Home » მსოფლიო (page 112)

მსოფლიო

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი გადადგა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი გადადგა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი თანამდებობიდან გადადგა. როგორც უცხოური მედია წერს, ციპრასმა მინისტრებთან და მმართველ პარტია “სირიზას” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გადადგომის შესახებ განაცხადა და ასევე, ხაზი გაუსვა ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცლებლობას. როგორც ციპრასმა განაცხადა, პოლიტიკური მანდატი, რომელიც 25 იანვრის არჩევნებზე იქნა მიღებული, ამოიწურა და ახლა ბერძნებს ხელახლა მოუწევთ არჩევანის გაკეთება. “მე ბერძენი ხალხის სამსჯავროზე გამომაქვს ყველაფერი, რაც გავაკეთე”, – განაცხადა ციპრასმა და ...

Read More »

ნურსულთან ნაზარბაევი: ნავთობის ფასი 30-40 დოლარამდე შემცირდება

ნაზარბაევმა მოუწოდა, მზად იყვნენ ნავთობის ფასის ბარელზე 30-40$ მდე შემცირებისათვის

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჯებზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. ბოლო თვის მონაცემებით 1 ბარელი ნავთობის ფასი 52,4 დოლარიდან 40,8 დოლარამდე ჩამოვიდა, რაც თითქმის 25%-იანი კლებაა. ნავთობის ფასის კლება ძირითადად განპირობებულია ირანის წინააღმდეგ დაკისრებული ეკონომიკური სანქციების მოხსნით და მისი საერთაშორისო ბირჟაზე დაბრუნების პერსპექტივით. ნავთობის ფასების ირგვლივ საკმაოდ ბევრი პროგნოზი კეთდება სხვადასხვა საერტაშორისო ორგანიზაციებისა და ანალიტიკოსების მხრიდან. გასულ კვირას ასეთი პროგნოზი წარმოადგინა მსოფლიო ...

Read More »

მდინარეზე აშენებული მაგისტრალით ტყის მასივები გაკაფვას გადაურჩა

მდინარეზე აშენებული მაგისტრალით ტყის მასივები გაკაფვას გადაურჩა

ჩინეთში „ჰუბეი“-ის პროვინციაში ახალი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი 9 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. ახალი მაგისტრალის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ 6,8 მილის გზატკეცილი პირდაპირ ხეობაში მდინარეზეა აშენებული. მდინარეზე გზის აშენების გადაწყვეტილება გარემოს დაცვითი მოტივებით იყო განპირობებული და აღნიშნული მშენებლობით, საკმაოდ დიდი ტყის მასივი გაკაფვას გადაურჩა. გარემოს დამცელი ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნული მშენებლობა უკვე შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პროექტი. მაგისტრალის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა ...

Read More »

ევროზონას საბერძნეთის მესამე სესხის დამტკიცება IMF-ის გარეშე მოუწევს

ევროზონას საბერძნეთის მესამე სესხის დამტკიცება IMF-ის გარეშე მოუწევს

იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, საბერძნეთი მესამე კრედიტის პირველ ნაწილს მიმდინარე კვირაში მიიღებს,-აღნიშნულის შესახებ CNN Money წერს. ახალი ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც 86 მილიარდი ევროს მიღებას გულისხმობს (95 მილიარდი დოლარი), საბერძნეთს ფინანსური კოლაფსისგან იხსნის. CNN-ის ინფორმაციის მიხედვით, დღეს გერმანიის პარლამენტში უნდა მოხდეს ხმის მიცემა საბერძნეთისათვის ახალი კრედიტის გადაცემასთან დაკავშირებით. გერმანიის კანონმდებლების უმრავლესობის მოლოდინი, საბერძნეთისათვის ახალი სესხის დამტკიცებაა. რეალურად, ყველა ...

Read More »

„კორბინომიკა“ – ახალი პლატფორმა ბრიტანელი პოლიტიკოსისგან

„კორბინომიკა“ – ახალი პლატფორმა ბრიტანელი პოლიტიკოსისგან

ჯერემი კორბინი, რომელიც ბოლო გამოკითხვებით დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ახალი მეთაურის არჩევნებში ლიდერობს, თავისი მკვეთრად მემარცხენე შეხედულებებითაა ცნობილი, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში. „კორბინომიკა“ – ასე დაარქვეს მის პლატფორმას ჟურნალისტებმა და ის ითვალისწინებს მსხვილი კომპანიების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნებას, მათ შორის ელექტროენერგიის და გაზის მიმწოდებელი „დიდი ექვსეულის“, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის 90%-ს აკონტროლებენ. ამომრჩეველთა არანაკლებ ყურადღებას იპყრობს კორბინის დაპირება, რომ ჯანდაცვის ხარჯებს გაზრდის, ხოლო ...

Read More »

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიაში მილიარდი დოლარს დახარჯავს

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიაში მილიარდი დოლარს დახარჯავს

ბიზნესმენი დონალდ ტრამპი, პრეზიდენტის არჩევნებზე აშშ–ს რესპუბლიკური პარტიიდან ერთ–ერთი შესაძლო კანდიდატი, აცხადებს, რომ თუკი ეს საჭირო იქნება მზადაა თავის საარჩევნო კამპანიაში მილიარდი დოლარი დახარჯოს. „ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე წელიწადში 400 მილიონს გამოვიმუშავებ, ასე რომ რა განსხვავებაა? მე მინდა ჩვენი ქვეყანა დიდი და ძლევამოსილი გავხადო“, – განუცხადა მილიარდერმა ჟურნალისტებს აიოვას შტატში თავისი მოგზაურობის დროს. როგორც CNN აღნიშნავს, ტრამპს, რომლის ქონება ...

Read More »

საბერძნეთის პარლამენტმა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმებას მხარი დაუჭირა

საბერძნეთის პარლამენტმა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმებას მხარი დაუჭირა

საბერძნეთის პარლამენტმა საერთაშორისო კრედიტორებთან მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შეთანხმების ტექსტი სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს 40-მდე რეფორმის ჩამონათვალს, რომელთა განხორციელება აუცილებელი საერთაშორისო ფინანსური დახმარების მისაღებად. ათენის და კრედიტორების შეთანხმება ნიშნავს, რომ საბერძნეთი დახმარების მესამე, 85 მილიარდი ევროს პაკეტს მიიღებს. როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსი ციპრასმა პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, დღეს საბერძნეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს ევროს და დრაჰმას შორის. ციპრასის ...

Read More »

The Economist-ის უმსხვილესი აქციონერი ანიელების ოჯახი ხდება

The Economist-ის უმსხვილესი აქციონერი ანიელების ოჯახი ხდება

ბრიტანულმა საგამომცემლო ჰოლდინგმა Pearson-მა, ყოველკვირეული ჟურნალის, The Economist-ის აქციათა 50%-ის გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია და ფასიან ქაღალდებში სხვა აქციონერებისგან 469 მლნ ფუნტ სტერლინგს აიღებს. ამ ოპერაციის შედეგად, გამოცემის უმსხვილესი აქციონერი, იტალელების, ანიელების ოჯახი გახდება. ოჯახის მიერ კონტროლირებადი ჰოლდინგური კომპანია Exor-ი, თავის წილს The Economist-ში 4,7%-დან 43,4%-მდე გაზრდის და ამაში 287 მლნ ფუნტს გადაიხდის. ადრე Pearson-მა Financial Times-ის გაყიდვის შესახებ განაცხადა, იაპონურ ...

Read More »

Economist-ი 730 მილიონ დოლარად იყიდება

Economist-ი 730 მილიონ დოლარად იყიდება

Financial Times-ის შემდეგ, Pearson-ი Economist-საც ყიდის. როგორც ცნობილი გახდა, Economist Group-ის 50 პროცენტი 730 მილიონ დოლარად იყიდება. კომპანია Pearson-მა რომლის მფლობელობაშიც ცნობილი გამოცემაა, უკვე განაცხადა, რომ ეკონომისტის 27 პროცენტის მფლობელი კომპანია Exor-ი გახდება. გარიგების ღირებულება 227 მილიონი დოლარი იქნება. შეგახსენებთ, რომ  Pearson Plc.-მა, რომლის მფლობელობაშიც Financia Times-ი შედის, გამოცემა იაპონურ კორპორაცია Nikkei-ს 1,3 მილიარდ დოლარად მიყიდა. შედეგად  Pearson-მა თავის ყველაზე დიდ მედია ფლაგმანი დათმო, ...

Read More »

მსოფლიოს 10 უდიდესი ჰიდროელექტროსადგური

მსოფლიოს 10 უდიდესი ჰიდროელექტროსადგური

ჰიდრორესურსები მსოფლიოში ყველაზე გამოყენებადი, განახლებადი ენერგიის წყაროა. თანამედროვე ენერგეტიკაში სწორედ ჰიდრორესურსების ათვისება რჩება ყველაზე პოპულარულ გზად, მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიურლი ენერგიის წყაროების ათვისება ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. გთავაზობთ მსოფლიოში 10 ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურს: Three Gorges-ის ჰიდროელექტროსადგური , ჩინეთი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში მდებარეობს მსოფლიოში უდუდესი,  22 500 მეგავატი მოცულობის “Three Gorges”-ის (სამი ხეობა) ჰიდროელექტროსადგური. ამ ობიექტის მშენებლობა 1993 წელს დაიყო და ...

Read More »