Home » ფინანსები (page 50)

ფინანსები

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

2018 წლის 16 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6735 შეადგინა.

Read More »

2019 წლის ბიუჯეტი: ხელფასები და სოციალური დახმარებები იზრდება

2019 წლის ბიუჯეტი: ხელფასები და სოციალური დახმარებები იზრდება

მომდევნო წლის ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზე, 13 მილიარდ ლარზეა დაგეგმილი, მთავრობამ პარლამენტს 2019 ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია წარუდგინა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, საბიუჯეტო პროექტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით საბიუჯეტო მაჩვენებლები გაზრდილია და დამატებულია 270 მილიონი ლარი. ~ხარჯვასთან დაკავშირებული ასიგნებები გაზრდილია პრაქტიკულად 538 მილიონით. 2019 წელს სახელმწიფო პრაქტიკულად თითქმის 13 მილარდ ლარს დახარჯავს. ეს არის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი. გარდა ამისა, 69 მილიონ ...

Read More »

რა იცვლება ე.წ. ლომბარდული ტიპის სესხების გაცემისას?

რა იცვლება ე.წ. ლომბარდული ტიპის სესხების გაცემისას?

საქართველოში ე.წ. ლომბარდული ტიპისი სესხები არ იკრძალება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. შესაბამისად, გამოდის რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, მას შემდეეგ რაც ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, მოქალაქეები კვლავ შეძლებენ საქონლის ან ფასიანი ქაღალდების დაგირავებით სესხის მიღებას. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან სესხის გაცემისას სავალდებულო იქნება მსესხებლის შემოსავლის დადასტურება/შეფასება. თუმცა, გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. მათ შორის მაგალითად, ლომბარდული ...

Read More »

როგორია საბანკო სექტორის შემოსავლების სტრუქტურა

როგორია საბანკო სექტორის შემოსავლების სტრუქტურა

2018 წლის მესამე კვარტლის მიხედვით საბანკო სექტორის მოგება 603 მილიონ ლარს შეადგენს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგებების მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოგება “თიბისი ბანკს” უფიქსირდება. ,,თიბისი ბანკის”  წმინდა მოგებამ მიმდინარე  წლის მესამე  კვარტლის ბოლოს 261 928 375 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 22.6%-ით მეტია გასული წლის სექტემბრის ბოლოსთვის არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 213 511 033 მლნ ლარი ...

Read More »

2018 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდანაა

2018 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდანაა

2018 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი (365.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (14.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ცნობით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთიდანაა, მას მოსდევს იტალია, საბერძნეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და თურქეთი. ასევე გზავნილები არის გერმანიიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან, საფრანგეთიდან, ყირგიზეთიდან, გაერთიანებყული სამეფოდა, ყაზახეთიდან, კვიპროსიდან ...

Read More »

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი 23 კითხვა-პასუხს აქვეყნებს

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი 23 კითხვა-პასუხს აქვეყნებს

2019 წლის პირველი იანვრიდან ასამოქმედებელ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი 23 კითხვა-პასუხს აქვეყნებს. ამ ფორმით მომხმარებლები დაგეგმილ ცვლილებებზე დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. ხშირად დასმული კითხვები: 1. როგორ შეფასდება, თუ რა მოცულობის ვალის მომსახურება შეუძლია მსესხებელს? რეგულაცია აწესებს სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალურ ზღვრებს, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებთან და ითვალისწინებს საქართველოს საბანკო სექტორის მახასიათებლებს. 2. ოჯახის მთლიანი შემოსავალი თვეში 3,000 ლარია. რა მოცულობის იპოთეკური ...

Read More »

III კვარტალის მონაცემებით, ბანკებმა 155.3 მილინონი ლარის ქონება დაისაკუთრეს

III კვარტალის მონაცემებით, ბანკებმა 155.3 მილინონი ლარის ქონება დაისაკუთრეს

2018 წლის 9 თვეში ბანკების მიერ დასაკუთრებული მოძრავი და უძრავი ქონების მონაცემები 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ქონება „საქართველოს ბანკმა“ დაისაკუთრა. 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის“ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 62,4 მილიონ ლარს უტოლდება, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია. წინა წლის მესამე კვარტალში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 77,1 მილიონ ლარს უტოლდებოდა. მეორე ...

Read More »

საბანკო სექტორმა თავისი გაიტანა – ახალი რეგულაციების ამოქმედება პირველ იანვრამდე გადაიდო

საბანკო სექტორმა თავისი გაიტანა - ახალი რეგულაციების ამოქმედება პირველ იანვრამდე გადაიდო

ახალი რეგულაციები, რომელიც კომერციული ბანკებისთვის ხვალიდან უნდა ამოქმედებულიყო, მეორედ გადაიდო და მთლიანი საფინანსო სექტორისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ. შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან უნდა შესულიყო ძალაში, მხოლოდ საბანკო სექტორზე ვრცელდებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით კი, ისინი არასაბანკო ორგანიზაციების რეგულაციებთან ერთად, მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. თავიდან ახალი რეგულაციების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან იგეგმებოდა, რამაც ორი კვირით, ...

Read More »

ლარის დევალვაცია მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

ლარის დევალვაცია მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრი მერყეობით ხასიათდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის შესყიდვა 2.7146 ლარად არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ლარმა პარასკევს დოლართან მიმართებაში გამყარების სწრაფი ტემპი დაიჭირა და ერთ დღეში 4 თეთრით 2.7505-დან 2.7146-მდე გამყარდა. სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის და უეცარი გამყარებისგან თავის არიდების მიზნით, სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ლარის კურსის გაუფასურებას ეკონომისტი აკაკი ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: საბანკო სექტორში რეგულაციების გადავადება შესაძლებელია, თუმცა, ეს სებ-ის გადასაწყვეტია

ირაკლი კოვზანაძე: საბანკო სექტორში რეგულაციების გადავადება შესაძლებელია, თუმცა, ეს სებ-ის გადასაწყვეტია

რეგულაციები საბანკო სექტორში აუცილებელია, თუმცა, შესაძლებელია მათი გადავადება, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ახალი რეგულაციების შემოღება უკავშირდება ჭარბვალიანობის პრობლემას, რომელიც საფინანსო სექტორის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. “ჩემი პოზიციაა, რომ ყველა მსესხებელი სესხს უნდა მოემსახუროს თავისი შემოსავლებით, თავისი ლიკვიდური აქტივებით და ამ მომსახურებისთვის არ მოუწიოს უკანასკნელი საცხოვრებლის გაყიდვა. ამავე დროს, აუცილებელია, რომ კრედიტი ...

Read More »