Home » მსოფლიო (page 160)

მსოფლიო

ივლისში ამერიკამ 255 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

ივლისში ამერიკამ 255 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივლისში 255,000 სამუშაო ადგილი შექმნა. ეს მონაცემები  აჩვენებს, რომ ეკონომიკა ნელი ზრდის მიუხედავად ჯერ კიდევ საკმაოდ ჯანმრთელია. “MarketWatch”- ის მიერ არჩეულმა ეკონომისტებმა დაასახელეს მოსალოდნელი 185,000 ახალი არასასოფლო-სამეურნეო სამუშაო ადგილი. უმუშევრობის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა 4,9%. აქტიური სამუშაო ძალის წილი საერთო რაოდენობაში 62,8%-მდე მას შემდეგ გაიზარდა რაც, 400,000 ადამიანი შეუერთდა სამუშაო ძალას, განაცხადა სახელმწიფომ პარასკევს. საშუალო საათობრივი ანაზღაურება 0,3%-ით ...

Read More »

“თუ პარლამენტი სიკდილით დასჯის აღდგენას დაამტკიცებს, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ”

"თუ პარლამენტი სიკდილით დასჯის აღდგენას დაამტკიცებს, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ"

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მზად არის, სიკვდილით დასჯის შემოღებას დაუჭიროს მხარი, თუ პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ მასობრივ პროსამთავრობო დემონსტრაციაზე განაცხადა. „თუ პარლამენტი სიკდილით დასჯის აღდგენას დაამტკიცებს, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ“, – განაცხადა ერდოღანმა, რომლის თქმით, სიკვდილით დასჯა არსებობს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც. გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთმა ...

Read More »

სექტემბრიდან ინტერნეტთან წვდომა ადამიანის უფლება გახდება

სექტემბრიდან ინტერნეტთან წვდომა ადამიანის უფლება გახდება

გუნტერ ოტინგერი, ევროკომისარი ტელეკომუნიკაციებისა და ერთიანი ციფრული ბაზრის საკითხებში, აცხადებს, რომ ევროკომისია წევრ-ქვეყნებს საკანონმდებლო დონეზე დაავალდებულებს უზრუნველყონ ინტერნეტის მიწოდება მომხმარებლისთვის, იმის მიუხედავად, გააკეთებენ თუ არა ამას კერძო კომპანიები. ახალი საკანონმდებლო წესების მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული იქნებიან გადაიხადონ ინტერნეტის საფასური და უზრუნველყონ მასთან წვდომის უფლება საკუთარი მოქალაქეებისთვის. ევროკომისიის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, ინტერნეტთან წვდომა ხდება სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვა და ...

Read More »

ჩეხეთის ვიცე-პრემიერი: ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ მიგრანტს, დროებითაც კი

ჩეხეთის ვიცე-პრემიერი: ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ მიგრანტს, დროებითაც კი

ჩეხეთის მილიარდერი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ანდრე ბაბისი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ის არ მიიღებს “არც ერთ მიგრანტს, დროებითაც კი”. “ცალსახად ვამბობ, რომ მას შემდეგ რაც ხდება ევროპაში, ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ მიგრანტს, დროებითაც კი და თუ ევროკომისია ამის გამო სანქციებს გამოიყენებს ჩვენ მას ვუჩივლებთ”, განაცხადა ბაბისმა. ვიცე-პრემიერის განცხადება მოჰყვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩავუსოღლუს მუქარის შემდეგ საბერძნეთის განცხადებას, რომ ...

Read More »

Pokemon Go-ს შემქმნელებს სასამართლოში უჩივიან

Pokemon Go-ს შემქმნელებს სასამართლოში უჩივიან

სმარტფონების პროგრამა Pokemon Go-ს შემქმნელებს სასამართლოში უჩივიან. სარჩელი მოთამაშეთა მხრიდან, კერძო საკუთრებაზე შეჭრის მცდელობას ეხება. აშშ-ს ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, თამაშის გააქტიურების შემდეგ, ყველაზე ცოტა ხუთმა ადამიანმა სცადა, მისი სახლის უკანა ეზოში შეღწევა. სასამართლოში სარჩელი Niantic Inc., Nintendo-სა და Pokemon Company-ს წინააღმდეგ არის შეტანილი. როგორც სარჩელშია აღნიშნული, „კომპანიებმა უხეშად უგულვებელყვეს მესაკუთრეთა უფლებები, როდესაც პოკემონები მათი თანხმობის გარეშე მათსავე საკუთარ ტერიტორიებზე განათავსეს“. იაპონიაში ...

Read More »

რუსეთი გაზის ტრანზიტის საკითხში უკრაინას თურქეთით ჩაანაცვლებს

რუსეთი გაზის ტრანზიტის საკითხში უკრაინას თურქეთით ჩაანაცვლებს

რუსეთ-თურქეთის ერთობლივი განცხადებები გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მშენებლობის გეგმის განახლების შესახებ ევროკავშირში შეშფოთებას იწვევს. როგორც სააგენტო „როიტერს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, „რუსეთის ახალი მეგობრობა თურქეთთან შესაძლოა პრობლემად იქცეს, თუ რუსეთი გაზის ტრანზიტის საკითხში უკრაინას თურქეთით ჩაანაცვლებს“. როგორც წყარომ აღნიშნა, ევროპელი დიპლომატების ნაწილი მიიჩნევს, რომ „თურქული ნაკადის“ მშენებლობა რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს და „გაზპრომზე“ დამოკიდებულებას გაზრდის. მოსკოვი და ანკარა რუსეთ-თურქეთს შორის შავი ზღვის გავლით ...

Read More »

Morgan Stanley დოლარის შესუსტებას პროგნოზირებს

Morgan Stanley დოლარის შესუსტებას პროგნოზირებს

მომდევნო რამდენიმე თვეში დოლარის კურსი დაახლოებით 5%-ით დაეცემა, – პროგნოზს Morgan Stanley-ს ანალიტიკოსი აკეთებს. Bloomberg-თან ინტერვიუში ჰანს რედეკერი ამბობს, რომ ამერიკის ეკონომიკის მიმართ პერსპექტივები ნეგატიური და პესიმისტურია. 27 ივლისს ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები უცვლელად დატოვა, 0,25–0,5% დიაპაზონში. პარასკევს დოლარმა აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნული აჩვენა. ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ეკონომიკა ზომიერი ტემპებით გაიზარდა, სამუშაო ადგილების ზრდა კი ივნისში ...

Read More »

შვეიცარია ფულის შენახვისთვის საუკეთესო ადგილის სტატუსს კარგავს

შვეიცარია ფულის შენახვისთვის საუკეთესო ადგილის სტატუსს კარგავს

შვეიცარიამ დაკარგა ის მიმზიდველობა რომელიც მას წინა წლებში ჰქონდა როგორც კერძო ბანკების ჰაბს. ასეთ განცხადებას აკეთებს 76 წლის ინდოელი მილიარდერი-ინვესტორი გოპიჩანდ ჰინდუჯა, მთავარი მეწილე ჟენევაში დაფუძნებული კერძო ბანკისა, რომელსაც მისი ოჯახი ფლობს. მიზეზიც სახელდება – ესაა საგადასახადო გამჭვირვალობის ბოლოდროინდელი გამკაცრება. ამ თემას აშუქებს ინტერნეტ-გამოცემა “ბლუმბერგი” სტატიაში, რომლის თანახმად: “მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ყურადღება გადააქვთ დუბაიზე, ყატარსა და სინგაპურზე თავიანთი დიდძალი ფინანსური ...

Read More »

6 ქვეყანა, რომელიც 25 წლის წინ არ არსებობდა

6 ქვეყანა, რომელიც 25 წლის წინ არ არსებობდა

90-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიო რუკაზე ახალი სახელწოდებები გაჩნდა. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ არ არსებობდა. მონტენეგრო მონტენეგრომ დამოუკიდებლობა 2006 წელს მოიპოვა. ეს პატარა ქვეყანა ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. მონტენეგროში ულამაზესი პლაჟები და თბილი ზღვა, სუფთა მდინარეები და მთიანი პეიზაჟებია, მრავალრიცხოვანი კულტურული ძეგლები, რომელიც ისტორიის მოყვარულებისთვის აცილებელი სანახავია. კოსოვო რესპუბლიკა, რომელმაც სერბეთიდან დამოუკიებლობა 2008 წელს მოიპოვა ...

Read More »

ერდოღანმა გადატრიალების მცდელობაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური დაადანაშაულა

ერდოღანმა გადატრიალების მცდელობაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური დაადანაშაულა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალური ჯოზეფ ვოტელი დაადანაშაულა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. ერდოღანის მტკიცებით, ვოტელმა მეამბოხეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თურქეთი სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავების გამო გააკრიტიკა. „ვინ ხარ შენ? იცოდე შენი ადგილი და იცოდე, რას წარმოადგენ! იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაუხადო ქვეყანას, რომელმაც დემოკრატიული გზით ჩაახშო აჯანყება, მისი ...

Read More »