Home » ფინანსები (page 4)

ფინანსები

შესაძლებელია თუ არა მოპარული კრიპტოვალუტის განაღდება

შესაძლებელია თუ არა მოპარული კრიპტოვალუტის განაღდება

ჰაკერებმა 530 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს გასული კვირის მიწურულს, იაპონური კრიპტოსავალუტო ბირჟა Coincheck Inc.–დან ჰაკერებმა დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტა მოიპარეს. აღნუშნული, ბირჟის პრეზიდენტმა კოიტირო ვადამ უკვე დაადასტურა. ჰაკერებმა ბირჟიდან კრიპტოვალუტა NEM-ი მოიპარეს, მიმდინარე გაცვლითი კურსითმათ დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოალრი მიისაკუთრეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძარცვა უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე „ძვირადღირებული“ ქურდობა. ამ მოლენებმა კიდევ ერთხელ დააყენეს დღის წესრიგში კრიპტოვალუტების დაცვის სისტემების სანდოობის ...

Read More »

თამბაქოზე ფასი კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

თამბაქოზე ფასი კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

თბილისში, სავაჭრო ობიექტების ნაწილში თამბაქოს პროდუქციაზე ფასი 10 თეთრით გაიზარდა. ფასის მატება, თითქმის ყველა სახის სიგარეტს შეეხო. სავაჭრო ობიექტების ნაწილში აცხადებენ, რომ მათ ფასების მომატების შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდათ. რაც შეეხება მსხვილ სავაჭრო ობიექტებს, სიგარეტის შეძენა აქ კვლავ ძველი ფასით არის შესაძლებელი, თუმცა როგორც ამ ობიექტებში აცხადებენ, გამორიცხული არ არის მომავალი კვირიდან თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდოს.

Read More »

შესაძლოა, მოქალაქეებს სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლის შემდეგ გარკვეულ პერიოდში თანხის დაბრუნების უფლება გაუჩნდეთ

შესაძლოა, მოქალაქეებს სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლის შემდეგ გარკვეულ პერიოდში თანხის დაბრუნების უფლება გაუჩნდეთ

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ, შესაძლოა, კანონში გარკვეული ცვლილებები კიდევ შევიდეს. კერძოდ, შესაძლოა, მოქალაქეებს სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლის შემდეგ გარკვეულ პერიოდში თანხის დაბრუნების უფლება გაუჩნდეთ. როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, დაახლოებით მსგავსი ნორმის შემოღებაზე ფიქრობენ, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ცვლილებათა ...

Read More »

ლარი ყველა ვალუტასთან მნიშვნელოვნად გამყარდა

ლარი ყველა ვალუტასთან მნიშვნელოვნად გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 27 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4578 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4999 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0421 -ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0636 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1034 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0398 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6566 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი ...

Read More »

ლომბარდები ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა

ლომბარდები ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა

დაწესებულებებს, რომლებიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება უჩნდებათ.  ამის შესახებ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში, „საქმე“ განაცხადა. კიკორიას განცხადებით, ეროვნულ ბანკს ამ კომპანიებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მოთხოვნები დაწესების უფლება ექნება. „ყველა დაწესებულება, ონლაინ სესხის გამცემი თუ სხვა კომპანია, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ვალდებული იქნება ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს. ამ მიმართულებით ბანკებისა ...

Read More »

„ბილაინი“ 90 ათასი ლარით დაჯარიმდა

„ბილაინი“ 90 ათასი ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია „ბილაინი“ 90 ათასი ლარიით დააჯარიმა.  როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე სააბონენტო ნომრის გაცემის გამო დაჯარიმდა. „კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგისას, შპს „ვიონი საქართველოს“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) მიერ სააბონენტო ნომრის გაცემა მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე განხორციელდა, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა ...

Read More »

ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური განაკვეთი 28%-მდე გაიზარდა

ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური განაკვეთი 28%-მდე გაიზარდა

ლარში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ეროვნული ბანკის 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 22,7%-ს შეადგენს (2016 წელს -18,2%). ამავე მონაცემებით, ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 23,6%-დან 28%-მდე გაიზარდა, იურიდიულ პირებზე კი პირიქით, 11,5%-დან 11,4%-მდე შემცირდა. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთი შემცირებულია. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა ფინანსურ პირამიდებს შეუტია

ეროვნულმა ბანკმა ფინანსურ პირამიდებს შეუტია

ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე მეწარმე სუბიექტები 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ვეღარ შეძლებენ საკანონმდებლო ცვლილებების  შედეგად “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონს დაემატა 483 მუხლი, რომლის შესაბამისად, 2018 წლის 11 მარტიდან, მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა (მათ შორის, სესხის მიღება) ან/და პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება, თუ ასეთი ...

Read More »

ფინანსური სამოთხე ბიზნესისთვის – ზედმეტობით გადახდილი დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში

ფინანსური სამოთხე ბიზნესისთვის - ზედმეტობით გადახდილი დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში

იანვრიდან ქართველი მეწარმეებისთვის დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებული დაბრუნების სისტემა ამოქმედდა. არსებული პროექტის ფარგლებში კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენის საფუძველზე ეძლევა შესაძლებლობა, უმოკლეს ვადაში დაიბრუნოს საბიუჯეტო ზედმეტობის თანხა (ზედმეტობის ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით). პროექტით დაგეგმილია, რომ 10 ათას გადასახადის გადამხდელს ავტომატურად დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა. პირველ ეტაპზე შეირჩა ის ობიექტები, რომლებსაც დღგ-ს ზედმეტობები წარმოექმნათ დაბალი ან მინიმალური რისკის შემცველ ოპერაციებზე, მათ ...

Read More »

2017 წელს ქართველებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 1,3 მლრდ ლარი დახარჯეს

2017 წელს ქართველებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 1,3 მლრდ ლარი დახარჯეს

საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წელს საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 1, 334 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 38,7%-ით მეტია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-დეკემბერში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 961, 7 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება კონკრეტულად 2017 წლის დეკემბერს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ, საბანკო ბარათებით ჩვენი ქვეყნიდან ვიზიტორებმა 116, 4 მლნ ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ...

Read More »