Home » მსოფლიო (page 157)

მსოფლიო

„მაკდონალდსი“ შესაძლოა 500 მილიონი დოლარით დაჯარიმდეს

„მაკდონალდსი“ შესაძლოა 500 მილიონი დოლარით დაჯარიმდეს

ლუქსემბურგში გადასახადების გადაუხდელობის გამო, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „მაკდონალდსი“ შესაძლოა, 500 მილიონი დოლარით დაჯარიმდეს. The Financial Times-ის ინფორმაციით, 2009 წლიდან მოყოლებული, “მაკდონალდსმა” ლუქსემბურგში რესტორნების მუშაობის შედეგად მიღებული 1,8 მილიარდი დოლარიანი მოგების გადასახადის მხოლოდ 1,49% გადაიხადა. იქიდან გამომდინარე, რომ ლუქსემბურგში სტანდარტული საგადასახადო პროცენტი 29,2%-ია, გამოცემის ცნობით, „მაკდონალდსი“ დაჯარიმდება და ჯარიმის სახით ნახევარი მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. თავის მხრივ, კომპანიაში განაცხადეს, რომ ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებში Wi-Fi ყველასთვის უფასო იქნება

ევროკავშირის ქვეყნებში Wi-Fi ყველასთვის უფასო იქნება

უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირის ყველა ქალაქსა და სოფელში მოსახლეობა უფასო უსადენო ინტერნეტით ისარგებლებს. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ მიზნით ევროკავშირის კომისიამ 120 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო, რომელიც კონკრეტული ქალაქებისა და სოფლების ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მოსახლეობის მაღალი ხარისხის Wi-Fi-თ უზრუნველყოფისთვის უნდა გამოიყენოს. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭროს მიერ პროექტის რატიფიკაციის შემთხვევაში, გამოყოფილი თანხები ხელმისაწვდომი მომავალი წლის ბოლოდან გახდება. ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ...

Read More »

“ევროკავშირი კრიტიკულ სიტუაციაშია”

"ევროკავშირი კრიტიკულ სიტუაციაშია"

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირი კრიტიკულ სიტუაციაშია. მერკელი იმედოვნებს, რომ ბრატისლავაში დაწყებულ არაფორმალური სამიტზე ევროპელი ლიდერები ევროკავშირის გაძლიერებაზე შეთანხმდებიან. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა სამიტის დაწყებამდე გააკეთა. „ჩვენ ახლა კრიტიკულ სიტუაციაში ვართ. ჩვენი ამოცანაა საქმით დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია უკეთესები ვიყოთ“, – განაცხადა მერკელმა. მისი თქმთ, ბრატისლავაში დაწყებულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გააგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ ევროპა ცვლილებებისთვის არის მზად. „ბრატისლავის ...

Read More »

Samsung-ი Galaxy Note 7 -ის ბაზრიდან გაწვევით $22 მილიარდით გაიაფდა

Samsung-ი Galaxy Note 7 -ის ბაზრიდან გაწვევით $22 მილიარდით გაიაფდა

Galaxy Note 7–ის სმარტფონებში ბატარეის პრობლემების გამო, Samsung Electronics-ის აქციები 10%-ზე მეტად გაიაფდა. Reuters-ი ანალიტიკოსების შეფასებაზე დაყრდნობით წერს, რომ  კომპანიის იმიჯისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 211  მლრდ აშშ დოლარს მიაღწიოს. Samsung -ის აქციების ფასზე 8 სექტემბერს დაწყებული ვარდნა კი, გრძელდება. 12 სექტემბერს კორეის საფონდო ბირჟაზე 1 აქციის ფასი 1,465 მლნ კორეული ვონი იყო, ბოლო დღეების ვარდნა 10,6%-ია. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ  ბოლო 2 სავაჭრო სესიაზე ...

Read More »

რუსეთისა და საუდის არაბეთის შეთანხმების შედეგად ნავთობი გაძვირდა

რუსეთისა და საუდის არაბეთის შეთანხმების შედეგად ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის შესახებ რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა. „ბიბისის“ ცნობით, ICE-ს ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობი 5%-ით გაძვირდა და ბარელზე 48,11 დოლარი შეადგინა. 4%-ით გაიზარდა აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 46 დოლარი შეადგინა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა და საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჰალიდ ალ-ფალიჰმა ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის შესახებ შეთანხმებას ...

Read More »

კომპანია APPLE 13 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა

კომპანია APPLE 13 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ირლანდიამ კომპანია Apple-ის მიმართ “შერჩევითი დამოკიდებულება” გამოავლინა. კერძოდ, როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ირლანდიამ კომპანიას € 13 მილიარდი საგადასახადო შეღავათი უკანონოდ მიანიჭა, რის გამოც ამჟამად ევროკომისია ამერიკული კომპანიისგან ანაზღაურების უკან დაბრუნებას მოითხოვს. დუბლინში აცხადებენ, რომ ბრიუსელში ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. როგორც ევროკომისია აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიას სხვა კომპანიებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა. გამოძიების შედეგად, რომელიც სამი ...

Read More »

Tesla-მ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი წარადგინა

Tesla-მ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი წარადგინა

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Tesla-მ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი აქსელერაციის მქონე სერიული წარმოების ავტომობილი წარადგინა. Tesla Model S  – 100 კვ/სთ ელემენტითა და ორმაგი ელექტროძრავით აღჭურვილი სედანი 0-დან 100კმ/სთ სიჩქარეს 2,5 წამში ავითარებს. ხოლო იგივე მოდიფიკაციის ყველგანმავალი Model X ამას 2,9 წამს ანდომებს. კომპანიის ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხადებით, საქმე ნამდვილ ისტორიულ მოვლენასთან გვაქვს, ვინაიდან მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ავტომობილი ელექტრომობილი გახდა. “ვფიქრობ, ...

Read More »

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები ახალ ციფრულ ვალუტას ქმნიან

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები ახალ ციფრულ ვალუტას ქმნიანმსოფლიოს უმსხვილესი ბანკები ახალ ციფრულ ვალუტას ქმნიან

მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი ბანკი – UBS, Deutsche Bank, Santander, და BNY Mellon–ი ახალი ციფრული ვალუტის შესაქმნელად გაერთიანდა. ამის შესახებ Financial Times–ი წერს. ოფიციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით დღის განმავლობაში გაკეთდება. შვეიცარიული UBS ციფრული ვალუტის შექმნის პიონერია. იგი დასახელებულ ბანკებთან, ასევე ბრიტანულ ბროკერ ICAP–თან ერთიანდება. პარტნიორებს იმედი აქვთ, რომ ეს იქნება ახალი სტანდარტი საფინანსო სექტორში ფინანსური გარიგებების ქლირინგისა და დარეგულირების მიზნით ...

Read More »

გერმანია აპირებს მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდოს

გერმანია აპირებს მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდოს

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიის მთავრობა აპირებს მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდოს. ამის შესახებ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euroline.ge წერს. “მოსახლეობა ვალდებული იქნება შექმნას საკვებისა და წყლის ინდივიდუალური მარაგი შეტევის შემთხვევაში”, – ნათქვამია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ “სამოქალაქო თავდაცვის კონცეფციაში”. შს სამინისტროს სპიკერის განცხადებით, გეგმა განხილული იქნება ოთხშაბათის მთავრობის სხდომაზე და მინისტრი მაიზიერი მას იმავე დღეს ...

Read More »

გააუქმეთ H-1B ვიზა და თქვენ გაანადგურებთ ამერიკის ეკონომიკას

გააუქმეთ H-1B ვიზა და თქვენ გაანადგურებთ ამერიკის ეკონომიკას

ამერიკელი მეცნიერი მიჩიო კაკუ ამერიკის განათლების სისტემაზე “მეცნიერება არის კეთილდღეობის საფუძველი. ორთქლის მანქანა, ელექტროენერგია, ლაზერი, ტრანზისტორი, კომპიუტერი – ყველამ ვიცით მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში თუმცა დღეს, ინფორმაციულ რევოლუციას თან ახლავს კონკრეტული საშიშროებაც. ეს საშიშროება განათლების სისტემაშია. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ყველაზე ცუდი განათლების სისტემა. გაინტერესებთ, რატომ არ გაქრა აქამდე ამერიკის სამეცნიერო პოტენციალი? გეტყვით – ამერიკას აქვს „საიდუმლო იარაღი“ – და ...

Read More »