Home » მსოფლიო (page 159)

მსოფლიო

ექსპერტები iPhone-ის სმარტფონებზე ფასის ვარდნას ვარაუდობენ

ექსპერტები iPhone-ის სმარტფონებზე ფასის ვარდნას ვარაუდობენ

კომპანია Apple-ის ახალი სმარტფონის iPhone SE-ს ღირებულება სავარაუდოდ, 450 აშშ დოლარი იქნება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი გაჯეტის ფასი iPhone 5S-ის ღირებულებას 250-350 აშშ დოლარამდე დაწევს, რაც სმარტფონს უფრო ხელმისაწვდომს გახდის და გაყიდვების ოდენობას გაზრდის. გარდა ამისა, ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს კომპანიას, გააძლიეროს საკუთარი პოზიციები განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთში, ბრაზილიასა და რუსეთში. მიმდინარე ფინანსური წლის პირველ კვარტალში Apple-მა iPhone-ის 74,8 ...

Read More »

British Airways-ი აზერბაიჯანში ფრენებს აჩერებს

British Airways-ი აზერბაიჯანში ფრენებს აჩერებს

კომპანია British Airways-ი 2016 წლის 1 მაისიდან ბაქო-ლონდონის და ლონდონი-ბაქოს მიმართულებით, ფრენებს წყვეტს. როგორც სააგენტო Trend-ი იუწყება, ბოლო ფრენა ლონდონი-ბაქო-ლონდონი 29 აპრილს შესრულდება. ფრენის შეწყვეტის მიზეზად, კომპანია რეისზე მოთხოვნის კლებასა და ამ მიმართულებით ცუდ კომერციულ გარიგებებს ასახელებს, თუმცა კომპანია სამომავლოდ ფრენების განახლებას არ გამორიცხავს. British Airways-ი ლონდონი-ბაქო-ლონდონის მიმართულებით, კვირაში 6-ჯერ დაფრინავდა.

Read More »

ნავთობის ფასი 3%-ით დაეცა

ნავთობის ფასი 3%-ით დაეცა

ნავთობის ფასი გუშინ ერთბაშად 3%-ით გაუფასურდა. ბოლო დროის აღმავალი ტრენდის შემდეგ ნავთობის ღირებულებაზე გავლენა იქონია ირანის ფაქტორმა.კერძოდ ქვეყნის ნავთობის მინისტრის განცხადებით, ირანი უარს ამბობს დაჯდეს ოპეკის წევრ ქვეყნებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან და მიიღოს ნავთობის წარმოების გაყინვის გადაწყვეტილება, მანამ სანამ ქვეყანა სანქციამდე არსებულ ნავთობის წარმოების მაჩვენებელს არ აღდგენს. ეს მაჩვენებელი კი დღე-ღამეში 4 მილიონ ბარელს შეადგენს. ამასთან, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მიიჩნევს, ...

Read More »

“საქართველო ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმას იმსახურებს”

"საქართველო ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმას იმსახურებს"

ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინი საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გზის შეთავაზების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამის შესახებ მაკკეინი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს. “ამაყი ვიყავი, როდესაც საქართველომ საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობას მიაღწია. ახლა, იქაური პოლიტიკური ვითარება მაღელვებს. ვიმედოვნებ, მომავალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაივლის. ჩემი აზრით, ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ახლა, ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ...

Read More »

როგორ შოულობენ ფულს პატარა ქვეყნები

როგორ შოულობენ ფულს პატარა ქვეყნები

ისეთი პატარა ქვეყნები, როგორიც ერითრეა, ტუვალუ ანაც დომინიკაა, არასდროს მიეკუთვნებოდნენ ეკონომიკურად ძლიერ და მდიდარ ქვეყნებს. სწორედ ამიტომ თვითგადარჩენის მიზნით ასეთი ქვეყნები ფულის მოსაზიდად ახალ მეთოდებს მიმართავდნენ. სენტ-კიტსი და ნევისი პატარა კარიბული ქვეყანა სენტ-კიტსი და ნევისი, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 48 ათასი ადამიანია, შემოსავლის ერთადერთი წყარო კი შაქრის წარმოება, არასდროს იყო ძლიერი და მდიდარი ქვეყანა. თუმცა 2006 წელს შვეიცარიელი იურისტის კრისტინ ...

Read More »

Galaxy S7-ში უჩვეულო შესაძლებლობები აღმოაჩინეს

Galaxy S7-ში უჩვეულო შესაძლებლობები აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა Samsung Galaxy S7-ში შესაძლებლობები აღმოაჩინეს, რომლებიც სხვა სმარტფონებში არ არის. საუბარია ფუნქციაზე, რომლითაც სმარტფონი როუტერს ან Wi-Fi-ს მოდემს უკავშირდება და სხვა მოწყობილობებს ინტერნეტთან წვდომას ხელს უწყობს. ეს საშუალება იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, როდესაც აუცილებელია Wi-Fi-ს მოქმედების ზონის გაფართოება ან ქსელთან სხვა მოწყობილობა უნდა მიაერთოთ, რომლის მეპატრონემ არ იცის პაროლი. იმისათვის, რომ სიახლით ისარგებლოთ, აუცილებელია მოწყობილობაში Wi-Fi Sharing-ის ფუნქცია ჩართოთ. აღსანიშნავია, ...

Read More »

აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

SOCAR –მა რუსეთიდან შესასყიდი გაზის მოცულობა შეათანხმა. სააგენტო Trend-ის ცნობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ი  ყოველწლიურად, რუსული „გაზპრომისგან“ 3 მლრდ კუბ. მეტრი გაზის შესყიდვას გეგმავს. ინფორმაცია ჟურნალისტებს კომპანიის პრეზიდნეტმა როვნაგ აბდულაევმა მიაწოდა და რუსული გაზის საჭიროება განმარტა. “ჩვენ წარვადგინეთ უკვე წინადადება. ჩვენ გვჭირდება გაზის ინექცია “აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის” საბადოდან ნავთობის სტაბილური მოპოვებისთვის და ასევე ვგეგმავთ ჩვენს გაზსაცავში დამატებითი მოცულობის შენახვას, რათა  მაქსიმალურად გამოვიყენოთ ...

Read More »

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ის „მოულოდნელ და დამანგრეველ ბირთვულ შეტევებს“ განახორციელებს. ამის მიზეზი აშშ-ს და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო წვრთნებია, რომელიც გასულ კვირას დაიწყო. განცხადება ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის კომიტეტმა გამოაქვეყნა. „გაერთიანებული სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტს ემუქრება. რესპუბლიკა ბირთვულ საფრთხესაც გრძნობს. თავდაცვის მიზნით ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გამოყენებას საჭიროდ მიიჩნევს.“ –  იყო ნათქვამი განცხადებაში. „ჩხუბისთავ ჩრდილოეთ ...

Read More »

აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის ერა იწყება

აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის ერა იწყება

აზერბაიჯანში, ალტერნატიული და განახლებადი ენერგიების მიმართულებით ხორციელდება რიგი პროექტები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ნატიგ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, ალტერნატიული ენერგეტიკის სფეროში, აზერბაიჯანი ევროპული ქვეყნების გამოცდილებას სწავლობს. ” – თითოეულ ქვეყანას, ენერგორესურსების გამოყენებისათვის უნდა ჰქონდეს საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკა. აზერბაიჯანი, ტრადიციულად ნავთობისა და გაზის მწარმოებელია. 100 წლის წინაც აზერბაიჯანი მოიპოვებდა ნავთობს მექნიკური საშუალებებით და ახლაც, ქვეყანას აქვს საკმარისი რეზერვები, რომ ...

Read More »

ყველაზე მასშტაბური ტყუილი ისტორიაში

ყველაზე მასშტაბური ტყუილი ისტორიაში

1822 წელს შოტლანდიის მაცხოვრებელმა, ვინმე გრეგორ მაკრეგორმა განაცხადა, რომ ჰონდურასის ტერიტორიაზე მდებარე ქვეყნის – პოიასის პრინცია. მისი მონაყოლიდან გამომდინარე ირკვეოდა, რომ პოაისი ზღაპრული, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მხარეა, რომელსაც ინვესტორები და მოსახლეობა სჭირდება. იმ პერიოდში შოტლანდიაში პოპულარული იყო ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ინვესტიციების დაბანდება, თანაც, შოტლანდიას საკუთარი კოლონია არ ჰქონდა, ამიტომ პოიასი შოტლანდიელებისთვის მიმზიდველი იდეა აღმოჩნდა. სინამდვილეში, პოიასი გრეგორ მაკგრეგორის ფანტაზიის ...

Read More »