Home » ფინანსები (page 28)

ფინანსები

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6684 შეადგინა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს შეადგენს.

Read More »

სარეზერვო აქტივების მოცულობამ 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს მიაღწია

სარეზერვო აქტივების მოცულობამ 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს მიაღწია

ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 201 მილიონით მეტია. ასეთია 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობა. ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 3 მილიარდ 089 მილიონი დოლარი, ხოლო სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა 200 მილიონი დოლარია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტერიუმით, საქართველოში სავალუტო რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა, ამის გამო ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის ...

Read More »

რამდენად მზად არის საქართველო საპენსიო რეფორმისთვის

რამდენად მზად არის საქართველო საპენსიო რეფორმისთვის

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე რეფორმა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ნამდვილად ისტორიულია და შეუძლია სოციალური ფონის რადიკალურად შეცვლა. მისი უმთავრესი მიზანია პენსიონერების ღირსეული ფინანსური სიბერით უზრუნველყოფა და ეკონომიკის მხარდაჭერა საჭირო დროს ფინანსური ინტერვენციების განხორციელებით. ვინაიდან მისი მოქმედების შედეგებს ქვეყნის მოსახლეობა და ეკონომიკა ათწლეულების შემდეგ იგრძნობს, ურიგო არ იქნებოდა, რომ მთავრობას რეფერენდუმი ჩაეტარებინა და ამით გაემაგრებინა ზურგი მისი გადაწყვეტილების აუცილებლობის შესახებ. რეფორმაში მონაწილეობა ...

Read More »

სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ

სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ

სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ, – აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის ბრძანებაშია აღნიშნული. კერძოდ, ბრძანების თანახმად, სუბიექტებს სებ-ში სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის წარდგენა 1-ელი იანვრიდან 30 აპრილამდე შეეძლებათ, მაშინ როცა, თავდაპირველი ვერსიით, აღნიშნული ვადა სუბიექტებს 31 მარტამდე ჰქონდათ. „სესხის გამცემ სუბიექტს სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ შეუძლია განახორციელოს სესხის გაცემასთან/დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ...

Read More »

რა სხვაობა უნდა იყოს თქვენს შემოსავალსა და გადასახადს შორის, რომ სესხის აღება შეძლოთ

რა სხვაობა უნდა იყოს თქვენს შემოსავალსა და გადასახადს შორის, რომ სესხის აღება შეძლოთ

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი სუბიექტებისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა. ეს კი ნიშნავს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე სესხის გაცემა ეკრძალებათ. სებ-ის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით, სუბიექტი ფიზიკურ პირზე იმაზე მეტ სესხს ვეღარ გასცემს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც არ ექნება მოქალაქეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დებულებაში მსესხებლის შემოსავალსა და ყოველთვიურ გადასახდელს შორის არსებული სხვაობაც არის განსაზღვრული, რომლის ...

Read More »

ნოემბერში ფიზიკური პირებისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

ნოემბერში ფიზიკური პირებისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

2018 წლის ნოემბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს კომერციულ ბანკებში წლიურმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 11,9% შეადგინა. ეს 0,7%-ით მეტია ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით. ამავე სტატისტიკის მიხედვით, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისთვის 6,5%-დან 6,8%-მდე გაიზარდა, იურიდიული პირებისთვის კი, პირიქით, 8,3%-დან 7,9%-მდე შემცირდა. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის გაიზარდა 1,7 ...

Read More »

რატომ ეუბნებიან ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეთა ნაწილის სესხის განულებაზე უარს

რატომ ეუბნებიან ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეთა ნაწილის სესხის განულებაზე უარს

ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეთა ნაწილის მტკიცებით, სესხის განულებაზე უარს ეუბნებიან. აღნიშნული პრობლემით „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, „სესხების განულება ეკუთვნით და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ“. „პირადად მე რამდენიმე კომპანიის ვალი მაქვს. ესენია: შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ და შპს „ფინანსური სექტორი“. ვაკმაყოფილებ ყველა კრიტერიუმს, რომელიც მთავრობამ განსაზღვრა, თუმცა კომპანიები მეუბნებიან, რომ თავად წყვეტენ, ვის სიას გადასცემენ და ვისას – არა. ...

Read More »

vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 2 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 2 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – vali.ge მონაცემები კვლავ განახლდა. ერთიან ბაზას კიდევ 2 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ესენია: შპს “ფინპორტი” (სესხის გამცემი: 1click.ge) და შპს “ფრენდლი ფაინენს ჯორჯია” (სესხის გამცემი: mycredit.ge). აღსანიშნავია, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა. ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ...

Read More »

სახელმწიფო აუდიტისთვის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კომისიას ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს

სახელმწიფო აუდიტისთვის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კომისიას ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს

პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე საკონკურსო კომისია დაამტკიცა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის 2018 – 2019 წლების ფინანსური აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს შეარჩევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს. პარლამენტის დადგენილებით, საკონკურსო კომისიას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს, მის შემადგენლობაში კომიტეტის წევრები და სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენელი შედიან. საკონკურსო კომისიამ უნდა შეიმუშავოს კომისიის დებულება, საკონკურსო პირობები და წესები. გამარჯვებული აუდიტორული ფირმა კი 2019 წლის 7 მარტამდე გამოვლინდება. ...

Read More »

არაფხიზელი მსესხებელი, შესაძლოა, ისევ ვირტუალურ „შავ სიაში“ მოხვდეს

არაფხიზელი მსესხებელი, შესაძლოა, ისევ ვირტუალურ „შავ სიაში“ მოხვდეს

არაფხიზელი მსესხებელი, შესაძლოა, ისევ ვირტუალურ „შავ სიაში“ მოხვდეს ახლადშეწყალებულ მსესხებლებს გულისხმიერი ბანკირები ურჩევენ საკრედიტო განაცხადისგან  ჯერ თავი შეიკავონ. არც განვადების შეთავაზებით ისარგებლონ, რადგან ყოველი „დაუარებული“  განაცხადი სარეიტინგო ქულის დაკლებას  ნიშნავს და ისედაც ცუდი საკრედიტო ისტორიის გაუარესებას. ეს რჩევა სანიმუშო მსესხებელსაც ეხება, რომელიც  ვალდებულებას კეთილსინდისიერად ისტუმრებს და 1 დღის ვადაგადაცილებაც არ ჰქონია. საკრედიტო ქულა იძლევა ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობის და გადაუხდელობის რისკის შეფასების საშუალებას. საკრედიტო ქულა გამოიხატება რიცხვებით ...

Read More »