Home » მსოფლიო (page 149)

მსოფლიო

საბერძნეთში ძირეული საპენსიო რეფორმა იგეგმება

საბერძნეთში ძირეული საპენსიო რეფორმა იგეგმება

უკვე რამდენიმე თვეა, რაც საბერძნეთის კრიზისი მიყუჩებულია. ქვეყანა იმ რეკომენდებულ რეფორმებს ატარებს, რომლების პირობითაც, კრედიტორებმა ზაფხულში ვალების გადავადებაზე და ახალ ფინანსურ დახმარებაზე თანხმობა განაცხადეს. და თითქოს, ბერძნული კრიზისიც მივიწყებას მიეცა, მაგრამ ასე არ არის. პირიქით, ჯერი იმ ბარიერზე მიდგა, რომელსაც საპენსიო რეფორმა ჰქვია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რომელმაც შესაძლოა, საბერძნეთში რეფორმების დასრულება ეჭვქვეშ დააყენოს. ამ რეფორმის გარეშე, საბერძნეთი ფინანსური ...

Read More »

ჩეჩნეთში ახმეტ-ტაუერის მშენებლობა 0,5 მლრდ დოლარი დაჯდება (ვიდეო)

ჩეჩნეთში ახმეტ-ტაუერის“ მშენებლობა 0,5 მლრდ დოლარი დაჯდება (ვიდეო)

ჩეჩნეთში ცათამბჯენ „ახმეტ-ტაუერის“ მშენებლობა დაიწყო. როგორც უცხოური მედია წერს, გროზნოში მშენებარე სასტუმრო 108 სართულიანი იქნება და ის სიმაღლით მთელ ევროპაში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. პროექტის მთავარი კონტრაქტორი კომპანია Emaar Properties-ია, რომელმაც დუბაიში მდებარე „ბურჯ ხალიფა“ ააშენა. „ახმატ-ტაუერში“ 500 ნომერიანი სასტუმროს გარდა, ოფისები, აპარტამენტები და ასევე ახმეტ კადიროვის მუზეუმი განთავსდება. ცათამბჯენის სახურავზე აეროდრომი განთავსდება. შენობის სიმაღლე 400 მეტრი იქნება და მისი ...

Read More »

ფეისბუქის განახლებული წესდება და შემცირებული სავაჭრო სივრცე

ფეისბუქის განახლებული წესდება და შემცირებული სავაჭრო სივრცე

ფეისბუქი სიახლეებს აანონსებს და საზოგადოებას კომპანიის ახალ წესდებას აცნობს. ეს წესები მსროლელთა ეროვნულ ასოციაციას ეხება, რომელსაც ფეისბუქზე დაახლოებით 4.7 მილიონი ფანი ჰყავს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იარაღის წინააღმდეგ არსებული ორგანიზაცია უფრო ბევრად მეტ ადამიანს ითვლის, ვიდრე მსროლელთა ეროვნული ასოციაცია. ამ და კიდევ სხვა მიზეზების გათვალისწინების შედეგად, სოციალური ქსელის გიგანტმა გადაწყვიტა მის მფლობელობაში არსებული პლატფორმიდან, ფეისბუქსა და ინსტაგრამიდან აიკრძალოს იარაღის გაყიდვა. თუმცა ...

Read More »

ბერნი სანდერსი: პოლიტიკური რევოლუცია ამერიკაში

ბერნი სანდერსი: პოლიტიკური რევოლუცია ამერიკაში

5 მიზეზი, თუ რატომ გახდება ბერნი სანდერსი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანია თავის გადამწყვეტ ფაზაში შესვლას იწყებს. ბოლო პერიოდში დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა საპრეზიდენტო ნომინანტმა ბერნი სანდერსმა რეკორდულად გაზარდა თავისი მხარდამჭერების რიცხვი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ფაქტია, რომ აიოვასა და ნიუ-ჰემპშირის შტატებში გამართული „პრაიმერიზების“ (აიოვაში პარტიული შეხვედრების) შემდეგ, ბერნი სანდერსის შანსი მეორე საპრეზიდენტო ნომინანტის, ჰილარი კლინტონის შანსებს გაუტოლდება. ბერნი სანდერსმა შეძლო ...

Read More »

ბრიტანული ნავთობკომპანია მილიარდობით დოლარით დაზარალდა

ბრიტანული ნავთობკომპანია მილიარდობით დოლარით დაზარალდა

ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის გამო, 2015 წელს ბრიტანული ნავთობკომპანია BP მილიარდობით დოლარით დაზარალდა. კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს  BP-ის ზარალმა 6,48 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2014 წელს კომპანიის სუფთა მოგება 3,78 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. როგორც BP-ის გენერალურმა დირექტორმა რობერტ დადლიმ განაცხადა, კომპანიის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს ახალ პირობებთან ადაპტირების მიზნით. გასულ თვეს BP-ში განაცხადეს, რომ უახლოესი 2 წლის განმავლობაში 4 000-ზე ...

Read More »

მსოფლიოში საუკეთესო სამსახური

მსოფლიოში საუკეთესო სამსახური

დატვირთული სამუშაო გრაფიკი ხშირ შემთხვევაში საშუალებას არ გვაძლევს რომ ცხოვრებით დავტკბეთ. ოფისში გატარებული მრავალი საათის შედეგად ოჯახი და დროის სასიამოვნოდ გატარება ჩვენი პრიორიტეტების სიაში საწყის ადგილს აღარ იკავებს. ყველა ჩვენგანი სამუშაოსა და ცხოვრების იდეალურად შეთავსებას ცდილობს. ყველას აინტერესებს რა სახის კარიერა გვაძლევს ასეთი რთული მიზნის მიღწევის საშუალებას. სამუშაოს საძიებო  და გამომუშავებული ხელფასის შემადარებელმა ვებ გვერდმა, Glassdoor.com-მა გამოაქვეყნა 25 სამუშაო ადგილის სია. ...

Read More »

ევროპაში 10 ათასი დევნილი ბავშვი დაიკარგა

ევროპაში 10 ათასი დევნილი ბავშვი დაიკარგა

The Guardian-ის განცხადებით, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში  ჩასული დაახლოებით 10 ათასი დევნილი ბავშვი დაიკარგა. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ისინი მონებით მოვაჭრეებმა მოიტაცეს. ევროპის პოლიციის წარმომადგენლის ბრაიან დონალდის განცხადების თანახმად, მხოლოდ იტალიაში ხუთი ათასი ბავშვი დაიკარგა, ათასობით სხვა  შვედეთში და დიდ ბრიტანეტში. „ყველა მათგანი დამნაშავეების ხელში არ ჩავარდნილა. ზოგმა, შესაძლოა, ნათესავები იპოვეს, მაგრამ არ ვიცით ახლა სად არიან და რას აკეთებენ“ – ...

Read More »

შვეიცარიის მთავრობამ ქვეყნის ყველა მოქალაქე შესაძლოა, 2 500 ფრანკით უზრუნველყოს

შვეიცარიის მთავრობამ ქვეყნის ყველა მოქალაქე შესაძლოა, 2 500 ფრანკით უზრუნველყოს

შვეიცარიაში ივნისში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდება, რომლის მონაწილეებმაც უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 2 500 შვეიცარული ფრანკის (დაახლოებით 2 250 ევრო) მიღება. ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ცნობით, მოქალაქე სახელმწიფოსგან დახმარებას იმ შემთხვევაშიც მიიღებს, თუ დასაქმებულია. არასრულწლოვნების დახმარება კი 625 ფრანკით (დაახლოებით 560 ევრო) განისაზღვრება. ინიციატივის ავტორთა განცხადებით, ამით აღმოიფხვრება კავშირი მოქალაქის შემოსავალსა და დასაქმებას შორის, რადგან ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს ...

Read More »

„ტოიოტა“ იაპონიის მასშტაბით წარმოებას აჩერებს

„ტოიოტა“ იაპონიის მასშტაბით წარმოებას აჩერებს

ავტომწარმოებელი „ტოიოტა“ იაპონიის მასშტაბით მანქანების წარმოებას 6 დღით აჩერებს. ამის მიზეზი ადგილობრივი მედიის ცნობით, იმ ქარხანაში მომხდარი აფეთქება გახდა, რომელიც ძრავისა და სიჩქარის კოლოფის კომპონენტებს აწარმოებს და დანარჩენ ქარხნებს აღნიშნული ნაწილებით ამარაგებს. ინციდენტის გამო მუშაობა 13-მა ქარხანამ შეაჩერა. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. წყარო

Read More »

ჯორჯ სოროსმა, ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიისათვის $6 მილიონი გაიღო

ჯორჯ სოროსმა, ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიისათვის $6 მილიონი გაიღო

მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა, ორგანიზაცია Priorities USA Action-სთვის 6 მილიონი აშშ დოლარი გაიღო. აღნიშნული ორგანიზაცია, ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიითაა დაკავებული, – აღნიშნულის შესახებ USA Today წერს. გამომცემლობის ინფორმაციის მიხედვით, სოროსის წვლილმა, მთლიანობაში კლინტონის ერთად აღებულ ყველა შეწირულობას გადააჭარბა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სოროსი დემოკრატიული პარტიის წევრს ეხმარება – 2004 წელს, მან ჯორჯ ბუშის კამპანიისათვის 20 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. წყარო

Read More »