Home » მსოფლიო (page 125)

მსოფლიო

პლანეტის 1% უმდიდრესი ადამიანების ქონება დანარჩენი 99%–ის ქონების ტოლია

პლანეტის 1% უმდიდრესი ადამიანების ქონება დანარჩენი 99%–ის ქონების ტოლია

Oxfam-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაფუძვნებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 1% იმდენივე ქონებას ფლობს, რამდენსაც დედამიწის დანარჩენი 99% მოსახლეობა ერთად აღებული. Oxfam-მა ასევე დათვალა, რომ მსოფლიო 62 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება, მოსახლეობის ღარიბი ნაწილის ნახევრის, 3,6 მილიარდი ადამიანის ქონებას უტოლდება. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სულ რაღაც 5 წლის წინ ანალოგიური სტატისტიკა 388 ადამიანის ქონებას შეესაბამებოდა. მონაცემები მომზადებულია Credit Suisse-ს ოქტომბრის ანგარიშის ...

Read More »

ინგლისის ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ ჩქარობს

ინგლისის ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ ჩქარობს

ინგლისის ბანკის (BOE) მმართველმა მარკ კარნიმ (ფოტოზე) ამ წლის პირველი გამოსვლისას განაცხადა, რომ სტერლინგზე მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის აწევის დაწყება ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას, რადგან გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელება და სხვა მუდმივ მოქმედი ფაქტორები, ინფლაციურ ზეწოლას აძლიერებს. „ჯერჯერობით, განაკვეთის ზრდის დაწყების დრო არ დამდგარა. მსოფლიო ეკონომიკა შესუსტდა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდაც შენელებულია. ნავთობზე ფასის კოლაფსი, ინფლაციის კიდევ უფრო ...

Read More »

საფონდო ბაზრებზე რისკული განწყობა გაიზარდა

საფონდო ბაზრებზე რისკული განწყობა გაიზარდა

ჩინეთის სავაჭრო სტატისტიკის მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლების გამოსვლის შემდეგ, საფონდო ბაზრებზე რისკული განწყობა დაბრუნდა. მთლიანობაში, ეს მაჩვენებლები არ იყო დადებითი, თუმცა მოსალოდნელზე უკეთესმა სტატისტიკამ ბაზრების განწყობა მაინც ასწია. შესაძლოა, სტაბილიზაცია დროებითია, მაგრამ ბაზრებს ცოტა ხნით, რყევებისგან სულის მოთქმის საშუალება მიეცათ. სტაბილურობამ სავალუტო ბაზარზე ის მოიტანა, რომ ყურადღებამ ისევ ცენტრალურ ბანკებზე გადაინაცვლა. ამ მხრივ, პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ინგლისის ბანკის (BOE) გადაწყვეტილება, ...

Read More »

კრისტინ ლაგარდი სსფ-ის დირექტორის პოსტზე მეორე ვადით წარადგინეს

კრისტინ ლაგარდი სსფ-ის დირექტორის პოსტზე მეორე ვადით წარადგინეს

დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ხელმძღვანელის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა ფონდის მოქმედი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი, -წერს Financial Times. კრისტინ ლაგარდს უფლებამოსილების ვადა ამ წლის 5 ივლისს ეწურება. Financial Times-ი აღნიშნავს, რომ მეტად სავარაუდოა ლაგარდმა ფონდს კიდევ 5 წელი უხელმძღვანელოს, ვინაიდან ის ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. წყარო

Read More »

ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები

ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები

ჟურნალ Forbes-ის ცნობით კლივლენდ “კავალიერსის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია. ოთხ გზის MVP-მ გასულ სეზონში 71 მილიონი გამოიმუშავა, პარკეტს გარეთ კი ორჯერ მეტი. ოკლაჰომა “სითის” ფორვარდის კევინ დურანტის შემოსავალი 56,2 მილიონი გახლდათ, რაც Forbes-ის სიაში მე-2 ადგილს ნიშნავდა. ბრაინტის შემოსავალი, რომელმაც პრაქტიკულად სრულად გამოტოვა სეზონი 50 მილიონი მიიღო. Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ათეული 1. ლებრონ ჯეიმსი («კლივლენდი») – ...

Read More »

ყველაზე მდიდარი პორნოვარსკვლავი ქალები

პორნო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბიზნესია მსოფლიოში, სადაც წლიურად დაახლოებით $15 მილიარდი ბრუნავს. მამაკაცი პორნო ვარსკვლავები გაცილებით მცირედს გამოიმუშავებენ, ვიდრე ქალბატონები, ისინი $500-$1,500 იღებენ მხოლოდ ერთ სცენაში. ერთი ქალი საშუალოდ წლიურად $40,000 შოულობს. 2015 წლის მდგომარეობით ყველაზე მდიდარი პორნომსახიობები: წყარო

Read More »

Barclays-ი რუსეთსა და ავსტრალიაში ინვესტბანკს ხურავს

Barclays-ი რუსეთსა და ავსტრალიაში ინვესტბანკს ხურავს

ფინანსური კონგლომერატი Barclays-ი, საინვესტიციო ბიზნესის საერთაშორისო საქმიანობის გადახედვის შემდეგ, რუსეთსა და ავსტრალიაში, ასევე აზიის ქვეყნებში, როგორიც ინდონეზია და ტაილანდია, მუშაობას წყვეტს, – აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს. გარდა აღნიშნულისა, ბანკის ლონდონის ფილიალი, ბრაზილიის აქციების გატანას, ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, მნიშვნელოვნად შეამცირებს.   ibusness.ge

Read More »

რუბლი ნახევარ საათში 4 პროცენტით დაეცა

რუბლი ნახევარ საათში 4 პროცენტით დაეცა

რუსეთში დოლარის და ევროს ფასები იზრდება. ექსპერტების განცხადებით სიტუაცია კრიტიკულ მდგომარეობას აღწევს. მაშინ როცა ექსპორტიორები ვალუტის გაყიდვას არ ჩქარობენ დანარჩენმა მოთამაშეებმა უკვე მათი შესყიდვა დაიწყეს. მათ მალე მოსახლეობაც შეუერთება. 1998 წლის შემდეგ პირველად რუსულ სავაჭრო ბირჟაზე დოლარის ფასი 84 რუბლს აჭარბებს და 84,81 აღწევს, ეს კი გუშინდელ მაჩვენებელზე 4,19 პროცენტით მეტია. ზრდა შეინიშნება ევროს ფასშიც, რომელიც უკვე 92,55 რუბლს აღწევს. ...

Read More »

ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

ირანი, ნავთობის ბაზარზე საუდის არაბეთის შესავიწროებლად, ევროპულ მომხმარებლებს ბარელ ნავთობს 6,55 დოალრად მიაწვდის. თუმცა, საუდის არაბეთი იგივე საქმეს მხოლოდ 4,85 დოლარად ასრულებს. Gazeta.Ru-ს მიხევით,  საუდის არაბეთსა და ირანს შორის არსებული დღევანდელი კონკურენციის შედეგად, ევროპის ნავთობის ბაზარზე არსებული შემოთავაზებები უკანსკნელი 7  წლის მანძილზე უმცირეს ნიშნულებს აღწევს. ამასთან, ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ნავთობზე უფრო მაღალი ფასის არსებობის შემთხვევაში, ირანულ „შავ ოქროზე“ უფრო ...

Read More »

მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 0,2%-ით 3,4%-მდე შემცირდება

მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 0,2%-ით 3,4%-მდე შემცირდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 0,2%-ით 3,4%-მდე შემცირდება. სავალუტო ფონდის მიერ ოქტომბერში წარდგენილი პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა 3,6% უნდა ყოფილიყო. IMF-ის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 3,6% იქნება. „2016-2017 წლებში განვითარებული ქვეყნები მცირე ზრდას განაგრძობენ. თუმცა, შენელდება ჩინეთის ეკონომიკის ზრდა, განვითარებადი ქვეყნები კი სირთულეებს დაუპირისპირდებიან“, – ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში. IMF-ის განცხადებით, დასავლეთის სანქციებისა ...

Read More »