოვენ

მსოფლიოს 300-ზე მეტმა ცნობილმა ეკონომისტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონსა და სხვა სახელმწიფოს ლიდერებს თხოვნით მიმართა, დაუყოვნებლივ გაუქმდეს ოფშორული ზონები. როგორც ეკონომისტთა წერილშია აღნიშნული, ოფშორული ზონები მსოფლიოში კორუფციის ზრდას უწყობს ხელს და საერთაშორისო კომპანიებს სხვების ხარჯზე ფინანსური მოგების საშუალებას აძლევს. მიმართვას ხელს აწერენ ნობელის პრემიის ლაურეატი აგნუს დიტონი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მთავარი ეკონომისტი ოლივიე ბლანშარი და სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი ...

Read More »

ხანძარმა კანადაში ნავთობი გააძვირა

ხანძარმა კანადაში ნავთობი გააძვირა

კანადაში ხანძარი და ლიბიაში პოლიტიკური დაპირისპირების ესკალაცია ნავთობს აძვირებს. ნავთობის ფასი ინვესტორების მოლოდინის გამო გაძვირდა, რომლებიც მისი მოპოვების შემცირებას ვარაუდობენ. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ლონდონის ბირჟაზე ერთ ბარელში 45,55 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო WTI-ის ტიპის ნავთობი ნიუ-იორკის ბირჟაზე 44,91 დოლარი ღირს. ნავთობის გაძვირების ძირითადი მიზეზი გახდა ხანძარი კანადის ალბერტას პროვინციაში, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს. ამ რეგიონში დიდი რაოდენობით ნავთობის ...

Read More »

ევროპაში ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირ შეფუთვაში გაიყიდება

ევროპაში ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირ შეფუთვაში გაიყიდება

ევროპულმა სასამართლომ (ECJ) უარი თქვა თამბაქოს კომპანიების სარჩელის განხილვაზე და კანონიერად მიიჩნია ხელისუფლების მოთხოვნა, რომლის თანახმად სიგარეტის რეალიზაცია სპეციალურ, უნიფიცირებული დიზაინის შეფუთვაში უნდა მოხდეს და ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირ შეფუთვაში გაიყიდება. ინფორმაციას Sky News–ი ავრცელებს. ECJ–ის გადაწყვეტილებით, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა და რომლის გადაწყვეტილებებიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ევროკავშირის ტერიტორიაზე სიგარეტები უნდა გაიყიდოს სტანდარტულ კოლოფებში, რომელთა ფართობის 65%–ზეც უნდა იყოს ...

Read More »

შარშან კომპანიებმა ოფშორებში $300 მილიარდი შეიტანეს

შარშან კომპანიებმა ოფშორებში $300 მილიარდი შეიტანეს

გასულ წელს კომპანიებმა ოფშორებში თითქმის $300 მლრდ შეიტანეს. ამის შესახებ გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ანგარიშშია ნათქვამი. ამ თანხის უმეტესი ნაწილი, $221 მლრდ, იმ კომპანიების ანგარიშებზე აღმოჩნდა, რომლებიც დაბალი გადასახადების ქვეყნებში არის დარეგისტრირებული, პირველ რიგში ნიდერლანდებში და ლუქსემბურგში. $72 მლრდ კი ბრიტანეთის ოფშორული ზონიდან, ვირჯინიის კუნძულებზე შევიდა. 2010-დან 2014 წლამდე, გადასახადებისგან თავის არიდების რეკორდსმენები იყვნენ ჰონგ-კონგური, ამერიკული, რუსული და ჩინური ...

Read More »

ქვეყნები, სადაც უმუშევრობის დონე 1%-ზე ნაკლებია

ქვეყნები, სადაც უმუშევრობის დონე 1%-ზე ნაკლებია

მსოფლიოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ყატარშია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2014 წელს ამ ქვეყანაში უმუშევრობის დონემ საშუალოდ 0.3% შეადგინა. მეორე ადგილს ამ კუთხით, კამბოჯა იკავებს 0.4%-ით, მესამეს – რუანდა 0.6%-ით, მეოთხეს კი ტაილანდი 0.9%-ით. ამ ქვეყნების გარდა, უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა ასევე ბენინი (1%), ლაოსი (1.4%), გვინეა(1.8%) და მაკაო (1.5%). რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ყველაზე მაღალია უმუშევართა რიცხვი, პირველ ...

Read More »

ევროკომისიამ ევროზონის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუარესა

ევროკომისიამ ევროზონის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუარესა

ევროზონის ეკონომიკის ზრდა წელს და მომავალ წელს მოსალოდნელზე სუსტი იქნება, – განაცხადა ევროკომისიამ საგაზაფხულო ანგარიშში, სადაც საშინაო და საგარეო მაღალ რისკებზეც მიუთითა. ევროკავშირის მონაცემებით, წელს ევროზონის ეკონომიკა 1,6%-ით გაიზრდება. თებერვალში ეს მაჩვენებელი 1,7% -ზე იყო ნავარაუდევი. 2017 წლისთვის ზრდა 1,9%-დან 1,8%-მდეა შემცირებული. ინფლაციის მაჩვენებელი ძველებურად რჩება ევროპის ცენტრალური ბანკის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელზე დაბლა. ევროკომისიის პროგნოზით, მომავალ წელს ფასები მხოლოდ, 1,4%-ით ...

Read More »

გერმანიაში ელექტრომობილის მყიდველებს მთავრობა 4 ათას ევროს გადაუხდის

გერმანიაში ელექტრომობილის მყიდველებს მთავრობა 4 ათას ევროს გადაუხდის

გერმანიის ხელისუფლება და ადგილობრივი ავტომწარმოებლები ელექტრომობილის მყიდველებს პრემიას გადაუხდიან. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ელექტრომობილის შეძენის შემთხვევაში, მყიდველს მანქანის ღირებულების ნაწილი – ჯამში 4 000 ევროს ოდენობით აუნაზღაურდება. 3 ათასი ევროს კი ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილების მყიდველები მიიღებენ. პროგრამაში სუბსიდირების მიზნით გერმანიის მთავრობა 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, პროგრამა მომავალი თვიდან ამოქმედდება და პროგრამის მიზანი 2020 წლისთვის გერმანიაში ...

Read More »

Nokia დიდი შენაძენის გასაკეთებლად ემზადება

Nokia დიდი შენაძენის გასაკეთებლად ემზადება

ყველასთვის კარგად ცნობილმა კომპანია და ბრენდი Nokia, დიდი შენაძენის გასაკეთებლად ემზადება. როგორც დაანონსა, კომპანია აპირებს შეიძინოს ფრანგული ციფრული კომპანია Withings-ი 170 მილიონ ევროდ (191 მილიონი დოლარი) და გახადოს ის Nokia-ს ტექნოლოგიური ბიზნესის ნაწილი. პროცესი ჯერჯერობით გარიგების დონეზეა, თუმცა თანხის გარკვეული ნაწილიც უკვე წლის დასაწყისში გადაიხადა ბრენდმა. Nokia ოპტიმისტურად უყურებს ამ იმედოვნებს, რომ თავის კუთვნილ ადგილს დაიჭერს Internet of Things-ის სფეროში. ...

Read More »